როგორ ვისწავლოთ კომბოსტოს დამწნილება და მარინადში ჩადება

4334

ყველა ოჯახს კომბოსტოს მწნილის მომზადებული თავისი, განსაკუთრებული მეთოდი აქვს და ის თაობიდან თაობას გადაეცემა. თუმცა ინტერნეტში ბევრი საინტერესო რეცეპტი არსებობს და თქვენ უკვე სამზარეულოში გაქცევას ცდილობ, რომ ოჯახის წევრები ხრაშუნა და სასარგებლო საკვებით გაახაროთ.

როგორ ვისწავლოთ კომბოსტოს დამწნილება და მარინადში ჩადება

კომბოსტოს მწნილის მომზადების მეთოდებზე შეგვიძლია საათობით ვწეროთ: მხოლოდ მარილი, მარილი და სანელებლები, მშრალი მეთოდი, მარინადი ძმრით და მის გარეშე, თხლად დაჭრილი ან ოთხ ნაწილად გაჭრილი ხილის, ბოსტნეულის და მწვანილების დამატებით.

ასეთი მეთოდების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის შეგიძლიათ სხვადასხვა რეცეპტი გამოიყენოთ. მაგ., რამდენიმე საათით მარინადში ჩადოთ ან ყუთში თუნდაც 1 კვირა შეინახოთ.

ხრაშუნა კომბოსტო

დღეს თქვენთვის ხრაშუნა კომბოსტოს მომზადების 10 გამოცდილი რეცეპტი მოვაგროვეთ. გთავაზობთ გადახედოთ რეცეპტებს და ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონებათ.

მოსამზადებლად უმჯობესია თუ საშუალო და გვიანი ჯიშის კომბოსტოს აიღებთ. კომბოსტო გაყინული არ უნდა იყოს, თორემ რბილი გამოვა.

კომბოსტოში შეგიძლიათ ცოტა პირშუშხა დაუმატოთ – ტანინები მისგან კომბოსტოში გადავა და დარბილების საშუალებას არ მისცემს. რეცეპტში მოცვი კომბოსტოს დიდი ხნით ხრაშუნა გემოს შენარჩუნებაში დაეხმარება.

მარინადში ჩადებული კომბოსტო 1 დღით

ინგრედიენტები

  • 2.5 კგ თეთრი კომბოსტო
  • 700 გრ სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ლ წყალი
  • 70 გრ მარილი
  • 100 გრ შაქარი
  • 12 წიწაკის მარცვალი
  • 5 მიხაკის ყვავილედი
  • 4 დაფნის ფოთოლი

მომზადება

  1.  კომბოსტო დაჭერით.
  2. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ნიორი თხელ ფენებად დაჭერით.
  3. ბოსტნეული ქვაბში ჩაყარეთ.
  4. წყალი აადუღეთ, ჩააასხით ძმარი, ზეთი. დაუმატეთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, წიწაკა, მიხაკი.
  5. მარინადი ოდნავ გააგრილეთ და კომბოსტოს დაასხით.
  6. ზემოდან თეფში დაადეთ და დააწექით. 10 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  7. შემდეგ, სურვილის მიხედვით, კომბოსტო მარინადთან ერთად სამლიტრიან ქილაში გადაიტანეთ. მაცივარში 12 საათით შეინახეთ.

კომბოსტოს სალათი ზამთარში “შემოდგომა”


ინგრედიენტები

  • 5 კგ თეთრი კომბოსტო
  • 1 კგ სტაფილო
  • 1 კგ ხახვი
  • 1 კგ ბულგარული წიწაკა
  • 350 გრ შაქარი
  • 4 ს/კ მარილი
  • 0.5 ლ 9%-იანი ძმარი
  • 0.5 ლ მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. კომბოსტო დაჭერით, ხახვი და წიწაკა დაჭერით, სტაფილო გახეხეთ.
  2. ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
  3. შაქარი, მარილი, ძმარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ და კიდევ აურიეთ.
  4. ქილებში გადაანაწილეთ. 3 დღის შემდეგ თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. ასეთი კომბოსტო დიდხანს ინახება და გემოს არ კარგავს.

კომბოსტოს სალათა ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • 1 კგ კიტრი
  • 2.5 კგ პომიდორი
  • 1.5 კგ ტკბილი წიწაკა
  • 1 კგ სტაფილო
  • 1 კგ ხახვი
  • 4 ს/კ მარილი
  • 5 ს/კ 9%-იანი ძმარი
  • ოხრახუშის კონა
  • 700 გრ მცენარეული ზეთი
  • 1 ჭიქა შაქარი

მომზადება

  1. სტაფილო გაასუფთავეთ და გახეხეთ. კიტრი გარეცხეთ და დაჭერით. კომბოსტო დაჭერით. ხახვი მსხვილ ნახევარ მთვარედ დაჭერით.
  2. ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით. პომიდორი მსხვილ ნახევარ რგოლებად დაჭერით. ოხრახუში დააქუცმაცეთ. ყველა ბოსტნეული დიდ თასში კარგად აურიეთ.
  3. მარინადი მოამზადეთ, ამისთვის ზეთი, შაქარი, მარილი და ძმარი ერთმანეთს აურიეთ. ბოსტნეულს მარინადი დაასხით.
  4. ყველაფერი კარგად აურიეთ და ქილებში გადაანაწილეთ. ქილებს სტერილიზაცია გაუკეთეთ, 1 ლიტრიანი ქილები 30 საათით, ნახევარ ლიტრიანი 15 წუთით.
  5. დაახურეთ და ქილები გადმოაბრუნეთ, ბოსტნეულის სალათის ქილები თბილად შეფუთეთ. ამ რაოდენობისგან 7 ლ ქილა გამოდის.

ნაადრევი კომბოსტო

ინგრედიენტები

  • 2 კგ კომბოსტო
  • 1 კიტრი
  • 2 სტაფილო
  • 1 ბულგარული წიწაკა

მარინადის ინგრედიენტები

  • 1 ლ წყალი
  • 1 ს/კ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ 70%-იანი ძმარი

მომზადება

  1.  კომბოსტო დაჭერით, სტაფილო გახეხეთ.
  2. კიტრი და ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭერით. ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
  3. სამლიტრიან ქილაში მჭიდროდ მოათავსეთ და მდუღარე მარინადი დაასხით.
  4.  1 ლიტრა მარინადი 3 ლიტრიანი ქილისთვის საკმარისია.
  5. შეინახეთ მაცივარში. ბევრი არ მოამზადოთ, ყოველთვის შეიძლება ახალი კომბოსტოს მწნილის მომზადება.

კომბოსტო გურულად


ინგრედიენტები

  • 1 თავი თეთრი კომბოსტო
  • 1 ჭარხალი
  • 1-2 თავი ნიორი
  • ცოტა მწარე წიწაკა
  • 4-6 წიწაკის კაკლები
  • მარილი გემოვნებით
  • მდუღარე წყალი

მომზადება

  1. კომბოსტო, ჭარხალი, წიწაკა დაჭერით, ნიორი გაასუფთავეთ.
  2. ღრმა თასში ფენებად ჩააწყვეთ: კომბოსტოს ნაჭრები, შემდეგ ჭარხალი, შემდეგ ნიორი და წიწაკა. ასე ფენებად დააწყვეთ მანამ, სანამ ქვაბი არ გაივსება. ქვაბში 5 სმ ადგილი უნდა დატოვოთ.
  3. სხვა ქვაბში წყალი აადუღეთ და მასში მარილი ჩაყარეთ ისე, რომ ოდნავ უფრო მარილიანი გამოვიდეს, ვიდრე პირველ კერძს აყრით.
  4. ფენებად დაწყობილ ბოსტნეულს მდუღარე წყალი დაასხით, ზემოდან გადმობრუნებული თეფში დაადეთ და თავსახური დაახურეთ.
  5. 4-5 დღეში კომბოსტო მზად იქნება. კომბოსტოს ასეთი მწნილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის სასარგებლოა, სცადეთ თავად მომზადება. გემრიელად მიირთვით!

მწარე კომბოსტოს სწრაფი მომზადების მეთოდი


ინგრედიენტები

  • 2 კგ კომბოსტო
  • 4 სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 10 წიწაკის მარცვალი
  • 5 მიხაკის თანაყვავილედი
  • 4 დაფნის ფოთოლი
  • 1/2 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1/2 ჭიქა 9%-იანი ძმარი

მარინადის ინგრედიენტები

  • 1 ლ წყალი
  • 2 ს/კ მსხვილი მარილი
  •  1/2 ჭიქა შაქარი

მომზადება

  1. ახალი კომბოსტო დაჭერით. სტაფილო გახეხეთ. ნიორი წვრილად დაჭერით.
  2. მარინადი მოამზადეთ. ამისთვის წყალი მარილს და შაქარს შეურიეთ. წიწაკა, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ და 10 წუთით ადუღეთ. ამის შემდეგ მცენარეული ზეთი და ძმარი დაუმატეთ, ცოტათი გააგრილეთ და კომბოსტოს დაასხით.
  3. ბოლომდე გაგრილებამდე კარგად დააწექით, სამლიტრიან ქილებში გადაანაწილეთ და 1 დღით მაცივარში შეინახეთ. კომბოსტო მზადაა, მაცივარში ჩვეულებრივი თავსახურ დახურული კარგად ინახება.

კომბოსტო სწრაფად დამარილებული

ინგრედიენტები

  • 300 გრ კომბოსტო
  • 200 გრ სტაფილო
  • 3 თავი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1.5 ჭიქა 9%-იანი ძმარი

ინგრედიენტები მარილწყალისთვის

  • 0.5 ლ წყალი
  • 5 ს/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 15 წიწაკის მარცვალი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 1 მწარე წიწაკა

მომზადება

  1.  კომბოსტო დაჭერით. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ხახვი რგოლებად დაჭერით.
  2. ქილაში ფენებად ჩააწყვეთ: ჯერ კომბოსტო ისე, რომ ქილის ძირს ფარავდეს, შემდეგ სტაფილო, რომელიც კომბოსტოს ფენას ბოლომდე ფარავს, შემდეგ ხახვი.
  3. ნიორი გაასუფთავეთ, დაჭერით, ბოლო ფენად დააწყვეთ. ქილაში ძმარი ჩაასხით.
  4. მარილწყალი მოამზადეთ: ქვაბში წყალი ჩაასხით, მარილი, შაქარი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 1 წუთით ადუღეთ შემდეგ.
  5. მარილწყალი ბოსტნეულს დაასხით. მარილწყალმა ბოსტნეული ბოლომდე უნდა დაფაროს.
  6. ქილას თავსახური დაახურეთ, 12 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ მაცივარში შეინახეთ, 24 საათში კომბოსტო მზად იქნება.

წასახემსებელი” კომბოსტო

ინგრედიენტები

  • 1.5 კგ კომბოსტო
  • 5 ტკბილი წიწაკა
  • 3 სტაფილო
  • 4 ხახვი
  • 50 გრ მსხვილი მარილი
  • 0.7 ჭიქა შაქარი
  • 100 გრ 9%-იანი ძმარი
  • 1 ჭიქა მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. კომბოსტო დაჭერით და თასში მოათავსეთ. ხახვი, წიწაკა, სტაფილო დაჭერით.
  2.  მარილი, შაქარი დაუმატეთ. ხელებით ყველაფერი კარგად აურიეთ, შემდეგ ზეთი და ძმარი დაუმატეთ.
  3.  ქილებში გადაანაწილეთ, ჩვეულებრივი პოლიეთილენის თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. ხრაშუნა კომბოსტო ზამთრისთვის მზადაა!
  4.  ასეთი კომბოსტო მაცივარში გაზაფხულამდე ინახება. შეგიძლიათ იმ წამსვე მოიხმაროთ, მაგრამ უმჯობესია თუ 3-5 დღე გააჩერებთ.

ბომბა კომბოსტოს მწნილი

ინგრედიენტები

  • 2 კგ კომბოსტო
  • 400 გრ სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • ვაშლი ან ჭარხალი

მარინადის ინგრედიენტები

  • 150 მლ მცენარეული ზეთი
  • 150 მლ 9%-იანი ძმარი
  • 100 გრ შაქარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 6 შავი წიწაკას მარცვალი
  • 0.5 ლ წყალი

მომზადება

  1. კომბოსტო დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, ნიორი წვრილად დაჭერით.
  2. ქილაში მჭიდროდ მოათავსეთ.
  3. ქვაბში მარინადის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ და 5 წუთით ადუღეთ. კომბოსტოს მდუღარე მარინადი დაასხით და შეინახეთ.

ხრაშუნა კომბოსტოს მწნილი


ინგრედიენტები 3 ლიტრიანი ქილისთვის

  • 2-2.5 კგ კომბოსტო
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო
  • 3-4 დაფნის ფოთოლი
  • წიწაკა გემოვნებით

ინგრედიენტები მარილწყალისთვის

  • 1.5 ლ წყალი
  • 40-50 გრ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი

მომზადება

  1.  მარილწყალი მოამზადეთ, მდუღარე წყალში მარილი და შაქარი დაამატეთ და მათ გახსნამდე ადუღეთ.
  2. კომბოსტოს მწვანე ფოთლები მოაშორეთ. 4 ნაწილად გაყავით.
  3. კომბოსტო დაჭერით. სტაფილო გახეხეთ.
  4. სტაფილო და კომბოსტო აურიეთ.
  5. სუფთა ქილაში გადაიტანეთ. ფენებს შორის რამდენიმე დაფნის ფოთოლი და წიწაკა მოათავსეთ.
  6. ქილაში მარილწყალი ჩაასხით, რომ მან კომბოსტო ბოლომდე დაფაროს.
  7. ქილას თავსახური დააფარეთ, მაგრამ არა მჭიდროდ. თასში ჩადეთ, რადგან დუღილის დროს მარილწყალი დიდდება და შეიძლება გადმოვიდეს.
  8. დუღილი 2-3 დღე აცადეთ. დააკვირდით, რომ ზედა ფენა მარილით იყოს დაფარული. დრო და დრო კომბოსტოდან დაგროვილი გაზები უნდა გამოუშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მწარე იქნება.
  9. გემოს გასაუმჯობესებლად ოხრახუშის თესლი, კვლიავი ან ახალი მოცვი დაუმატეთ. ძალიან გემრიელი ხრაშუნა კომბოსტო გამოვა. მის მოხმარებას უკვე 1 კვირაში შეძლებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს