წინ ახალი, 2020 წელი გველოდება. ასტროლოგების თქმით, ეს წელი არ მოგვცემს მოდუნებისა და მოწყენის საშუალებას. თეთრი მეტალის ვირთხის წელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს უმზადებს ცვლილებებს კარიერასა და ცხოვრებაში.
დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ცვლილებათა პროგნოზს მომავალი წლისთვის. გამოიყენეთ 2020 წელი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.
თეთრი მეტალის ვირთხის წელი – 2020
1. ვერძი
თუ ცხოვრებაში რამის შეცვლა გსურთ, 2020 წელი ამისთვის საუკეთესო დროა! ვერძებს ელოდებათ სტატუსისა და კარიერის ცვლილებები. ეს შესანიშნავი წელია დაქორწინებისთვის, ასევე, ცხოვრებისთვის ახალი საქმის მოსაძებნად.
წელი სავსე იქნება მკვეთრი ემოციებითა და სასიამოვნო მოგზაურობებით. ფინანსურ საკითხში, ახალ დონეზე გადახვალთ. ვერძებისთვის თეთრი მეტალის ვირთხის წელი საკმაოდ პროდუქტიულად და ბედნიერად ჩაივლის. მთავარია, ყური უგდოთ საკუთარ ინტუიციას, არ დაგავიწყდეთ ყოველი მომენტით ტკბობა და წინსვლა. ამ წელს არც ჯანმრთელობა გიმტყუნებთ.
2. კურო
იუპიტერი – წარმატებისა და იღბლის პლანეტა, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ჰოროსკოპის მეცხრე სახლში იქნება. ეს წელი წერტილს დაუსვამს ყველა ძველ საქმეს, რათა მოგცეთ ფენიქსივით აღორძინებისა და ყველაფრის ნულიდან დაწყების საშუალება.
უკვე იანვრიდან დაიწყება ტრანსფორმაცია, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ წარმართავს. შესაძლებელია შეხვედრა ან წასვლა ბრძენ მასწავლებელთან, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას გადაატრიალებს და ცხოვრების ძველ მიმდინარეობას შეცვლის. ფინანსების კუთხით, შეძლებთ ახალ დონეზე გადასვლას, თუ შეუპოვრად იშრომებთ, თუმცა, არც დასვენება დაგავიწყდებათ.
3. ტყუპები
2020 წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ცვლილებების წელი იქნება. თუმცა, იგი ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ტყუპებზე მოახდენს, რადგან დაბნელებათა დიდი ნაწილი ამ წელს სწორედ ამ ნიშანში მოხდება. ცვლილებებისა და შესაძლებლობების დროა! დატოვეთ თქვენი შიშები წარსულში და თამამად იარეთ წინ, ბედნიერების შესახვედრად.
ის ყაირათიანობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თან ეხლება თეთრ ვირთხას, ტყუპებს აიძულებს, სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდეს თავისი დროისა და იმ ფულის მიმართ, რომელსაც გამოიმუშავებს. თუ შეძლებთ, სურვილებში თავშეკავებულები გახდეთ და შეამციროთ “მინდა”-ს რიცხვი, ეს დაგეხმარებათ დიდი კაპიტალის დაგროვებაში, რომლის დაბანდებასაც შეგეძლებათ.
4. კირჩხიბი
პირველი, რაც 2020 წელს კირჩხიბმა უნდა გააკეთოს – გადაწყვიტოს, თუ რისი მიღწევა სურს ვირთხის მფარველობის ქვეშ. თქვენ ყოველთვის გიჭირთ არჩევანის გაკეთება სახლსა და სამსახურს შორის, თქვენ ხომ ერთ კონკრეტულზე გიყვართ კონცენტრირება. თუმცა, 2020 წელს ოჯახიც და სამსახურიც თქვენგან სრულად დახარჯვას მოითხოვს.
გაზაფხულზე აქცენტი ახლობლების მხარეს გადაიხრება. თქვენ სიამოვნებით დაეხმარებით ნათესავებსა და მეგობრებს მათი პრობლემების გადაწყვეტაში. სხვათა შორის, კოლეგებსაც ექნებათ თქვენი მხარდაჭერის იმედი. იყავით ყურადღებით ჯანმრთელობის მხრივ, არ დაივიწყოთ დასვენების შესახებაც!
