პროგრესმა დიასახლისებს შესანიშნავი დამხმარე, სარეცხი მანქანა აჩუქა. ის დროის ეკონომიის საშუალებას მოგცემთ და ნაზ ხელებს და წელის ჯანმრთელობას დაიცავს. თუმცა მისი დახმარებითაც კი რეცხვა ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ნივთები ყოველთვის სრულად არ ირეცხება ან სავაჭრო ნიშანს ძალიან მალე კარგავს. კიდევ უფრო ცუდი, თავად სარეცხი მანქანიდან შეიძლება წყალი გადმოიღვაროს, ან საერთოდ მუშაობა შეწყვიტოს. სარეცხი მანქანის ფასი საკმაოდ ძვირია.
დღეს „ვივიენი“ 10 ხრიკს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით მოსაწყენ რეცხვაზე დროის მნიშვნელოვნად შემცირებას შეძლებთ.
როგორ გავრეცხოთ სწორად სარეცხ მანქანაში
1. სარეცხი მანქანა გაწმინდეთ
ნივთების გარეცხვა შეუძლებელია, თუ სარეცხი მანქანის ნიჟარაზე ჭუჭყია. ამასთან რეგულარული გაწმენდა და დეზინფექცია მანქანის მსახურობის ვადას ზრდის. ამისთვის პირის ღრუს სავლები საშუალება გამოგადგებათ.
სარეცხი ფხვნილის ჩასაყრელ განყოფილებაში ნახევარი ჭიქა საშუალება ჩაასხით და რეცხვის სრული ციკლი ჩართეთ – ობის სოკო, მავნე ბაქტერია და უსიამოვნო სუნი გაქრება. ასე თვეში ერთხელ გააკეთეთ.
2. კონდიციონერზე უარი თქვით
კონდიციონერი არ გამოიყენოთ, როცა თეთრ ნივთებს რეცხავთ. ის თქვენი მათეთრებელი საშუალების მოქმედებას ამცირებს. სჯობს მცირე რაოდენობით მათეთრებელი გამოიყენოთ, თუნდაც ფხვნილის დამატების გარეშე, რომ ნივთების იდეალური სიქათქათე შეინარჩუნოთ. ზედმეტი კომპონენტები ქსოვილის ბოჭკოებს ავსებენ და მათეთრებლის შეღწევაში ხელს უშლის.
3. ტანსაცმელი ფერების მიხედვით არ გადაარჩიოთ
ქიმწმენდის და სამრეცხაოს თანამშრომლები გირჩევენ, რომ ნივთები არა ფერის, არამედ ქსოვილის სიმკვრივის მიხედვით გადაარჩიოთ. ყველაფერი იმიტომ, რომ უხეში ქსოვილი უფრო მეტ წყალს შთანთქავს, ვიდრე მსუბუქი. ამის გამო, სხვადასხვა ნივთიდან ფხვნილი სხვადასხვაგვარად ირეცხება. ასევე არეული ნივთების გარეცხვა თხელი ქსოვილის ტანსაცმელს აზიანებს.
ტემპერატურის რეჟიმი 30 გრადუს არ უნდა აჭარბებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა ფერის ტანსაცმლის ერთობლივი გარეცხვით ნივთები გაუფერულდება. ამასთან თეთრი ტანსაცმლის გარეცხვის წესი უცვლელი რჩება: თეთრი ნივთები ერთად გარეცხეთ.
4. ფოლგის ბურთები
ელექტრონული ნივთების პრობლემას ფოლგის ბურთები მოგიგვარებთ, რადგან ალუმინი ელექტრონულ მუხტებს შთანთქავს. უბრალოდ სარეცხი მანქანის ნიჟარაში ნივთებთან ერთად რამდენიმე ფოლგის ბურთი მოათავსეთ.
5. ქუდები სარეცხ მანქანაში არ გარეცხოთ
კეპიანი ქუდები რომ არ გააფუჭოთ, სარეცხ მანქანაში არ გარეცხოთ. ამ მიზნით ჭურჭლის სარეცხი მანქანის ზედა ნაწილი გამოიყენეთ ან ხელით გარეცხეთ.
6. საბავშვო შამპუნი
ტრიკოტაჟის ნივთებს ძველებური ფორმა და ზომა რომ დაუბრუნოთ, ფხვნილის ნაცვლად საბავშვო შამპუნი გამოიყენეთ. ის დახვეულ ბოჭკოებს გაასწორებს და თავდაპირველ მოცულობას დაუბრუნებს. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ტანსაცმელი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა გარეცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შრომა წყალში ჩაგეყრებათ.
7. ტანსაცმელი ზედმეტად არ გამოაშროთ
ტანსაცმელს არა მხოლოდ სწორად გარეცხვა, არამედ გაშრობა სჭირდება. ზედმეტად გამომშრალი ნივთების გაუთოება საკმაოდ რთულია – ქსოვილის ბოჭკოები იგრიხება და თერმული ზემოქმედებისთვის გამძლე ხდება. დაორთქლებაც კი არ გიშველით. სწორედ ამიტომ, სჯობს ოდნავ სველი ნივთი გარეცხოთ ან სპეციალური წყლით დანამოთ.
8. საპარსი ქაფი
ქალის ტანსაცმელზე ხშირად კოსმეტიკის ლაქები რჩება. მათ არაფერი ისე კარგად არ აშორებს, როგორც მამაკაცის საპარსი ქაფი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ქაფი და არა გელი. უბრალოდ პომადის ან ტონალური კრემის ლაქას წაუსვით, რამდენიმე წუთით გააჩერეთ და შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ჭუჭყის კვალიც კი არ დარჩება.
9. წინდების და კოლგოტების გარეცხვა
წინდებზე ყველაზე მთავარი ჭუჭყი ოფლია. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ის უბრალოდ იხვევა და არ ირეცხება. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია წინდები და კოლგოტები 30 გრადუს ტემპერატურაზე გარეცხოთ.
10. ფენი გამოიყენეთ
ფენის დახმარებით, უფრო ზუსტად ცხელი ჰაერით შეგიძლიათ ნივთებს სასმელების, ბალახების და მიწის ჩამჯდარი ლაქა მოაშოროთ. ჭუჭყი ფენით გააცხელეთ და მასზე ლაქის ამომყვანი საშუალება წაუსვით. შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ტემპერატურის ლოკალურად გაზრდა საშუალების ინგრედიენტებს უკეთ მოქმედებაში დაეხმარება.
არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ ნივთს აქვს იარლიყი, სადაც მითითებულია, თუ მისი სწორად გარეცხვა როგორ შეიძლება: ტემპერატურა, საშუალება, ხელით რეცხვა/ავტომატიკა.