თქვენ შეამჩნიეთ, როდის მოხდა ქათმის ხორცზე მასობრივი გადასვლა? რაღაც უცებ ამ ხორცის კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტი და შედეგად ორიგინალური რეცეპტები გამოჩნდა. ახლა ყველაფრისთვის ქათმის ხორცს იყენებენ. არ ვიცი, ამ პროდუქტის შემწვარი და ფრანგულად მომზადების ათობით მეთოდის გახსენება ღირს თუ არა?
ჩვენც ვერ შევამჩნიეთ, ამ პროდუქტით გატაცებული ისე აღმოვჩნდით. თუ სახლში მაცივრის საყინულეს შევამოწმებთ, ღორის ან ძროხის ხორცის ნაჭერი სადღაც კუთხეში მივიწყებულია, ქათმის ფრთები, ფილე და ბარკლები კი მთელ სივრცეს იკავებენ. ზოგჯერ, რამდენი კეტჩუპი ან მაიონეზი არ უნდა დაასხათ ხორცი მაინც მშრალი გამოდის. სწორედ ამიტომ, დღეს „ვივიენი“ თქვენი საყვარელი პროდუქტისთვის 6 საუკეთესო მარინადს გთავაზობთ.
ლუდის მარინადი
ამჯერად, არა ლუდთან ერთად, არამედ ლუდში. ასე დამარინადებული ქათამი გაგისინჯავთ? ინგრედიენტების ნაკრები ნამდვილად მდიდრულია. თითოეულ მათგანს თავისი, ძალიან განსაკუთრებული როლი აქვს. შედეგი კი უბრალოდ შეუდარებელია.
ინგრედიენტები:
- 200 მლ სოიოს სოუსი
- 150 გრ თაფლი
- 200 მლ ლუდი
- 2 კბილი ნიორი
- 1 პარკი წითელი წიწაკა
- 1 კონა როზმარინი
მომზადება:
ნიორი ნივრის საჭყლეტში გაატარეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ქათამს ლუდის ნარევი დაასხით. ხორცი მაცივარში მთელი ღამე გააჩერეთ.
ყველა ინგრედიენტის გამოცნობას ვერც ერთი სტუმარი ვერ შეძლებს, მაგრამ დანამატს ნამდვილად მოითხოვს. ასეთი ნაზი ქათამი ყველა დიასახლისს არ გამოსდის.
სუნელებით
რთულია საუკეთესო ვარიანტი იპოვოთ, თუ სუნელებიანი ქათამი გიყვართ. მარინადის მომზადება ძალიან მარტივია. მხოლოდ 5 ინგრედიენტია საჭირო. თუ ცხარე ხორცი გიყვართ, წითელ წიწაკაზე ეკონომია არ გასწიოთ.
ინგრედიენტები:
- 1 ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 30 მლ ლიმონის წვენი
- მარილი, დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
ნიორი და ხახვი დაჭერით. ბოსტნეულს სანელებლები მოაყარეთ. კარგად აურიეთ. ლიმონის წვენი დაუმატეთ. ქათმის ფილე ამ ნარევში ამოავლეთ. 6 საათით გააჩერეთ.
იდეალურ შემთხვევაში მთელი ღამე გააჩერეთ. მომზადებაზე მხოლოდ 10-15 წუთი დაგჭირდებათ, სამაგიეროდ ხორცი იმდენად ნაზი და სუნელებით სავსე იქნება, რომ ჯერ კიდევ მაგიდასთან დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ ქათმის მომზადების საბაბი კიდევ როდის გექნებათ.
ღვინის
მარინადის კუთხით ხორცით და ღვინით ექსპერიმენტები უნდა გასწიოთ. მაგალითად, ღვინის მარინადი წარმოუდგენლად გემრიელია. სჯობს ამაში თავად დარწმუნდეთ.
ინგრედიენტები:
- 400 მლ მშრალი, წითელი ღვინო
- 8 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 კონა როზმარინი
- მარილი, წიწაკა, ბექგონდარა გემოვნებით
მომზადება:
რთული არაფერია. ყველაფერი აურიეთ და მარინადი ხორცს დაასხით. ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ ხორცი დამარინადდეს. შემდეგ შეგიძლიათ ღუმელში ჩვეული მეთოდით გამოაცხოთ.
ხორცისთვის გარნირი და სოუსი კარგად შეარჩიეთ და სრულყოფილი ვახშამი მზადაა. ქათმის ხორცი არა მხოლოდ ოჯახურ ვახშმობას, არამედ ნებისმიერ დღესასწაულს დაამშვენებს.
ცხარე
ვახშამზე ცხარე ხორცზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი გაქვთ, მაგრამ ნაცნობების 80% ჩემს მოსაზრებას მხარს დაუჭერს. მენდეთ, ქათმის ხორცი ცხარე მარინადში მოამზადეთ და დარწმუნდით – მასზე უარს არავინ იტყვის.
ინგრედიენტები:
- 2 ხახვი
- 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
- მარილი, ჩილეს წიწაკა, პაპრიკა გემოვნებით
- 2 დაფქული დაფნის ფოთოლი
მომზადება:
ხახვი დააქუცმაცეთ. დანარჩენ ინგრედიენტებს აურიეთ. ხორცი მარინადში ამოავლეთ და 6 საათით გააჩერეთ.
მოემზადეთ – ძალიან ცხარე კერძია. უფრო რბილი, მაგრამ მჟავე სოუსი შეარჩიეთ. ასე ხორცი იდეალური იქნება. რაც შეეხება გარნირს, თქვენ გადაწყვიტეთ, გჭირდებათ თუ არა. შეგიძლიათ მსუბუქი სალათი გააკეთოთ.
იტალიური
მზიან ევროპულ ქვეყანაში ამ რეცეპტს ყველა იყენებს. არანაირი მაიონეზი, არამედ ზეითუნის ზეთი, კამის და ოხრახუშის ნაცვლად – იტალიური ბალახები. ციტრუსს გვერდს ვერ აუვლით.
ინგრედიენტები:
- 25 მლ ლიმონის წვენი
- 5 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
- მარილი, წიწაკა, ხმელი იტალიური ბალახი გემოვნებით
მომზადება:
ფილე ნაჭრებად დაჭერით. ყველა სანელებელი დაუმატეთ. შემდეგ ზეითუნის ზეთი, ასევე ლიმონის წვენი დაასხით. ყველაფერი კარგად აურიეთ. ასე ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ კი მოამზადეთ.
იტალიური ბალახების და ზეითუნის ზეთის დამატება ამ მარინადის მთავარი საიდუმლო იარაღია. იტალიაში იმოგზაურეთ და თქვენი ოჯახის წევრებიც დაპატიჟეთ.
გრეიფრუტის მარინადი
ძალიან ორიგინალური რეცეპტი. ასეთი ქათამი წვეულების დროს იდეალური იქნება. კულინარიული ოსტატობით ოჯახის წევრები რომ გააოცოთ, რამდენიმე ინგრედიენტი უნდა აურიოთ.
ინგრედიენტები:
- 1 გრეიფრუტი
- 1 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს/კ თაფლი
- 2 ს/კ ღვინის ძმარი
- 200 მლ წყალი
მომზადება:
ნიორი და ხახვი დააქუცმაცეთ. გრეიფრუტის წვენს და სხვა ინგრედიენტებს აურიეთ. ნარევი ქათამს დაასხით და 4 საათით გააჩერეთ.
ექსპერიმენტები არ ღირს, თუ გრეიფრუტი თქვენი საყვარელი ხილის სიაში არ შედის. ალტერნატიული ვარიანტის სახით შეგიძლიათ ახალ დაწურული ფორთოხლის წვენი გამოიყენოთ. თუმცა ეს უკვე სხვა მარინადი იქნება.
ხშირად მესმის, რომ უამრავი ვარიანტის მიუხედავად თანამედროვე დიასახლისები ხორცს მაინც მაიონეზში აწყობს. პირველ რიგში, ეს არც თუ ისე გემრიელია. მეორეც, სასარგებლო ნამდვილად არაა. დრო მოვიდა, ძველ ჩვევებზე უარი თქვათ და გემრიელი და ჯანსაღი კვების მხარეს გადახვიდეთ.