სამზარეულო – არამხოლოდ ყველაზე გემრიელი კულინარიული შედევრების დაბადების ადგილი, არამედ ოთახია, რომელიც მრავალ საფრთხეს მოიცავს. ზოგიერთი მათგანის განსაზღვრა მარტივია: წვეტიანი, კუთხიანი, მძიმე. ჩვენ მათ ვარიდებთ ბავშვებს, ვანაწილებთ უჯრებსა და კარადებში გამოყენების შემდეგ, ვცდილობთ, რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. თუმცა, არსებობს გარეგნულად სავსებით უწყინარი, ხოლო არსით – საფრთხისმომცველი ნივთებიც.
ერთნი ბაქტერიების ნამდვილი ბუდეა, ხოლო მეორენი – მძიმე დაავადებების გამომწვევი, სხვებს კი საერთოდ თქვენი ან თქვენი ახლობლების ტრავმირება შეუძლია. ახლა, ალბათ, ბევრს ერთადერთ გამოსავლად სამზარეულოსგან თავის შორს დაჭერა მიაჩნია. ჩვენი რედაქცია კი თვლის, რომ თუ ამ საშიში ნივთების შესახებ იცით, ესე იგი, თავსაც დაიცავთ საკვების მომზადების დროს.
11 ყველაზე საშიში ნივთი სამზარეულოში
1. საჭრელი დაფა
საჭრელი დაფები, წესის მიხედვით, რამდენიმე ცალი უნდა გქონდეთ – პროდუქტის თითოეული სახეობისთვის თითო ცალი. იფიქრებთ, რატომ უნდა იყოს ასეთი რამ საჭირო, რადგან საჭრელი დაფა ირეცხება, მაგრამ, მაგალიტად, უმი ხორცი ისეთ ბაქტერიებს შეიცავს, რომლებიც აღწევს წვრილ ნაპრალებში და ყველა სხვა პროდუქტზეც გადადის.
2. ნარჩენების უტილიზატორი
მას სამზარეულოს ნიჟარის სადრენაჟო ხვრელში ამონტაჟებენ იმისათვის, რომ მილებში არ გაიჭედოს საკვების მსხვილი ნაწილაკები. მაშინაც კი, თუ იქ რაღაც შემთხვევით ჩაგივარდათ, ნურც კი ეცდებით თითებით ამოღებას. ეს უსაფრთხო არაა. ეს მოწყობილობა ამ სიაში ტყუილად კი არ მოხვედრია.
3. ხორცსაკეპი მანქანა
დიახ, საუბარი იმ ხორცსაკეპზეა, რომელიც ჩვენი ბებიისგან შემოგვრჩა. თანაც, მექანიკური უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე ელექტრო. ყურადღება მიაქციეთ თითებს, თორემ მისგანაც ფარშს მიიღებთ.
4. ტეფლონის ტაფა
გათბობისას, ტეფლონის საფარის მქონე ჭურჭელი ტოქსიკურ ორთქლს გამოყოფს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ტაფის გამოყენება მოსახერხებელია, თუმცა, უმჯობესია, უპირატესობა ძველმოდურ ჭურჭელს მიანიჭოთ, ვიდრე ორგანიზმი მოიწამლოთ.
5. გაზქურა
ამ წესს მშობლები ბავშვობიდან გვასწავლიდნენ: სახლიდან გასვლისას აუცილებლად შეამოწმეთ, გამორთულია თუ არა ქურა. გაზრდისას, მას ბევრი აღარ იცავს, არადა საჭიროა. სწორედ ეს დაგეხმარებათ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების დაცვაში.
6. აეროზოლი
აბსოლუტურად ყველა მსგავსი საქონელი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს. ისინი სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს. უარი თქვით აეროზოლებზე – უბრალოდ დროულად გაიტანეთ ნაგავი და დაალაგეთ სახლი რეგულარულად.
7. სამზარეულოს პირსახოცები
არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ სამზარეულოს ხელსახოცები ყველაზე ბინძური ნივთია ამ ოთახში. მათ მუდმივად ვიყენებთ სამზარეულოში ფუსფუსისას. ბაქტერიებისთვის ეს ყველაზე მარტივი გზაა ჩვენს საკვებში მოსახვედრად. ჩვენი რჩევაა, გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცები, რომლებსაც გამოყენებისთანავე მოისვრით ნაგავში.
8. ღრუბელი
ბაქტერიების კიდევ ერთი ბუდე. მაშინაც კი, თუ თვითონ ღრუბელს საგულდაგულოდ რეცხავთ ყოველი გამოყენების შემდეგ, ფორებიან სტრუქტურას მთლიანად ვერ გაწმენდთ. იგი უფრო ნაკლებად საშიში რომ გახდეს, ჩაალბეთ ღრუბელი ჩვეულებრივ წყალში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში რამდენიმე წუთით. თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანას იყენებთ, მოათავსეთ ღრუბელი მასში და აირჩიეთ ყველაზე ხანგრძლივი ციკლი.
9. დანა
მათი საშიშროება ეჭვს არ იწვევს. ბასრი დანები, მომზადების დროს, ერთგვარი წინაპირობაა იდეალურად დაჭრილი ხორცისა და ბოსტნეულისთვის. თუმცა, თუ დანა ზედმეტად ბასრია, და შემთხვევით დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ, შეიძლება თავი ან გვერდით მყოფი ადამიანი დააზიანოთ. ყურადღებით და ფრთხილად იყავით.
10. ნიჟარა
ერთ-ერთი ყველაზე ბინძური წერტილი სამზარეულოში. საკვების ნარჩენები მის კედლებზე – საშიში ბაქტერიების ბუდე და თქვენი ჯანმრთელობისთვის პირდაპირი საფრთხეა. როგორც კი ჭურჭელს გარეცხავთ, არ დაგავიწყდეთ ნიჟრის გარეცხვაც, ამის შემდეგ კი – გაშრობა.
11. პლასტმასის კონტეინერები
რეალურად, პლასტმასი არც ისე მოქნილი მასალაა. საკვები კონტეინერების დამზადების დროს გამოიყენება სპეციალური ქიმიური კომპონენტები, რომელთა აკვებად მოხმარება ნამდვილად არ გენდომებოდათ.
იმედია, ეს ნაკრები დაგეხმარებათ კულინარიული უნარების გაუმჯობესებაში. მოამზადეთ გემრიელად და უსაფრთხოდ, ცვალეთ ღრუბლები უფრო ხშირად და ქსოვილის ხელსახოცებს ქაღალდისა არჩიეთ. გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში.