როგორ მოვამზადოთ იხვი მარინადში

1867

მოახლოებულ დღესასწაულზე მთელი იხვის მომზადებას ყველა დიასახლისი ვერ გადაწყვეტს, რადგან შეცდომით ფიქრობენ, რომ იხვი უხეში, სპეციფიკური სუნის გამოვა და გაფუჭებული ინგრედიენტების მთა სანაგვე ყუთისკენ გაეშურება. ჩვენი რეცეპტით მომზადებული იხვი სულ სხვა საქმეა: დამწყებიც კი უხეშ ხორცს რბილ, წვნიან და არომატულ ხორცად გადააქცევს.

© Depositphotos

სადღესასწაულო ფრინველის წარმატებული რეცეპტი ნებისმიერ დიასახლისს უნდა ჰქონდეს. „ვივიენი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ რბილი და წვნიანი იხვი და სტუმრები ნამდვილი კულინარიული ოსტატობით როგორ გააოცოთ. სწორი მარინადი და წარმატებული სოუსი დაგეხმარებათ, რომ შეპიწკინებულ ფრინველს სადღესასწაულო ელფერი მიანიჭოთ.

როგორ მოვამზადოთ წვნიანი იხვი

ინგრედიენტები:

  • გამოშიგნული იხვი
  • 4-5 მჟავე ვაშლი
  • 115 გრ ახალ დაწურული ფორთოხლის წვენი
  • 100 გრ სოიოს სოუსი
  • 30 გრ გახეხილი კოჭა
  • 2 ს/კ თაფლი მარინადისთვის
  • 1 ს/კ ფორთოხლის ცედრა
  • 2 ჩ/კ ხმელი ნიორი
  • ½ ჩ/კ შავი წიწაკა
  • 1 ს/კ თაფლი შიგთავსისთვის
  • ¼ ჩ/კ დარიჩინი
  • ფორთოხალი გასაფორმებლად

სოუსის ინგრედიენტები:

  • 10-12 ს/კ ხახვის წვენი და ცხიმი
  • 170 გრ ახალ დაწურული ფორთოხლის წვენი
  • 1 ფორთოხლის რბილობი
  • 1-2 ჩ/კ სახამებელი
  • 1-2 ს/კ თაფლი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 50 მლ წყალი
  • 1 მწიკვი დარიჩინი

მომზადება:

1. იხვი გამოშიგნეთ, კარგად გარეცხეთ, ბუმბული და კუდზე მოთავსებული ცხიმოვანი ჯირკვლები მოაშორეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომზადების შემდეგაც უსიამოვნო სუნი ექნება.

2. ცალკე თასში სოიოს სოუსი, ფორთოხლის წვენი, კოჭა, ფორთოხლის ცედრა და თაფლი დაუმატეთ. მარინადი აურიეთ, სანამ თაფლი ბოლომდე არ გაიხსნება.

3. მზა მარინადი იხვს დაასხით, ჭურჭელს საკვები ცელოფანი დააფარეთ და 24 საათით მაცივარში გააჩერეთ. გაითვალისწინეთ, რომ დრო და დრო აუცილებლად უნდა გადააბრუნოთ, რომ თანაბრად დამარინადდეს.

4. ერთ ვაშლს შუაგული მოაშორეთ, რგოლებად დაჭერით და ფოლგა გადაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. ნიორი და დაფქული შავი წიწაკა აურიეთ და მარინადიდან ამოღებული ფრინველს კარგად წაუსვით.

5. დარჩენილი ვაშლი 4 ნაწილად გაჭერით, დარიჩინი მოაყარეთ, 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. იხვის შიგნით არომატული ვაშლი ჩადეთ და ხვრელი ბამბუკის ჩხირებით ან კბილის ჩხირებით დახურეთ, ზემოდან ფოლგით შეფუთეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1,5 საათით აცხვეთ.

6. იხვი ღუმელიდან გამოიღეთ, ფოლგა მოხსენით, ხოლო მომზადების დროს მიღებული წვენი და ცხიმი ფრთხილად ცალკე თასში შეაგროვეთ (10-12 ს/კ გეყოფათ). იხვი კვლავ ფოლგაში გაახვიეთ და კიდევ 30 წუთით აცხვეთ.

7. სანამ ფრინველი ცხვება, სოუსი მოამზადეთ: ფრინველის ცხიმი, ფორთოხლის და ლიმონის წვენი, დარიჩინი, თაფლი კარგად აურიეთ და ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. სახამებელი წყალს აურიეთ და სოუსს დაუმატეთ. აურიეთ და სითხე ადუღებამდე მიიყვანეთ. თუ სოუსი ძალიან თხელი გამოვიდა, კიდევ რამდენიმე წყალში გაზავებული სახამებელი დაუმატეთ.

8. მდუღარე სოუსს ფორთოხლის რბილობი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ გაზიდან გადმოდგით. სოუსი მოტკბო-მომჟავო გამოვა, თუ სიტკბო არ გყოფნით თაფლი ან შაქარი დაუმატეთ, ხოლო თუ სიმჟავე არ გყოფნით, ლიმონის წვენი დაუმატეთ.

9. იხვი ღუმელიდან გამოიღეთ, ფოლგა მოხსენით, ფრინველს ცხიმი და წვენი დაასხით. ფრთები, ფეხები და კუდი ფოლგაში გაახვიეთ, რომ არ დაიწვას. კიდევ 20 წუთით შეპიწკინებამდე აცხვეთ.

10. კბილის ჩხირით იხვის მზაობა შეამოწმეთ: თუ ღია ფერის წვენი გამოდის, მაშინ ფრინველი მზადაა. იხვს ფოლგა დააფარეთ და 15 წუთით „დაასვენეთ“.

11. მზა იხვი თეფშზე დააწყვეთ, ფორთოხლით მორთეთ და საფირმო სოუსთან ერთად სუფრაზე სწრაფად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

წვნიანი იხვის გამოცხობა დამწყებ მზარეულსაც კი შეუძლია. ხორცი ნაზი და რბილი რომ გამოვიდეს, ხოლო არომატმა ჭკუიდან გადაგიყვანოთ, ჩვენი გამოცდილი რეცეპტი თამამად გამოიყენეთ და არ ინერვიულოთ, რომ ცდა წყალში უშედეგოდ გადაგეყრებათ – პირველივე ჯერზე შეუდარებელ იხვის ხორცს მიიღებთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს