წელი ნელა, თუმცა შეუჩერებლად უახლოვდება დასასრულს. სწორედ რომ დროა, დაასრულოთ ამ წლისთვის შედგენილი გეგმები და დასახოთ ახალი მიზნები, ასევე, შეიძინოთ საჩუქრები. დამიჯერეთ, უბრალოდ გეჩვენებათ, რომ დრო კიდევ ბევრია. რეალურად, დღესასწაული უკვე კართანაა და სამზადისზე მაინც უნდა იფიქროთ. გარდა საჩუქრებისა, ნებისმიერ ქალბატონს, წინასაახალწლო სიაში, აქვს პუნქტი – “ტანსაცმლის შერჩევა”. დღეს სწორედ ამაში დაგეხმარებით.
ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელი ფერის ტანსაცმელში უნდა შეხვდნენ 2020 წელს ზოდიაქოს ნიშნები. აღლუმი მეტალის ვირთხას მიჰყავს!
რა ფერში შევხვდეთ ახალ წელს
1. ვერძი
ვერძებისთვის საუკეთესო ფერი წითელია. თუმცა, არა ამ ახალი წლის ღამეს. წითელი ფერის ყველა ტონი აკრძალულია დღესასწაულის ღამეს, ამიტომ რამე სხვა უნდა იპოვოთ. ასტროლოგების რჩევით, ვერძებმა უპირატესობა თეთრ, ვერცხლისფერ ან ნაზ ვარდისფერ ტანსაცმელს უნდა მიანიჭონ. დასაშვებია წითელი ორნამენტები ან აქსესუარები.
2. კურო
ამ ახალი წლის ღამეს, კუროებისთვის ბედნიერი ფერი იქნება შავი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს სადღესასწაულო ფერი არ არის, თუმცა, თეთრი ვირთხა მას დააფასებს. განსაკუთრებით, თუ ამ ტანსაცმელს მეტალის აქსესუარებითა და ძვირადღირებული მეტალის ორნამენტებით სრულყოფთ. ვირთხას უყვარს ვერცხლი და ოქრო.
3. ტყუპები
ტყუპებს იღბალი არ უმტყუნებთ, თუ ახალ წელს ვერცხლისფერ-თეთრ, ყავისფერ, შოკოლადის ან ოქროსფერ ტანსაცმელში შეხვდებიან. ყველაფერი, რაც მეტალისაა, პირდაპირი გაგებით იზიდავს იღბალს, ამიტომ ამ ფერებს ნუ უგულებელყოფთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ ტანსაცმელთან 1-2 მოდური აქსესუარის შეხამებაც. ამბობენ, რომ წყვილი სამკაული ცხოვრებაში მეორე ნახევრის მოზიდვას ემსახურება.
4. კირჩხიბი
ნაზ კირჩხიბებს ასტროლოგები ურჩევენ ვერცხლისფერ-ნაცრისფერი, თეთრი ან რძისფერ-ცისფერი ტანსაცმლის ჩაცმას. ასე შეძლებთ იდეალური ბალანსის შენარჩუნებას თქვენთვის იდეალურ ფერსა და 2020 წლის სიმბოლოს შორის. ვერცხლისფერი სამკაულები და ბრჭყვიალები თქვენს ლუქს სრულყოფს.
5. ლომი
ლომებს ამ წელში ზღაპრულად გაუმართლათ: მათ მათთვის საყვარელი, ოქროსფერი ტანსაცმლის არჩევა შეუძლიათ. მომავალ წელს მათი თანამგზავრი წარმატება და იღბალი რომ გახდეს, ნამდვილად მბზინავი და მდიდრული ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან. დროა, ზარდახშიდან ყველაზე საყვარელი და ძვირადღირებული სამკაულებიც ამოიღონ. ამ საღამაოს ისინი უნდა ბრწყინავდნენ!
6. ქალწული
ქალწულებისთვის წარმატებული ფერებია ყავისფერი, მწვანე, ყვითელი და ხორცისფერი. ნაზი ქალწულები ამ ფერებში ულამაზესები იქნებიან, თუ მათ მეტალის დანართებს ან სამკაულებს შეუხამებენ. ვირთხა დადებითად მიიღებს ამ ფერების ტანსაცმელს, თუ ყველაფერს თეთრ ფერსაც შეუხამებთ. დაუმატეთ ლუქს თეთრი აქსესუარები ან ფეხსაცმელი. უარი თქვით კლასიკაზე, რომანტიკული ლუქის სასარგებლოდ.
7. სასწორი
სასწორებისთვის ასტროლოგები წარმატებულ ფერებად თვლიან ნაზ და რბილ, პასტელური ტონის ცისფერს, მწვანესა და ლურჯს. ასევე, არ დაგავიწყდეთ თეთრი დანართები და ვერცხლის სამკაულებიც. მეტალის ვირთხა ასეთ ბრძნულ არჩევანს ნამდვილად დააფასებს.
8. მორიელი
წითელ ფერზე უარი ექსტრავაგანტულმა მორიელებმაც უნდა თქვან, შავი ან ყავისფერი ტანსაცმლის სასარგებლოდ. კლასიკა და თავშეკავებულობა – აი, რა მოუტანს მათ წარმატებას ამ ახალ წელს. შეგიძლიათ, ლუქს მასიური საყურეები ან ფართო ქამარიც დაუმატოთ.
9. მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ახალი წლის საღამოს ურჩევენ ყავისფერი ან შოკოლადისფერი ტანსაცმლის შერჩევას. თუ ლუქი იბრწყინებს – უკეთესი იქნება. ლუქი უნდა სრულყოთ ამავე ფერის დახვეწილი სამკაულებით. ვირთხას მოეწონება ეს ფაქიზი გემოვნება.
10. თხისრქა
თხისრქისთვის რეკომენდებულია მაქსიმალურად ნეიტრალური ნაცრისფერი ტანსაცმელი. თუმცა, ნუ იფიქრებთ, რომ ლუქი ზედმეტად მოსაწყენი იქნება. ყოველთვის შეიძლება ნაცრისფრის გაზავება საინტერესო პრინტებით. აქსესუარები მხოლოდ თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ.
11. მერწყული
მერწყული ნამდვილი იღბლიანია ამ წელს. ალბათ, სწორედ ამ ნიშანს აქვს ყველაზე მდიდარი პალიტრა საახალწლო საღამოს ტანსაცმელებისთვის. მათი ლუქი ამ საღამოს შეიძლება იყოს მწვანე, ცისფერი, ყვითელი, ყავისფერი თუ ნაზი ვარდისფერი. ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, თეთრს უნდა ეხამებოდეს. გააკეთეთ აქცენტი კონტრასტზე და იბრწყინეთ!
12. თევზები
მგრძნობიარე და ნაზ თევზებს მოუხდება მშვიდი ცისფერი ტონები. ნაზი ხავერდის კაბა იდეალურად გამოკვეთს თქვენს ინდივიდუალობას და საახალწლო ლუქს განუმეორებლად აქცევს. აუცილებლად დაუმატეთ ლუქს ვერცხლის დეტალები – ასე წარმატება მთელი წლის მანძილზე არ მოგშორდებათ გვერდიდან.
ყველას უნდა, მოდურად და ლამაზად გამოიყურებოდეს საახალწლო წვეულებაზე, თანაც, არც მომავალი წლის სიმბოლოს განაწყენება სურთ. ეს მარტივი რჩევები ორივე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ.
ახლა უკვე იცით, თუ რა ფერებში უნდა შეხვდეთ ახალ წელს. ასტროლოგებს სწამთ, რომ ტანსაცმლის ფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც ვფიქრობთ, რომ არ ღირს ამ რწმენის უგულებელყოფა, თუმცა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა განწყობით აღნიშნავთ დღესასწაულს. თქვენ როგორ ფიქრობთ?