5. ლომი
ვირთხა – ჩინური ზოდიაქოს პირველი ნიშანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იდეალური დროა ისეთი ამბიციური და მიზანმიმართული ადამიანებისთვის, როგორებიც ლომები არიან. თუ ამ პერიოდში გადაწყვეტთ, მკვეთრად შეცვალოთ მოქმედების განხრა: ახალი სამსახურის პოვნა, ბიზნესის გახსნა, კაპიტალდაბანდება, იღბალი და გამართლება თითქოს თავად წაგიყვანთ მიზნისკენ.
ეს შესაფერისი წელია იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და დაასრულოთ ყველა დაუსრულებელი საქმე. წლის მეორე ნახევარი კარგ შემოსავალსა და პირად ცხოვრებაში ცვლილებებს მოგიტანთ. გააკეთეთ ის, რაც შთაგაგონებთ – წარმატება აუცილებლად თქვენს მხარეს იქნება!
6. ქალწული
ახალი, 2020 წლის დასაწყისი მრავალ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. აქ იქნება ახალი წიგნები, მოგზაურობა, ნაცნობები, მოულოდნელი ცოდნა. გასაკვირი არაა, რომ უკვე იანვრის შუა რიცხვებში იგრძნობთ მსუბუქ დაღლილობასა და მწუხარებასაც კი იმის გამო, რომ თქვენი ცხოვრება ისეთი არაა, როგორზეც ოცნებობდით. ამ მომენტში მნიშვნელოვანია, თავს დასვენების უფლება მისცეთ, შეზღუდოთ საქმეებისა და კონტაქტების რაოდენობა.
ვარსკვლავები მეტყველებენ თქვენი კარიერული წინსვლის შესაძლებლობაზე, ამიტომ ფორმაში უნდა დარჩეთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ წლის პირველი ნახევარი – დაწყების დროა, რაც იმას ნიშნავს, რომ შიშები უნდა ჩამოიშოროთ და მოქმედება დაიწყოთ.
7. სასწორი
წლის პირველ ნახევარში თქვენ გელოდებათ საჩუქრები, მოგზაურობები, შეხვედრები, აღიარებები და დამაინტრიგებელი შემოთავაზებები. სამწუხაროდ, ემოციების ამოხეთქვა თქვენს გამოფიტვას გამოიწვევს. გაზაფხულზე, კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ცოტა ხნით ჩამოშორდით მიმდინარე საქმეებს.
მეგობრებისა და ურთიერთობების წრე შეიცვლება. იქნება ახალი კომუნიკაციები ახალ ადამიანებთან. მოსალოდნელია მრავალი საქმიანი მოგზაურობა, მოლაპარაკება და ადგილის შეცვლა. არაა გამორიცხული დროებითი ფინანსური კრიზისი, ამიტომ პატარა მივლინებასაც კი შეუძლია თქვენი ხსნა მისგან. მთავარია, თვალ-ყური ადევნეთ მოვლენებს, მიიღეთ ყველაფერი ღირსეულად, ზედმეტი ამბიციის გარეშე.
8. მორიელი
2020 წლის დასაწყისი გაიძულებთ ფინანსურ პრობლემებზე კონცენტრირებასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გარკვევას. გასაკვირია, მაგრამ დაძაბული დიალოგები, სკანდალის მსუბუქი ნიშნებით, სიამოვნებასაც მოგანიჭებთ – მორიელები ხომ სამართლიანობის ცნობილი დამცველები არიან.
ასე მოულოდნელად გამოფხიზლებული, იანვრის ბოლოს თქვენ, დიდი ალბათობით, შეუდგებით რაღაც ნანატრი ბიზნეს-პროექტის რეალიზებას. გელოდებათ მივლინებები, საქმიანი შეხვედრები და ნაცნობობები, ასებე, შთამაგონებელი კორპორატიული საღამოები. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ, თუ ძილსა და სწორ კვებაზე უარს არ იტყვით.
9. მშვილდოსანი
უკვე წლის დასაწყისში, მშვილდოსანი იგრძნობს ფინანსურ სფეროში გაუმჯობესებას. ყოველთვის უდარდელად და გაუფრთხილებლად მაცხოვრებელი მშვილდოსანი 2020 წელს იგრძნობს, რომ ოჯახი სჭირდება. სამყარო მის სურვილს მოისმენს: შემოდგომაზე სავსებით შესაძლებელია მისი შეხვედრა ცხოვრებაში ყველაზე მთავარ ადამიანთან. მათ კი, ვინც უკვე იპოვეს თავიანთი სიყვარული, ქორწილზე უნდა იფიქრონ.
საოცარი ცვლილებები ელოდებათ დაქორწინებულ მშვილდოსნებსაც, მათშიც გაიღვიძებს ჰიპერპასუხისმგებლიანობა, მოუნდებათ უფრო მყუდრო საცხოვრებელი, კარგი რემონტი, კომფორტული დასვენება მთელი ოჯახისთვის, ამ ყველაფრის გამო კი დაიწყებს ფულის გაკეთების ახალი გზების ძიებას. კარგი იქნება საზღვარგარეთ წასვლა!
10. თხისრქა
2020 წლის დასაწყისი თხისრქებს ცოდნის მიღების წყურვილს ჩაუნერგავს, რაც საკმაოდ უცნაურია დღესასწაულებისა და სიზარმაცის ფონზე. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ მოზღვავებას და არ მოგერიდოთ სახელმძღვანელოებთან ჯდომა სადღესასწაულო სუფრასთანაც კი: მომავალი წლის მფარველმა იცის, რისკენაც გიბიძგებთ. როცა თებერვლის მეორე ნახევარში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი მოგეცემათ, სწორედ ცოდნა, რომელიც ხმაურიანი მხიარულების დროს შეიძინეთ, იქცევა თქვენს კოზირად.
2020 წელს თხისრქები დროდადრო განიცდიან ძალების წართმევის პერიოდებს, ეს კი იმიტომ, რომ მიზნებისკენ მისწრაფებისას ეს ნიშანი თავის ჯანმრთელობას ბოლო ადგილზე წევს. ცუდად ყოფნის უგულებელყოფა არ შეიძლება, ამიტომ თავზე ზრუვა უნდა დაიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ეს ტკივილი ქრონიკულ დაავადებად იქცევა. არავითარ შემთხვევაში არ დაკავდეთ თვითმკურნალობით.
11. მერწყული
წარმატებისთვის საჭიროა საკუთარი ორიენტირების მტკიცედ დაცვა, რაც მერწყულისთვის ძალიან აქტუალური იქნება 2020 წელს. ის, რაც კარგად მუშაობდა გასულ წელს, რეალიებს აღარ შეესაბამება. ასევე იქნება ამ სამყაროში თქვენი ადგილისა და როლის შემთხვევაშიც. ბევრი მერწყული დაფიქრდება სამსახურის შეცვლაზე.
ცვლილებებმა მერწყული უნდა გაამდიდროს და გარდასახოს! თქვენ სასიამოვნოდ გაგიკვირდებათ – ყველაფერი ბუნებრივად და ჰარმონიულად მოხდება.
12. თევზები
წლის განმავლობაში, თქვენ უამრავ ახალ საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. მიენდეთ თქვენს შინაგან ხმას და ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. შეძლებთ ცხოვრებაში მკვეთრი ფერების შემოტანას და მის გავსებას დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
მარტოხელა თევზებს 2020 წელს ბევრი სხვა საზრუნავი ექნებათ, პირადი ცხოვრების გარდა. თქვენი პრიორიტეტები შეიძლება ისე განლაგდეს, რომ რომანტიკისთვის დრო უბრალოდ არ დაგრჩეთ: თქვენ ბევრს და აქტიურად მუშაობთ, სამსახურში მუდმივად რაღაც ხდება, ამიტომ აუცილებელია, უქმეებზეც კი იმუშაოთ. ერთადერთი შესაძლებლობა, პირადი ცხოვრების ცოტათი მოსაწყობად მაინც, ესაა ნაცნობობა, სიყვარულში გადაზრდის პერსპექტივით, რომელიც პირდაპირ სამსახურში დამყარდება. ასეთი რამ კი სავსებით შესაძლებელია!