როგორ მოვამზადოთ ხილის ტორტები ცხობის გარეშე

23341

როცა გემრიელი დესერტით სტუმრების გაოცება გსურთ, თუმცა ღუმელთან საქმის დაჭერა გეზარებათ, ან იგი უბრალოდ არ გაქვთ, დაგეხმარებათ ტორტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება! მისი მომზადება დაუსრულებლად შეიძლება, ხილისა და კენკრის შიგთავსის შეცვლით. ყოველ ჯერზე დესერტი გემოს ახალი ნოტებით გაგაკვირვებთ.

ჟელესებრი ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ პატარა ბისკვიტი ან ცოტაოდენი რბილი ორცხობილა, თუმცა, ჩვენი რედაქცია ბისკვიტის არჩევას გირჩევთ. ამ შემთხვევაში, დესერტი უფრო ნაზი და ჰაეროვანი გამოვა.

ხილის ტორტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • 500 გ არაჟანი
  • 300 გ ხილი ან კენკრა (ან ორივე)
  • 200 გ ბისკვიტი ან ორცხობილა
  • 200 გ შაქარი
  • 30 გ ჟელატინი

მომზადება

1. პატარა ჭურჭელში ჟელატინს დაასხით ნახევარი ჭიქა ცივი წყალი და დააყენეთ 30 წუთით.

2. როცა ჟელატინი ამოსივდება, დადგით წყლის აბაზანაზე, ურიეთ მანამ, სანამ პატარა კენჭები სრულად არ დადნება.

3. ღრმა თასში ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი (შაქრის კრისტალების სრულად გახსნამდე). არ შეწყვიტოთ მორევა, დაუმატეთ ჟელატინი წვრილი ნაკადით.

4. ღრმა თასის ფსკერს დააფინეთ საკვები ცელოფანი. გააცალეთ ხილს კანი და კურკები და დააქუცმაცეთ. ბისკვიტიც დაჭერით (ან ორცხობილები დააქუცმაცეთ).

5. ღრმა თასში შეურიეთ ხილი და ბისკვიტის ნაჭრები. შემდეგ ამ ყველაფერს დაასხით არაჟნის კრემი და დაახურეთ საკვები ცელოფანი. მოათავსეთ დესერტი მაცივარში 2-3 საათით.

6. ამ დროის შემდეგ, გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან და გადააბრუნეთ ჭურჭელი ლამაზ თეფშზე. ბოლო შტრიხი – გააცალეთ ცელოფანი.

მოგიმზადებიათ მსგავსი დესერტი? იქნებ საყვარელი რეცეპტიც გაქვთ? აუცილებლად გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს