წვნიანების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. შემიძლია სადილზე, ვახშამზე, პირველ და მეორე კერძად მხოლოდ წვნიანი მივირთვა. დედამ ბავშვობიდან მასწავლა, რომ ცხელი წვნიანის ჭამა ყოველდღე შეიძლება. ეს სასარგებლოა! თუმცა წვნიანებს ჩემი ქმარი და ბავშვები გულგრილად უყურებენ. ოჯახის წევრების გადმოსაბირებლად ჩემს კულინარიულ წიგნში ბევრი უჩვეულო რეცეპტი დავამატე. ჩემი ფავორიტია მსუბუქი, თითქმის დიეტური „ბურთების წვნიანი“. სწორედ ასე უწოდებენ ჩემს ოჯახში.
წვნიანი ყველიანი ბურთებით
კერძის დიეტური ვარიანტი – წყალზე ან ბოსტნეულის ბულიონზე მომზადება. უფრო ნოყიერი გამოდის ქათმის წვნიანი ყველიანი ბურთებით და მოხარშული ქათმის ხორცის ნაჭრებით. მომზადების მეთოდის მიუხედავად წვნიანი ყოველთვის შეუდარებელი გამოდის.
წვნიანის ინგრედიენტები:
- 2,5 ლ ქათმის ბულიონი ან წყალი
- 1 დიდი ხახვი
- 1 სტაფილო
- 5 საშუალო ზომის კარტოფილი
- 4 ს/კ მცენარეული ზეთი
- მწვანილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით
ყველიანი ბურთის ინგრედიენტები:
- 100 გრ ჰოლანდიური ყველი
- 1 კვერცხი
- 100-130 გრ ფქვილი
- 2 ს/კ რბილი კარაქი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
1. ყველიანი ბურთების მომზადებით დაიწყეთ. ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ, კარაქი, ფქვილი, კვერცხი და მარილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ. 30 წუთით მაცივარში შედგით.
2. სანამ ცომი მაცივარშია, კარტოფილი კუბებად დაჭერით და მდუღარე ბულიონს დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. სტაფილო და ხახვი სახეხზე გახეხეთ, ბოსტნეული მცენარეულ ზეთში ოდნავ შეწვით და წვნიანს დაუმატეთ.
3. ამ დროში მაცივრიდან ცომი გამოიღეთ და პატარა, ტყის კაკლის ზომა ბურთები გააკეთეთ. უფრო დიდი არა, რადგან არ მოიხარშება.
4. ქვაბში თითო-თითო ბურთი ჩადეთ. აურიეთ და წვნიანი კიდევ 5-10 წუთით (ბურთების მომზადებამდე) ხარშეთ.
5. როცა ბურთები მზად იქნება, დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. გემრიელი წვნიანი თეფშებზე გადაანაწილეთ და ახლობლებს სასადილოდ დაუძახეთ. გემრიელად მიირთვით!
თუ ყველიანი ბურთების წვნიანის რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.