თუ მაღაზიის პური მოგბეზრდათ, გამოაცხვეთ იგი შინ, 30 წუთში

7197

მხოლოდ შინ მომზადებულ ბატონ პურს თუ ექნება ასეთი სასიამოვნო სუნი და ხრაშუნი… მართალია, მაღაზიაშიც შეიძლება მრავალფეროვანი პურფუნთუშეულის შეძენა, თუმცა მათ მთავარი კომპინენტი – სიყვარული აკლია.

არადა, სწორედ ამ კომპონენტის წყალობითაა შინ გამომცხვარი პური ასე დაუჯერებლად გემრიელი. ამ რეცეპტით მომზადებული ბატონი არომატული, გემრიელი, ნაზი რბილობისა და მადისაღმძვრელი ქერქის მქონე გამოდის.

იგი ბავშვობას გაგახსენებთ. იდეალურია როგორც ძირითად კერძებთან მისატანებლად, ისე ბუტერბროდებისთვისაც. მაშ ასე, დროა ბატონი პური მოვამზადოთ.

შინ გამომცხვარი პური

ინგრედიენტები

  • 250 გ ფქვილი
  • 6 გ მშრალი საფუარი
  • 4 გ მარილი
  • 30 გ კარაქი ან მარგარინი
  • 100 მლ რძე
  • 50 მლ წყალი

წასასმელად

  • 1 კვერცხის გული
  • 5 გ რძე

მომზადება

1. შეურიეთ თასში ყველა მშრალი ინგრედიენტი, დაუმატეთ მარგარინი, რძე და წყალი.

2. მოზილეთ ცომმი. მზა ცომი ჩადეთ ზეთწასმულ თასში, დაახურეთ საკვები ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.

3. 30 წუთში აიღეთ და ჩაზილეთ ცომი. ისევ დაახურეთ ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 1 საათით.

4. ამოსიებული ცომით დაიწყეთ ბატონის ფორმირება. სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი, დადეთ ცომი და გააბრტყელეთ დაახლოებით 0.5 სმ ფირფიტად.

5. დაიწყეთ ცომის დამრგვალება რულეტად. მჭიდროდ ნუ დაახვევთ, თუმცა იმდენად უნდა შეკრათ, რომ მზა ბატონში სიცარიელე არ იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ყოველი დახვევის შემდეგ, ცომი რულეტის კიდეებს მჭიდროდ მიაწებოთ.

6. სულ ბოლოს, კარგად შეაწებეთ რულეტის კიდეები. ასე მომზადებული ბატონი დაალაგეთ ფორმაზე, რომელსაც წინასწარ საცხობი ქაღალდი უნდა დააფინოთ. დაახურეთ სუფთა ტილო და გააჩერეთ კიდევ 30 წუთით.

7. ბასრი დანით, ბატონის ზედაპირზე გააკეთეთ დამახასიათებელი ჭრილები დიაგონალურად. წაუსვით ზედაპირს კვერცხის გული, შერეული რძესთან.

8. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 200 გრადუსზე. შედგით პური და აცხვეთ 30 წუთით.

9. მზა ბატონი გააგრილეთ ბადეზე. გემრიელად მიირთვით!

ჩვენი მკითხველები კულინარიის ექსპერტები არიან, ამიტომ გთხოვთ, კომენტარებში გაგვიზიაროთ თქვენი საშინაო პურის რეცეპტებიც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს