სამკაულები – ეს უბრალოდ ლამაზი აქსესუარები როდია. ისინი, ასევე, თილისმებისა და დამცველი საშუალებების ფუნქციასაც ასრულებენ თითოეული ჩვენგანისთვის. უბრალოდ, თუ სამკაული თქვენს ენერგეტიკას არ უხდება, მისგან სარგებელს ვერ მიიღებთ. ასტროლოგების მტკიცებით, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს გარკვეული ქვა ან მეტალი უხდება.
სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია სამკაულების შერჩევა არამხოლოდ მოდისა და პირადი უპირატესობების გათვალისწინებით, არამედ, ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისადაც. ჩვენი რედაქცია ახლა სამკაულებზე ყველაფერს მოგიყვებათ, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
შესაფერისი სამკაულები
1. ვერძი
ვერძებისთვის საუკეთესოა რკინის წითელი ფერის სამკაულები. ყველაზე შესაფერისი ქვებია: იასპი, ძოწი, სარდიონი. ყველაზე მეტად, ვერძს უხდება ძოწის სამკაული. თუ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული კრიზისია, ატარეთ იგი სამკაულის სახით. იგი ძალებს მოგაზღვავებთ და დაგიცავთ ნეგატივისგან. ცხოვრებისეული ძალებისა და ენერგიის მოსახვეჭად, ატარეთ მარსის წითელი რკინაქვა.
2. კურო
კუროს ფერი მწვანე და ლურჯია. ამ ნიშანს ყველაზე მეტად უხდება სპილენძის სამკაულები. კუროს ქვებია: ზურმუხტი, მალაქიტი, ნეფრიტი, აზურიტი. კუროს მფარველია ვენერა, ხოლო მას არ უხდება ჭირვეული რამეები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა უნდა აირჩიონ დახვეწილი სამკაულები თხელი ყალიბით. უარი თქვით მასიურ ბეჭდებზე – ისინი ენერგეტიკაზე ცუდად აისახება. ცხოვრებაში ჰარმონიას ზურმუხტის სამკაულები შემოიტანს.
3. ტყუპები
ტყუპებს უხდება ყველაფერი მკვეთრი და გაჯერებული. მისი იღბლიანი მეტალი ოქროა, ხოლო შესაფერისი ქვები – ბერილი, ზურმუხტი, ტურმალინი, ქარვა, ყვითელი აგატი, ყვითელი ციტრინი. მას უხდება უჩვეულო სამკაულები შემზარავი დიზაინით. კარგი იქნება ბერილის სამკაულების ტარება – ისინი სულის სიმხნევესა და ძალებს შეგმატებთ.
4. კირჩხიბი
ნაზ კირჩხიბებს მოუხდებათ ვერცხლის სამკაულები მარგალიტით, აგატით, კვარცით, მთვარის ქვით ან მთის ბროლით. მთვარის მინერალები ამშვიდებს, აწონასწორებს მათ ემოციურ მდგომარეობას. ასეთი სამკაულები დაგეხმარებათ ჰარმონიის პოვნასა და ორგანიზმში პროცესების დასტაბილურებაში. ყველაზე ძლიერად კირჩხიბებზე მთვარის ქვა მოქმედებს.
5. ლომი
ლომს ყველაფერი ცეცხლოვანი და მზიანი უხდება, ყვითელი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი – ეს მისი ფერებია, ხოლო ოქრო – ყველაზე შესაფერისი მეტალი. ლომის ქვებია: ლალი, ძოწი, სარდიონი, ქარვა, ციტრინი, მზის ქვა. ნებისმიერი ქვა, გაჯერებული ყვითელი ან წითელი ფერისა, ლომს სასიცოცხლო ძალას, ენერგიასა და სიმძლავრეს ანიჭებს. ამ ნიშნის ადამიანებმა თამამად უნდა ატარონ მკვეთრი, დახვეწილი და მასიური სამკაულები.
6. ქალწული
ქალწულებს ყველაზე მეტად მწვანე, ცისფერი ან ლურჯი უხდებათ. შესაფერისი ქვებია: ტურმალინი, მწვანე საფირონი, სარდიონი, მალაქიტი, ნეფრიტი, ოპალი. საუკეთესო მეტალებია პლატინა და ვერცხლი. ასტროლოგები ქალწულებს ურჩევენ ტურმალინის სამკაულების ტარებას, რადგან ისინი დადებითად მოქმედებს სხეულსა და გონებაზე. ასეთ სამკაულებში თავს მშვიდად იგრძნობთ.
7. სასწორი
სასწორი თავს კომფორტულად იგრძნობს სპილენძის სამკაულებში ალექსანდრიტით, მარჯნის ქვით, ნეფრიტით, საფირონით ან ლაზურიტით. ალექსანდრიტი – ეს ძლიერი პიროვნებების ქვაა. სასწორებს იგი ძალიან უხდება და იცავს უსიამოვნებებისგან. ამ ქვის სამკაული საიმედო თილისმაა.
8. მორიელი
მორიელსაც მკვეთრი წითელი ან ნარინჯისფერი სამკაულები უხდება. თუმცა, მისთვის საუკეთესო მეტალია მუქი ვერცხლი, ხოლო ქვები: ამეთვისტო, აგატი, ძოწი, ტოპაზი და აქვამარინი. მორიელებს ურჩევენ მასიური სამკაულების ტარებას – ეს მათ დაეხმარება ენერგიის მოწესრიგებასა და ჰარმონიის დამყარებაში.
9. მშვილდოსანი
თუთიის სამკაულები ფირუზით, ტოპაზით, საფირონით ან ამეთვისტოთი ყველაზე შესაფერისი აქსესუარებია მშვილდოსნისთვის. ფირუზის დახმარებით, იგი სულიერ სიმშვიდესა და საღ გონებას შეიძენს. ასეთი სამკაულები მას დაეხმარება პირადი პრობლემების მოგვარებასა და შინაგანი ჰარმონიის დამყარებაში.
10. თხისრქა
ყველაზე მეტად, თხისრქებს უხდება მუქი სამკაულები – ისინი საუკეთესოდ ერწყმის მათ ენერგეტიკას. მათთვის ყველაზე შესაფერისი შავი მეტალები და ოქრო. ქვებს შორის უპირატესობა უნდა მიანიჭონ სარდიონს, იისფერ ლალს, ალმასს, ძოწს ან მუქ ამეთვისტოს. განსაკუთრებით ძლიერად ითვლება სარდიონი. იგი ადამიანს ძალებსა და ძალაუფლებას ანიჭებს, ასევე, ახანგრძლივებს მფლობელის სიცოცხლეს. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ.
11. მერწყული
მერწყულს უხდება მუქი ფერები, ასევე, მკვეთრი ლურჯი. მისთვის რეკომენდებულია ვერცხლის სამკაულები ტოპაზით, ალმასით, ცისფერი საფირონით, ონიქსით ან მუქი ტოპაზით. საფირონი ძველი დროიდან ითვლება მარადიული მეგობრობისა და ერთგულების სიმბოლოდ. ამ ქვის დამსახურებით, შეძლება სიყვარულის გაძლიერება და ქორწინების შენარჩუნება. იგი მფლობელს ბედნიერებას, სიხარულსა და კარგ განწყობას ჰპირდება.
12. თევზები
თევზებს უხდება სამკაულები, რომლებიც წყლის სტიქიასთანაა დაკავშირებული. მისთვის საუკეთესოა ზღვის ან მდინარის მარგალიტი, მარჯანი ან ლურჯი ამეთვისტო. მეტალებიდან კარგია თეთრი ოქრო, პლატინა და ვერცხლი. თევზების სამკაული უნდა იყოს რბილი, მრგვალი ფორმის, წვეტიანი კუთხეების გარეშე. მარგალიტი თევზსს დიდ წარმატებას მოუტანს და სულელური აზრებისგან გაათავისუფლებს.
სწორედ ასე უნდა აირჩიოთ მოდური სამკაულები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ სწორად შერჩეული სამკაულები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი მფლობელის ბედის წარმართვაში.