ზამთარში მურაბებით პირის ჩატკბარუნება კარგი ტრადიციაა, მაგრამ ჭკვიანმა დიასახლისებმა ჯემების მხოლოდ ზაფხულობით მომზადება უკვე დიდი ხანია შეწყვიტეს. ზოგიერთი ხილი და კენკრა მხოლოდ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გვხვდება და მათი საზაფხულოდ მოუმზადებლობა ცოდვაა. ასე ზაფხულში ერთი ქილა ეგზოტიკური ტკბილეულის დაგემოვნებას შეძლებთ. ხურმის მურაბის მომზადებას მხოლოდ წლის ცივ სეზონზე შეძლებთ. ძალიან მაგარი, რბილი და გადამწიფებული ხურმაც კი გამოგადგებათ.
დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ გემრიელი ხურმის მურაბა ცივ ზამთარში ცხელი ზაფხულისთვის. ასეთი ტკბილეული მთელი წელი ხელთ უნდა გქონდეთ.
ხურმის მურაბა
ხურმა სასარგებლო და გემრიელი კენკრაა. თუ სწორ ნაყოფს შეარჩევთ, არა მხოლოდ შესანიშნავი გემოთი დატკბებით, არამედ ვიტამინების და მიკროელემენტების საჭირო დოზას მიიღებთ, იმუნიტეტს გააძლიერებთ, განწყობას აიმაღლებთ, მხედველობას და გულის კუნთების მუშაობას გააუმჯობესებთ და დაბერებას შეაფერხებთ. 100 გრ ხურმა მხოლოდ 70 კალორიას შეიცავს, თუმცა ერთი ნაყოფის შეჭმით თავს უკვე დანაყრებულად და დაკმაყოფილებულად იგრძნობთ.
ზამთრის ნაყოფიდან ზაფხულში დიდი სარგებელი რომ მიიღოთ, გირჩევთ ჩვენი რეცეპტით სასარგებლო მურაბა მოამზადოთ. 1 საათის შემდეგ თქვენს მაცივარში მზიანი ქილები თავს მოიწობენენ, რომელთა დროზე ადრე შეუჭმელობა ცოდვაა!
ინგრედიენტები:
- 800 გრ ხურმა
- 500 გრ შაქარი
- 1 ლიმონი
მომზადება:
1. ხურმა გარეცხეთ და ღერო მოაჭერით. მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. თუ კურკები აქვს, მოაშორეთ.
2. რბილობს შაქარი მოაყარეთ და 4-5 საათით გააჩერეთ, რომ ხურმამ წვენი გამოიღოს – მასში მურაბას მოხარშავთ.
3. ხურმა სუსტ ცეცხლზე დადგით და 40-50 წუთი სრულ დარბილებამდე ხარშეთ. პერიოდულად აურიეთ.
4. ლიმონს ცედრა მოაშორეთ და დააბლენდერეთ. მიღებული ფაფა ხურმის ნაყოფს დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ.
5. მურაბა ერთგვაროვანი, თითქმის კრემის მსგავსი უნდა გამოვიდეს. ახლა ისღა დაგრჩენიათ, რომ მინის ქილებში გადაანაწილოთ და ეცადოთ, რომ დროზე ადრე არ შეჭამოთ.
მურაბას წარმოუდგენელი ნოტები რომ შემატოთ, არა მხოლოდ ლიმონი, არამედ კაკალი, დარიჩინი, კოჭა ან ნებისმიერი სხვა ზამთრის ხილი (მაგალითად, კომში) გამოიყენეთ. ხურმის მურაბა ლიმონით იშვიათი, მაგრამ გემრიელი ტკბილეულია! მის მომზადებას მხოლოდ ნაყოფის მომწიფების დროს შეძლებთ, ასე რომ გემრიელი და სასარგებლო დესერტის მომზადების დრო ხელიდან არ გაუშვათ. ზაფხულში ხურმას ვერ იპოვით, სამაგიეროდ ხურმის მურაბით მეგობრების გამასპინძლებას ამაყად შეძლებთ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.