სახლში გამომცხვარი ფუნთუშა გემრიელი და ნატურალური დელიკატესია, რომელიც ჩაის სმას გაალამაზებს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ წინასწარ მაღაზიაში წახვიდეთ და შეიძინოთ, მაგრამ ძვირადღირებული საცხობის ფუნთუშა საკუთარი ხელით მომზადებულ, არომატულ, ფუმფულა და ჯერ კიდევ თბილ გამომცხვარს შეედრება?
დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, მარტივად როგორ გამოაცხოთ ფუნთუშა საფუარის ცომით და შიგთავსით. ამ რეცეპტს დამწყები მზარეულიც კი გაუმკლავდება, ხოლო შედეგი მთელ ოჯახს და ძვირფას სტუმრებს სასიამოვნოდ გააოცებს.
საფუარიანი ფუნთუშა შიგთავსით
საფუარის ცომს ბევრი უფრთხის, მაგრამ აქ სირთულეს არაფერი წარმოადგენს. ცომი ნაზი და ფუმფულა გამოდის, რის წყალობით ფუნთუშას ჭამა ძალიან სასიამოვნოა. მთავარია, სტუმრებს დაელოდოთ და ყველაფერი მარტომ არ შეჭამოთ.
ინგრედიენტები:
- 3-4 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა რძე
- 50 მლ მცენარეული ზეთი
- 2 კვერცხი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ მარილი
- 10 გრ ხმელი საფუარი
- ცოტა ხაჭო შიგთავსისთვის
მომზადება:
1. შესაფერის ჭურჭელში რძე ჩაასხით, მცენარეული ზეთი, მარილი, შაქარი, 2 კვერცხის ცილა და 1 კვერცხის გული დაუმატეთ. კიდევ ერთი კვერცხის გული გამოცხობამდე ფუნთუშებზე წასასმელად დაიტოვეთ.
2. ფქვილის ნაწილი და საფუარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. ცომი 10 წუთით მოზილეთ, სანამ მკვრივ და ელასტიკურ მასას არ მიიღებთ.
3. ცომისგან გათავისუფლებულ ჭურჭელს ზეთი წაუსვით, აქვე ცომი ჩადეთ, პირსახოცი გადააფარეთ და 60 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ცომი ზუსტად 2-ჯერ ამოვა.
4. ცომი გადაზილეთ, რომ ზედმეტი ჰაერი გამოუშვათ. ფუნთუშების ფორმები გააკეთეთ.
5. შიგთავსს რაც შეეხება, თურქული ფუნთუშებისთვის ადგილობრივები ხაჭო – ლორ პეინირს იყენებენ. სურვილის შემთხვევაში გემრიელ ფუნთუშას ჩვეულებრივი ხაჭოთითაც გააკეთებთ. ტკბილი ფუნთუშებისთვის თავად ცომში 2-2,5-ჯერ მეტი შაქარი უნდა დაამატოთ.
6. ფუნთუშებს კვერების ფორმა მიეცით, შუაგულში შიგთავსი მოათავსეთ, კუთხეები შეკარით და თავდაპირველი მრგვალი ფორმა მიეცით.
7. ფუნთუშები შიგთავსით წინასწარ მცენარეულ ზეთ წასმულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. შეგიძლიათ სხვა მეთოდი გამოიყენოთ და უბრალოდ საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინოთ. ფუნთუშებს შორის სივრცე დატოვეთ, რადგან ის კიდევ გაიზრდება. პირსახოცი დააფარეთ და 15 წუთით სითბოში გააჩერეთ.
8. როცა ფუნთუშა ოდნავ წამოიზრდება, კვერცხის გული წაუსვით. წინასწარ კვერცხის გული 1 ჩ/კ მცენარეულ ზეთში აურიეთ.
9. ფუნთუშები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!
თურქული ფუნთუშები შეგიძლიათ აირანთან ან ჩაისთან ერთად მიირთვათ. მთავარია – სუფრაზე თბილი ფუნთუშები გაიტანოთ. სწორედ ამიტომ, გამოცხობისთანავე პირსახოცი გადააფარეთ. ასეთი დესერტით ოჯახის წევრები და სტუმრები აღფრთოვანებულნი იქნებიან.