სურნელოვანი მცენარეების სია ბინისთვის

4328

თითქმის, ყველას სახლში ოთახის მცენარეები აქვს. ითვლება, რომ ის შენობის ატმოსფეროზე დადებით გავლენას ახდენს, კერძოდ ჰაერს წმენდს. ჩვენ მცენარეებს მიმზიდველი ფოთლებით, კვირტებით და ყვავილებით, გამძლეობით და უპრეტენზიო მოვლის მიხედვით ვირჩევთ, ვადარებთ, თუ ჩვენი სახლის პირობები მათ რამდენად მოუხდებათ.

ხშირად გვავიწყდება, რომ ოთახის მცენარემ შეიძლება სასიამოვნო სუნით ან არც თუ ისე კარგი არომატით გაგვაოცოს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ნაზი, დახვეწილი ან, პირიქით, მძიმე და დამთრგუნველი, ზოგჯერ უსიამოვნო არომატი სახლის ატმოსფეროს კარდინალურად ცვლის.

© Depositphotos

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ რომელი ოთახის მცენარის ქონა ღირს სახლში, თუ ფოთლებთან და ლამაზ ყვავილებთან ერთად სასიამოვნო არომატის მიღებაც გსურთ. თითოეულ მათგანს განუმეორებელი სუნი აქვს.

არომატული მცენარეები

1. ყავა

დიახ, არ მოგესმათ, სწორედ რომ ყავა. საქმე სასმელს არ ეხება! შინაურული ყავა ახალი კომპაქტური ჯიშების გამოყვანის წყალობით კვლავ მოდაში ბრუნდება. აყვავებული ყავის ხის არომატი ძილიანობას და დაღლილობას მოგაშორებთ, შემოქმედებით შესაძლებლობას გაზრდის და სამუშაო განწყობას შეგიქმნით, მეხსიერებას და აზროვნებას გაააქტიურებს.

ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი „დილის“ არომატია. საძინებელში ან მისაღებ ოთახში ყავის დადებას არ გირჩევთ. აი, სამზარეულო ან სამუშაო კუთხეში ფანჯრის რაფაზე დადებული პატარა ყავის ბუჩქი სასწაულს 1 ჭიქა სურნელოვან სასმელზე უკეთ მოახდენს.

© Depositphotos

2. ნემსიწვერა

ნემსიწვერას ძალიან ბევრი სახეობა ნაზი და მსუბუქი არომატით გამოირჩევა, რომელიც ნებისმიერ შენობაში ჰაერს აახლებს. ნემსიწვერას სუნი გაძლიერდება, თუ ყვავილს კარგად განათებულ შენობაში ან სამხრეთ ნაწილში გაზრდით. მუქი ფერის, მაგალითად ღვინისფერი ან მუქი წითელი ფერის, ყვავილების მქონე სახეობას უფრო ძლიერი სურნელი აქვს.

© Depositphotos

3. ციტრუსი

ლიმონს, ფორთოხალს, მანდარინს სახლის პირობებში ხშირად ზრდიან. მცენარის ყველა ნაწილს, მათ შორის ფოთლებს, ყვავილებს და კვირტებს, სასიამოვნო არომატი აქვს. აყვავებული მანდარინი განსაკუთრებით ტკბილი და ზღაპრული სურნელით გამოირჩევა, მაგრამ ციტრუსის ოჯახის სხვა სახეობაც თავისი გაჯერებული და სიცოცხლით აღსავსე არომატით გაგაოცებთ.

ერთადერთი მინუსი – ამ მცენარეების აყვავება საკმაოდ რთულია. სუბტროპიკულ მცენარეებს მზე, სითბო უყვართ და ჩრდილს და ორპირ ქარს ვერ იტანენ.

© Depositphotos

4. მირტი

მირტი ჰაერში ეთერზეთს გამოყოფს, რომელსაც ძლიერი ბაქტერიოციდული და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. როგორც ოლეანდრე, მირტი ერთ-ერთი საუკეთესო დამამშვიდებელი არომატის მფლობელია. უფრო აგრესიული კოლეგებისგან განსხვავებით ის რბილად მოქმედებს და პრაქტიკულად ყველას უხდება.

ეს მცენარე სურდოს დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას არეგულირებს, ასევე მოდუნებას, შინაგანი ჰარმონიის მიღწევას ხელს უწყობს და დაღლილობას და სტრესს ხსნის.

© Depositphotos

5. ვარდი

ვარდის შინაურულ ჯიშებში აღმაფრთოვანებელი არომატი უფრო მეტად ვლინდება, რაც უხვი ყვავილობის, ბუჩქის კომპაქტური ზომის და ოთახში შეზღუდული ჰაერის წყალობით მიიღწევა. ასეთ პირობებში ეთერზეთები უფრო ძლიერად იგრძნობა.

აყვავებული ვარდის სურნელი დაძაბულობას, დაღლილობას და ნერვოზს ხსნის, თავდაჯერებულობას შეგმატებთ. მუდმივი ზემოქმედების შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, მადას ამცირებს და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებებს ებრძვის.

© Depositphotos

6. ჟასმინი

მომხიბვლელი ჟასმინი როგორც ბაღში, ასევე ოთახის პირობებში შეგიძლიათ გაზარდოთ. სხვადასხვა სახეობების არომატი განსხვავდება: მსუბუქი ყვავილოვანით დაწყებული ძლიერი სურნელით დასრულებული. ზოგიერთ სახეობას ძალიან მოსაბეზრებელი სურნელი აქვს და სჯობს სუფთა ჰაერზ ან ყვავილების გალერეაში გაზარდოთ.

ოთახის პირობებში გასაზრდელად მსხვილყვავილა ჟასმინი აირჩიეთ. ზრდასრული მცენარე გაზაფხულიდან შემოდგომამდე თეთრი ყვავილებით ყვავის და სასიამოვნო სურნელს აფრქვევს. სწორედ ამ ყვავილებს უმატებენ მწვანე ჩაის ჟასმინის ამ სახეობის ინდუსტრიული გაშენების დროს.

© Depositphotos

7. მურაია

ეს მცენარე სახლებში ჯერ იშვიათად გვხვდება. პატარა ბუჩქიდან პატარა ხის ფორმირებას მარტივად შეძლებთ. თეთრი ფერის ყვავილები თითქოს ცვილითაა დაფარული, ამასთან ძალიან არომატულია. ყვავილობა შეიძლება მთელი წელი გაგრძელდეს.

მურაიას ნაზი, მაგრამ ძლიერი ჟასმინის არომატი აქვს. მდგრადი და საინტერესო სუნი აქვს. თუ ძალიან ბევრი ყვავილები აქვს, სჯობს ისეთ ოთახში გაიტანოთ, სადაც არავის სძინავს და ამ ოთახში დიდხანს დროს არავინ ატარებს.

© Depositphotos

ასეთი ვაზონები საუკეთესო ბუნებრივი არომატიზატორებია. მათ სახლის ტკბილი სურნელით გავსება შეუძლიათ და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ, რადგან ჩვენს განწყობასა და შრომისუნარიანობაზეც გავლენას ახდენენ.

© Depositphotos

არომატული მცენარეების შეძენისას ისიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ რომელი მცენარე რომელ ოთახში დადგათ. საძინებელ ოთახში სჯობს სურნელოვანი მცენარეები არ დადგათ. ოთახისთვის არომატული მცენარის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

სუნები განწყობაზე გავლენას ახდენენ. ზოგი დამშვიდებას ხელს უწყობს, ზოგი კი მხნეობას და ენერგიას გვმატებს. რომელი ოთახისთვის რომელი მცენარე გამოიყენოთ, ამას თქვენი შეგრძნებები გიჩვენებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს