მრავალფეროვანი სალათები ახალი წლის მენიუს განუყოფელი ნაწილია. ყველა დიასახლისს აქვს თავისი გამორჩეული კერძი: ვიღაც კლასიკას არ ივიწყებს და მხოლოდ ოლივიეს ამზადებს, ხოლო სხვა ქათმის ან კომბოსტოს სალათს აკეთებს. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს სალათი, იგი თქვენი სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი სამკაული უნდა გახდეს.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ამ ახალი წლის სუფრის გამრავალფეროვნებას და ორი ძალიან გემრიელი სალათის მომზადებას. ერთს უსათუოდ მანდილოსნები შეაფასებენ, მისი სიმსუბუქისა და სინაზის გამო, ხოლო მეორეს წინაშე ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს ცდუნებას. შეინახეთ რეცეპტები.
ახალი წლის სალათები
ამ გამორჩეულ სალათს უკვე არაერთი წელია ვამზადებ. ერთხელ გავსინჯე და ახლა შემცვლელს ვეღარ ვპოულობ. აბსოლუტურად ახალი, მსუბუქი, გასაოცარი სალათი ყველა სტუმარს მოსწონს. თუმცა, გაფრთხილებთ: მოამზადეთ ერთბაშად 3 ულუფა, თორემ ძალიან სწრაფად გათავდება.
საახალწლო ქათმის სალათი
ინგრედიენტები
- 300 გ მოხარშული ქათმის ფილე
- 2 წითელი ხახვი
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 1 ყვითელი ბულგარული წიწაკა
- 1/2 თავი პეკინური კომბოსტო
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 2 ს.კ. არაჟანი
- 1 ს.კ. მდოგვი
- 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი
- 2 კბილი ნიორი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. დაჭერით ქათამი პატარა კუბებად ან გაწეწეთ. მოათავსეთ ღრმა თასში.
2. დაჭერით წიწაკები წვრილად და დაუმატეთ ქათამს.
3. დაჭერით ხახვი თხელ რკალებად და შეურიეთ მომზადებულ ინგრედიენტებს. თუ წითელი ხახვი არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი.
4. დააქუცმაცეთ პეკინური კომბოსტო და ჩაყარეთ თასში. შემდეგ ფრთხილად მოურიეთ ყველა ინგრედიენტს, შეზავების გარეშე.
5. მოამზადეთ საზავებელი: შეურიეთ არაჟანი, მდოგვი, სოიოს სოუსი და ნიორი ცალკე ჭურჭელში. სალათი მოათავსეთ ბრტყელ თეფშზე ბორცვად, მოასხხით საზავებელი და მოაყარეთ მწვანე ხახვი. გემრიელად მიირთვით!
სანამ ქალბატონები ბუმბულივით მსუბუქი სალათით ტკბებიან, მამაკაცებს მოეწონებათ გაჯერებული და არანაკლებ სადღესასწაულო სალათი “ყინულის დედოფალი”.
სალათი “ყინულის დედოფალი”
ინგრედიენტები
- 200 გ შაშხი
- 250 გ კიბორჩხალის ჩხირები
- 2 მდნარი ყველი
- 1 თავი ხახვი
- 6 კვერცხი
- 1 მოტკბო-მომჟავო ვაშლი
- 100 გ მიწისთხილი
- 350 გ მაიონეზი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მარინადი ხახვისთვის
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 2 ს.კ. წყალი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 2 ს.კ. ძმარი
მომზადება
1. დასაწყისისთვის, უნდა დაამარილოთ ხახვი. წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ღრმა ჭურჭელში. დაუმატეთ შაქარი, წყალი, მარილი და ძმარი, კარგად მოურიეთ და დადგით 15-20 წუთით. ამის შემდეგ, ზედმეტი მარინადი გადაწურეთ.
2. კიბორჩხალის ჩხირები დაჭერით წვრილ კუბებად.
3. ასევე დაჭერით შაშხიც.
4. მოხარშეთ კვერცხი მაგრად და დააცალკევეთ. ცილები დახეხეთ მსხვილად,
5. ხოლო გულები – წვრილად.
6. დაუმატეთ ლორს, კვერცხის გულებსა და ჩხირებს მაიონეზი. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ცალ-ცალკე ჭურჭელში უნდა იყოს, რადგან სალათი ფენებად ლაგდება.
7. შეუდექით სალათის გაფორმებას. აიღებთ საცხობი ფორმის რკალი და დაამაგრეთ თეფშზე. სალათის პირველი ფენაა მდნარი ყველი, დახეხილი მსხვილად. ფორმაზე დადებისას წაუსვით მაიონეზი.
8. მეორე ფენა კვერცხის გულებია.
9. კვერცხის გულზე მესამე ფენად დამარილებული ხახვი მოათავსეთ.
10. შემდეგ დაალაგეთ კიბორჩხალის ჩხირები.
11. შემდეგი ფენაა ვაშლია. გაფცქვენით და დახეხეთ მსხვილად.
12. მეექვსე ფენა შაშხისგან შედგება.
13. ახლა მიწისთხილის დროა. დააქუცმაცეთ იგი ბლენდერით ან ცომის საბრტყელებელით და მოაყარეთ სალათს.
14. დახეხილი ცილები ორ ნაწილად დაყავით. ერთ ნაწილს შეაზილეთ მაიონეზი და წაუსვით სალათის ბოლო ფენად.
15. მეორე ნაწილი კი მზა სალათს ზემოდან მოაყარეთ. თითქმის მზადაა! ისღა დაგრჩენიათ, გასაოცარ სალათს რამდენიმე საათით ჩალბობა აცადოთ. სუფრაზე გატანამდე მოხსენით რკალი და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.
ახლა უკვე იცით, თუ როგორ გააოცოთ ახლობლები და მეგობრები ამ საახალწლო საღამოს, რათა თბილი საახალწლო სუფრა სტუმრებს მომდევნო წლის განმავლობაში ახსოვდეთ.