რამდენი საათი უნდა გეძინოთ ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით

14197

ჩვენს ორგანიზმს ნორმალური და პროდუქტიული მუშაობისთვის ჯანსაღი ძილი სჭირდება. ეს დრო ორგანიზმს მოსადუნებლად, დასასვენებლად და ახალი დღისთვის ენერგიის მოსაკრეფად სჭირდება. ძილის რეჟიმის დარღვევა, უძილობა ან ცოტა ხნით ძილი ორგანიზმზე დამღუპველ გავლენას ახდენს. რამდენიმე საათი უნდა გეძინოთ, რომ კარგად გამოიძინოთ და ჯანმრთელი იყოთ?

© Depositphotos

„ვივიენი“ გიამბობთ, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ასაკი ძილის ხანგრძლივობასა და კიდევ რამდენიმე ფაქტზე, რომლებიც გაგაოცებთ.

რამდენი საათი უნდა გეძინოთ

ამ კითხვას როგორ უპასუხებდით? ალბათ, იტყვით, რომ 8 საათი ან უფრო დიდხანს ძილი საჭიროა. ეს პრაქტიკულად სწორია, მაგრამ არა ყველასთვის. როგორც აღმოჩნდა, ძილის ხანგრძლივობა ასაკობრივ ფაქტორზეა დამოკიდებული. გამოდის, რომ სხვადასხვა ასაკში ეს ციფრი განსხვავდება.

© Depositphotos

ჩარლზ კსეისლერმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის მიზანიც თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის ძილის საჭირო დროის გამოვლენა იყო. მან ასეთი შედეგები მიიღო.

  • ახალდაბადებულებს (0 – 3 თვე) 14-17 საათი ძილი სჭირდებათ.
  • ჩვილებს (4 – 11 თვე) – 12-15 საათი.
  • ბავშვებს (1 – 5 წელი) – 11-14 საათი.
  • სკოლამდელი ასაკის და პატარა კლასის მოსწავლეებს (6 – 13 წელი) – 9-11 საათი.
  • მოზარდებს (14 – 17 წელი) – 8-10 საათი.
  • ახალგაზრდებს (18 – 25 წელი) – 7-9 საათი.
  • ზრდასრულებს (26 – 61 წელი) – 7-9 საათი.
  • ხანდაზმულებს (65 წელზე მეტი) – 7-8 საათი.
© Depositphotos

როგორც ფეხსაცმლის ზომის შემთხვევაშიც, აქაც ყველასთვის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური გრაფიკი შეადგინოთ და პირადი ექსპერიმენტი ჩაატაროთ. ძილი საინტერესო თემაა და შორს ვართ სრული გაგებისგან, თუ სწორად როგორ გვეძინოს, რამდენი საათი უნდა გვეძინოს და ეს როგორ გავლენას ახდენს ორგანიზმს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები კვლევებს მუდმივად ატარებენ და ძილს იკვლევენ.

© Depositphotos

შეიძლება ითქვას, რომ უძილობა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამღუპველ გავლენას ახდენს. ის გავლენას ახდენს კოგნიტურ ფუნქციებზე: რეაქცია ნელდება, ყურადღების კონცენტრაცია მცირდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უძილობა ქრონიკულ ხასიათს იღებს. ერთი საინტერესო განსაკუთრებულობა არსებობს: ადამიანი, რომელსაც მხოლოდ 4 საათი ეძინა, შეიძლება ისეთივე კონცენტრირებული იყოს, როგორც ადამიანი, რომელსაც 7 საათი ეძინა.

© Depositphotos

პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. თითოეული ადამიანი რაიმე ამოცანის შესრულების დროს, იმის მიუხედავად გამოიძინა თუ არა, ფოკუსირებას დროდადრო კარგავს. აი, სად მდებარეობს ხაფანგი. თუ ადამიანმა გამოიძინა, ის კონცენტრაციას სწრაფად დაიბრუნებს და ამოცანის შესრულებას შეუდგება. აი, ადამიანის ტვინისთვის, რომელსაც მხოლოდ 4 საათი ეძინა, ეს ამოცანა მარტივი არ იქნება.

© Depositphotos

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, კლიფორდ საპერი ამბობს: „გამოუძინებელი ადამიანის ტვინი ნორმალურად მუშაობს, მაგრამ დროდადრო წყობილებიდან გამოდის, როგორც ელექტრონული მოწყობილობის დამტენი.“ ასეთი გათიშვის დროს ტვინში აქტიურდება ის ზონა, რომელიც შიშზე არის პასუხისმგებელი. ამ დროს ის მუშაობას იწყებს ისე, თითქოს ადამიანს საფრთხე ემუქრება. ეს კუნთების დაძაბულობით, ხელისგულების სისველით და არასტაბილური ემოციური მდგომარეობით ვლინდება.

ყველაზე მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა შეიძლება მწარმოებლობის შემცირება ვერ შეამჩნიოს და უსაფრთხოების მცდარი გრძნობა გაუჩნდეს. ამან კი სერიოზული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, საჭესთან არ უნდა დაჯდეთ, თუ კარგად გამოძინებული არ ხართ.

© Depositphotos

ამ პრობლემაზე სხვა ხედვაც არსებობს. მაგალითად, ფსიქიატრიის პროფესორი დანიელ კრიპკე, რომელმაც ძილის პრობლემებს თავისი კვლევები მიუძღვნა, ამბობს, რომ ჭარბი ძილი ორგანიზმს ასევე ზიანს აყენებს. „ადამიანები, რომელთაც დღეში 6,5-7,5 საათით სძინავთ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ. ისინი უფრო პროდუქტიულები და ბედნიერები არიან. ჭარბი ძილი კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო იიყოს. 8,5 საათიანი ძილის შემდეგ შეიძლება თავი უფრო ცუდად იგრძნოთ, ვიდრე 5 საათიანი ძილის შემდეგ“ – ირწმუნება კრიპკე.

რედაქციის რჩევა

როგორ უნდა მოიქცეთ? გავიმეორებ, აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. ერთადერთი უნივერსალური რჩევა – უნდა გამოიძინოთ! ყველა მეცნიერის კვლევა ამტკიცებს, რომ ზრდასრულ ადამიანს დღეში 7-9 საათი მაინც უნდა ეძინოს. თუ უფრო ნაკლებს დაიძინებთ, ორგანიზმი პროტესტს გამოხატავს.

თუ შესაძლებლობა გაქვთ და აუცილებელია, შეგიძლიათ დღის განმავლობაში დაიძინოთ. ზოგიერთ კვლევა ირწმუნება, რომ შუადღეს 20 წუთი ძილი ეფექტურობას აუმჯობესებს და გამხნევებას ხელს უწყობს. მთავარია, ის რჩევები იპოვოთ, რომლებიც თქვენ გაგამხნევებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს