ბრინჯი დარიშხანს შეიცავს: როგორ დავიცვათ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრებისჯანმრთელობა

3414
cooked rice

ათასობით კულინარი უშვებს შეცდომას ბრინჯის ხარშვის დროს. მეცნიერების თქმით: ბრინჯს ჩვენ ყველა არასწორად ვამზადებთ და საკუთარ ჯანმრთელობასა და განწყობას საფრთხეს ვუქმნით. ნებისმიერი ბრინჯი შეიცავს დარიშხანს! ეს ინფორმაცია გაჩნდა ჟურნალ The Telegraph-ში და მაშინვე გამოიწვია რეზონანსი.

ბრინჯში დარიშხანის კვალი იმის გამო ჩნდება, რომ ბრინჯის პლანტაციების ნიადაგზე საწარმოო პესტიციდებისა და სასუქების მუდმივი გამოყენების შედეგად, მასში შხამი წარმოიქმნება. ბრინჯი ცნობილი აბსორბენტია, როცა მას ვჭამთ, იგი იწოვს ტოქსინებს, წმენდს ორგანიზმს. სწორედ ასე, ბრინჯი იწოვს ყველაფერს, რასაც ნიადაგი შეიცავს.

ასევე, დარიშხნით ამუშავებენ კონტეინერებსა და ჭურჭლებს, რომლებშიც ბრინჯი გადააქბთ, რათა პროდუქტი ვირთხების საკვებად არ იქცეს. ბრინჯი მანამ უნდა რეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ, სანამ გამჭვირვალე წყალი არ გაუვა.

რამხელაა ბრინჯში დარიშხნის დასაშვები რაოდენობა? ეს უცნაურად ჟღერს, რა ნორმაზეა საუბარი? დარიშხანი შეიძლება ადამიანის ორგანიზმში სერიოზული დარღვევების მიზეზად იქცეს, მათ შორის, გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თირკმლის უკმარისობის, კიბოსა და დიაბეტის რისკი. კარგია, რომ ბრინჯიდან მავნე ქიმიური ნივთიერებების მოშორება და დარიშხნით მოწამლვის შანსების შემცირება შესაძლებელია, თუ მას სწორად მოამზადებთ. ახლა დაწვრილებით ინსტრუქციას გთავაზობთ.

როგორ მოვხარშოთ ბრინჯი სწორად

იაპონელები და ჩინელები ბრინჯს, მოხარშვამდე, შვიდჯერ რეცხავენ ცივ წყალში, რათა თითოეული მარცვლეულიდან ყველა საეჭვო ნივთიერება გავიდეს. ამ საშუალების გამოყენება შეიძლება, როცა კერძის სასწრაფოდ მომზადება დაგჭირდებათ. თუმცა, კარგი იქნება, თუ ბრინჯს მთელი ღამით ჩაალბობთ დიდი რაოდენობით წყალში. დარიშხის კონცენტრაცია ასეთ ბრინჯში 80%-ით შემცირდება, ხოლო პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხო გახდება ჯანმრთელობისთვის. არ ჯობია, თავი დაიცვათ?

გარდა ამისა, ჩალბობილ ბრინჯს კიდევ ერთი უდაო უპირატესობა აქვს. იგი სრულ მომზადებამდე ძალიან სწრაფად იხარშება, ღამით ხომ წყლის გარკვეული რაოდენობის შეწოვას ასწრებს. წინასწარ ჩალბობილი ბრინჯი 13 წუთში იხარშება! ასეთ პროდუქტს შესანიშნავი გემოვნური თვისებები ექნება და თავისი ფხვიერი სტურქტურით გაგაოცებთ.

აი, როგორ უნდა მოხარშოთ ბრინჯი წყალში, რათა გაანეიტრალოთ დარიშხანი და სხვა, შემთხვევით მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები.

ბრინჯის სწორი მომზადება (დარიშხნის გასანეიტრალებად)

  1. აიღეთ 1 წილი მშრალი ბრინჯი და 5 წილი წყალი.
  2. ჩაალბეთ ბრინჯი წყალში მთელი ღამით.
  3. დილით გარეცხეთ ბრინჯი რამდენჯერმე, სანამ წყალი სრულად გამჭვირვალე არ გახდება.
  4. გააშრეთ ბრინჯი ქაღალდის ხელსახოცებით ან ქსოვილის ტილოთი.
  5. აიღეთ 1 წილი ბრინჯი და 1.5 წილი წყალი. უმჯობესია, მარცვლეულს თბილი წყალი დაასხათ.
  6. დაუმატეთ მწიკვი მარილი. იგი ბრინჯის გემოვნურ თვისებებს გააუმჯობესებს.
  7. აადუღეთ ბრინჯი და შეამცირეთ ცეცხლი მინიმალურამდე. დაახურეთ ქვაბს ან ღრმა ტაფას თავსახური.
  8. ხარშეთ ბრინჯი ნელ ცეცხლზე 10-15 წუთით. არავითარ შემთხვევაში არ მოხსნათ თავსახური! თუ ამას გააკეთებთ, ბრინჯს გააფუჭებთ.
  9. გემრიელი, ფხვიერი და უსაფრთხო ბრინჯი მზადაა!

აქვე, გთავაზობთ ფლოვის საინტერესო რეცეპტს, რომელიც ჩვენმა აზერბაიჯანელმა მკითხველმა გამოგვიგზავნა: იქ ბრინჯს მარილიან წყალში ალბობენ, რაც, ასევე, სასარგებლოა. ბრინჯი უფრო გემრიელი და თეთრი ხდება. გარდა ამისა, მარილიანი წყალი აშორებს ნებისმიერ უსიამოვნო სუნს! სამწუხაროდ, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტი იმედს გვიცრუებს. მომზადებული ბრინჯი შეიძლება ისე ყარდეს, თითქოს მასში თაგვები ცხოვრობდნენ…

-“აზერბაიჯანშიც ასე ხარშავენ ბრინჯს. ბებიაჩემი და დედაჩემი მას ღამით მარილიან წყალში ალბობენ – ასე ხარშვისას მარცვლები არ იშლება, ხარშავენ ისევ მარილიან წყალში, მაკარონის მსგავსად. ბრინჯის წყლის გადაღვრის შემდეგ, ნახევრად მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ საჭირო სანელებლები და ზეთი, დადგით ნელ ცეცხლზე მოსათუშავად.

გემოთი ფლოვი უზბეკური, თურქული და ავღანური ანალოგისგან განსხვავდება. სხვათა შორის, ირანშიც ისევე ამზადებენ მას, როგორც ჩვენ. ფლოვის შეუცვლელი ინგრედიენტია ზაფრანა…” აი, ასე ხარშავენ ბრინჯს, ფხვიერი რომ გამოუვიდეთ.

არსებობს სხვა, ძალიან საინტერესო მეთოდებიც ბრინჯის მოსამზადებლად, რომლებიც ჩემთვისა და ჩვენი რედაქციისთვის სიახლე აღმოჩნდა. მაგალითად, რძით, კარაქითა და დიდი რაოდენობით ილით მომზადებული ბრინჯი. მარცვლეული წინასწარ უნდა ჩაალბოთ ღამით. მას ცხელი რძე უნდა დაასხათ და ხარშოთ ნელ ცეცხლზე, ილთან ერთად, დიდი ხნით. შეგიძლიათ, დაუმატოთ შაქარი გემოვნებით. გამოგივათ უჩვეულოდ არომატული ფაფა, რომელიც პუდინგს მოგაგონებთ. სცადეთ!

კიდევ გვაქვს უზბეკური რეცეპტი, რომელსაც ვერ დავმალავთ – ბრინჯი მუნგის ლობიოთი. მუნგის ლობიო – ესაა პატარა, მწვანე მარცვლები, რომლებსაც განსაკუთრებული თხილის არომატი აქვს, ეს უკანასკნელი კი სრულად იხსნება ბრინჯთან ერთად. ასეთი ბრინჯი უნდა ჩაალბოთ მთელი ღამით, შემდეგ მოხარშოთ წყალში, ნელ ცეცხლზე. მიიღებთ შესანიშნავ მსუყე და სასარგებლო კერძს.

ჩვენ ერთი საპატიო მკითხველის კომენტარმა გაგვაოცა, რომელიც ბრინჯში დარიშხნის შემცველობის შესახებ პირველ სტატიაზე დაიწერა: “იმდენად მოხუცი ვარ, რომ მახსოვს, როგორ დებდნენ სტომატოლოგები მტკივან კბილში დარიშხანს და ახურებდნენ ბამბას. მეორე დღეს კი პაციენტი მიდიოდა და მას კბილს უღებდნენ.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს