შოკოლადი უყვართ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. თუმცა, შოკოლადის ასაწონი კანფეტები არც ისეთი სასარგებლოა, როგორიც გვინდა, რომ იყოს. არ ვიცით, რითაა დამზადებული მისი ფერადი შიგთავსი, თვითონ შოკოლადი…
სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ შოკოლადის კანფეტების რეცეპტს. ეს ტკბილეული მთელ ოჯახს ძალიან მოეწონება!
შოკოლადის კანფეტების რეცეპტი
ინგრედიენტები
- 100-120 გ შავი შოკოლადი
- 120 გ 33%-იანი ნაღები
- 100 გ შაქარი
- 1 ს.კ. კაკაო
- 40 გ კარაქი
- 2 ს.კ. ალკოჰოლური სასმელი (სურვილისამებრ)
- 1 ზეფირი
- თეთრი შოკოლადი მოსართავად
მომზადება
1. სანამ უშუალოდ შოკოლადის მომზადებას დაიწყებდეთ, მოამზადეთ ფორმები. მათ მკვრივი ფოლგისგან ამზადებენ. გამოჭერით რგოლები, დაახვიეთ მილებად და დაამაგრეთ ვერტიკალურად. ამაში ღუმლის ბადე დაგეხმარებათ. როცა ეს პროცესი დასრულდება, შეუდექით კანფეტების მომზადებას.
2. დასაწყისისთვის, დაადნეთ შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე. ფუნჯით წაუსვით შოკოლადი ფორმის კედლებს. არ დაგენანოთ შოკოლადი, რათა კედლები მყარი გამოვიდეს. ახლა შედგით ფორმები მაცივარში.
3. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი კანფეტებისთვის. მოხარშეთ ნაღები შაქართან ერთად, სანამ არ გასქელდება. შემდეგ დაუმატეთ კარაქი და კაკაო, ხარშეთ კიდევ 1 წუთი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ზეფირი. ურიეთ შეუჩერებლად და ხარშეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამორთეთ ცეცხლი, დაუმატეთ ცოტაოდენი არომატული ალკოჰოლი სუნისთვის და კარგად მოურიეთ.
4. გააგრილეთ შიგთავსი და გაავსეთ შოკოლადის ფორმები. შედგით მაცივარში კიდევ 10 წუთით.
5. ზემოდან ფრთხილად დაასხით კანფეტებს დამდნარი შოკოლადის მასა. როცა საბოლოოდ გაგრილდება, შეგიძლიათ თეთრი შოკოლადით გააფორმოთ.
როგორც ხედავთ, შოკოლადის კანფეტების მომზადება საშინაო პირობებში რთული სულაც არაა. მიიღებთ ძალიან გემრიელ ტკბილეულს.
ზოგიერთი დიასახლისი თავად წყვეტს შიგთავსის შემადგენლობასა და ფერს. მაგალითად, ესაა თხილიანი შიგთავსი.
ხოლო ეს ვარდისფერი, მარწყვის გემოთი. უნდა გამოვტყდე, რომ ეს ყველაზე მეტად მიყვარს.
დიასახლისებს ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფერში კარგები არიან. ჰო მართლა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რომელი მხრიდან უნდა დაიწყოთ ამ კანფეტების ჭამა. თქვენ როგორ ფიქრობთ?