შინაურული პაშტეტის 5 რეცეპტი, რომელიც ნებისმიერს დააკმაყოფილებს

2909

პაშტეტი წასახემსებელია, რომლის გარეშეც ჩვენი ოჯახის არც ერთი წვეულება არ ტარდება. მაცივარში ამ ნაზი წასახემსებლის ნაჭერი ყოველთვის გვაქვს. პაშტეტის ბუტერბროდებით საუზმობა ან სადილობა ყველას გვიყვარს. თუმცა ყველას სხვადასხვა პაშტეტი უყვარს. მე კი ექსპერიმენტებზე უარს არ ვამბობ.

© Depositphotos

ნებისმიერი გემოვნების დამაკმაყოფილებელი შინაურული პაშტეტის 5 რეცეპტი მაქვს. „ვივიენი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ პაშტეტი, რომელიც ყველას მოეწონება.

როგორ მოვამზადოთ პაშტეტი

კლასიკური პაშტეტი

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ძროხის ღვიძლი
  • 100 გრ ღორის ქონი
  • 100 გრ კარაქი
  • 2 სტაფილო
  • 2 ხახვი

მომზადება:

კლასიკური პაშტეტის მომზადების რეცეპტი ნებისმიერი დიასახლისის კულინარიულ წიგნში აუცილებლად უნდა იყოს. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ, ჩაიწერეთ. ხახვი და სტაფილო წვრილად დაჭერით, ტაფაზე შპიკთან ერთად შეწვით. ღვიძლი ნაჭრებად დაჭერით და ბოსტნეულს დაუმატეთ. მომზადებამდე შეწვით, მარილის და წიწაკის მოყრა არ დაგავიწყდეთ.

© Depositphotos

მომზადების შემდეგ ბოსტნეული და ღვიძლი გააგრილეთ. შემდეგ ხორცის გასატარებელ მანქანაში ორჯერ გაატარეთ ან დააბლენდერეთ. ახლა კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. გააგრილეთ და შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

© Depositphotos

ფრანგული პაშტეტი

ინგრედიენტები:

  • 2 ხახვი
  • 5 კვერცხი
  • 200 გრ ძროხის ფარში
  • 200 გრ ღორის ფარში
  • ახალი მწვანილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

4 კვერცხი მოხარშეთ და გააგრილეთ. ხახვი და მწვანილი დააქუცმაცეთ. ცალკე თასში დარჩენილი კვერცხი ათქვიფეთ. ხორცი, ხახვი, ოხრახუში და სანელებლები აურიეთ. მზა ფარში პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაში მოათავსეთ. თავიდან ნახევარი მასა მოათავსეთ, შემდეგ მცირე ჩაღრმავება გააკეთეთ და მთელი გასუფთავებული კვერცხი ზემოდან დაადეთ. ამის შემდეგ კი დარჩენილი ფარში დააყარეთ.

© Depositphotos

ზემოდან დაფნის რამდენიმე ფოთოლი და კარაქის ნაჭერი დაადეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. გაგრილებულს უკეთესი გემო ექნება. შეგიძლიათ სავახშმოდ ან სადღესასწაულო სუფრაზე გაიტანოთ.

© Depositphotos

პაშტეტი ენით და ბრინზით

ინგრედიენტები:

  • 800 გრ მოხარშული ღორის ენა
  • 100 მლ ნაღები (33% ცხიმიანობა)
  • 150 გრ ბრინზა
  • კარაქი

მომზადება:

მოხარშული და გასუფთავებული ენა, ბრინზა და ნაღები პასტის კონსისტენციამდე დააქუცმაცეთ. კარაქი მცირე კუბებად დაჭერით და მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ. გამდნარი კარაქიდან ქაფი შეაგროვეთ, პაშტეტს დაასხით, ზემოდან სანელებლები მოაყარეთ. გაგრილება აცადეთ და მაცივარში შედგით. სუფრაზე შავ პურთან ან მარილიან კიტრთან ერთად გაიტანეთ.

© Depositphotos

თევზის პაშტეტი

ინგრედიენტები:

  • 1 ახალი სკუმბრია
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 100 მლ ნაღები (33 % ცხიმიანობა)
  • ფორთოხალი

მომზადება:

გასუფთავებული სკუმბრია ფორთოხლის ნაჭრებით გაავსეთ. ფოლგაში გახვეული თევზი მომზადებამდე აცხვეთ. შემდეგ ჩანგლით დაჭყლიტეთ, გახეხილი ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ყველაფერი დააბლენდერეთ.

ცალკე ხახვი და სტაფილო შეწვით და საყვარელი სანელებლები დაუმატეთ. სითხის აორთქლებამდე მოთუშეთ. ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის პიურე პაშტეტს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცალკე ნაღები ათქვიფეთ და პაშტეტს დაუმატეთ. ახლა ყველაფერი მზადაა, ნაზი წასახემსებელი შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

© Depositphotos

პაშტეტი ვაშლით

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ქათმის ღვიძლი
  • 1 ხახვი
  • 50 გრ კარაქი
  • 1 ვაშლი

მომზადება:

ალბათ, ყველაზე გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი პაშტეტი. ხახვი ტაფაზე შეწვით, შემდეგ დაჭრილი ღვიძლი დაუმატეთ. მომზადებამდე შეწვით. ვაშლი წვრილ სახეხზე გახეხეთ და ღვიძლს დაუმატეთ. ასევე კარაქი დაუმატეთ და დარბილებამდე მოთუშეთ. შემდეგ დააბლენდერეთ და გაგრილება აცადეთ.

© Depositphotos

როგორც ხედავთ, პაშტეტი მრავალფეროვანი კერძია. მისი უამრავი რეცეპტი შეგიძლიათ იპოვოთ, მთავარია ფანტაზია ჩართოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს მარტივი რეცეპტები თქვენს კულინარიულ წიგნში ადგილს იპოვიან. თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს