ჯინ შინ ჯიტსუ – იაპონური განკურნების ხელოვნების უძველესი ფორმაა, რომელიც მხოლოდ თითებზე წერტილების სტიმულირებით ემოციის გაწონასწორებაში გვეხმარება. ამ სწავლებაში დევს შემდეგი პრინციპი: ხელის თითოეული თითო გარკვეულ ორგანოსთან არის დაკავშირებული და მას გარკვეული ემოცია უკავშირდება.
თუ თქვენ რომელიმე ორგანოზე ზემოქმედება გსურთ, მეორე ხელით დაიკავეთ და 3-5 წუთი ასე გაჩერდით. ამ დროის განმავლობაში თქვენ ღრმად უნდა სუნთქავდეთ.
ასევე შეგიძლიათ სხეულის მთლიანი ჰარმონიზაცია ჩაიტაროთ, თუ ყველა თითზე ზეწოლას მოახდენთ.
როგორ არიან შინაგანი ორგანოები და ემოციები ერთმანეთთან დაკავშირებულნი
1. ცერა თითი
ორგანოები: კუჭი და ელენთა
ემოციები: შიში, დეპრესია, ზრუნვა და მღელვარება.
ფიზიკური ნიშნები: მუცლის ტკივილი, კანის პრობლემა, თავის ტკივილი, ნერვიულობა.
2. საჩვენებელი თითი
ორგანოები: თირკმლები და შარდის ბუშტი
ემოციები: იმედგაცრუება, შიში და დაბნეულობა.
ფიზიკური ნიშნები: კუნთების და ზურგის ტკივილი, კბილის ტკივილი, მონელების პრობლემები.
3. შუა თითი
ორგანოები: ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი
ემოციები: გადაუწყვეტლობა, ბრაზი, გაღიზიანება.
ფიზიკური ნიშნები: სისხლის მიმოქცევის პრობლემები, მენსტრუაციული ტკივილი, მხედველობის პრობლემები, დაღლილობა, შაკიკი, წინა თავის ტკივილი.
4. უსახელო თითი
ორგანოები: ფილტვები და მსხვილი ნაწლავი.
ემოციები: უარყოფითი ემოციები, დარდი, ვინმეს მიერ უარყოფის შიში, წუხილი.
ფიზიკური ნიშნები: ყურებში შუილი, სუნთქვის პრობლემები, ასთმა, ღრმა კანის დაავადება, საჭმლის მონელების პრობლემები.
5. ნეკა თითი
ორგანოები: გული და თხელი ნაწლავი
ემოციები: საფრთხე, ნერვიულობა, დაბალი თვითშეფასება.
ფიზიკური ნიშნები: გულის დაავადება, ყელის ტკივილი, მუცლის შებერილობა, ძვლების პრობლემები.
ახლა უკვე ჯინ შინ ჯიტსუს მთავარი პრინციპები და საიდუმლოებები იცით და შეგიძლიათ როგორც სხეულის ორგანოებზე, ასევე ემოციებზე გავლენა მოახდინოთ, საჭირო დროს გააწონასწოროთ.