როგორ მოვხარშოთ ფეტვის ფაფა

9491
როგორ მოვხარშოთ ფეტვის ფაფა
როგორ მოვხარშოთ ფეტვის ფაფა

ფეტვი – მარცვლეული, რომელიც ფეტვის მცენარისგან მიიღება. თუ ვინმე თვლის რომ ფეტვის კერძი მხოლოდ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ცდება. ბრინჯის პოპულარობამდე სწორედ ფეტვი იყო აზიის ქვეყნების სუფრის ხშირი, მოგვიანებით კი ევროპასა და აფრიკაშიც გამოჩნდა. ხელმისაწვდომობის, სარგებლობის და კვებითი ღირებულების გათვალისწინებით მარცვლეული შეუყვარდა ყველას, ვინც ფიზიკური შრომით არის დაკავებული.

თანამედროვე მაცხოვრებლებისთვისაც ფეტვის ფაფა – საუზმის შესანიშნავი ვარიანტია, რომელიც გამოიყენება როგორც დიეტის დროს, ასევე ორგანიზმის გასაწმენდად, მძიმე დაავადებების შემდეგ ენერგიის აღსადგენად. ფეტვი ცხიმოვან დაგროვებას არ ქმნის. ასევე, მას ორგანიზმიდან ცხიმები, ტოქსინები, ანტიბიოტიკები გამოაქვს, ამასთან ჰიჰო ალერგიულ პროდუქტად ითვლება.

დღეს ფეტვის ფაფის სასარგებლო თვისებების შესახებ გაგიზიარებთ, ასევე გიამბობთ, როგორ მოვხარშოთ ფეტვის ფაფა რძეზე ისე, რომ არა მხოლოდ ვიტამინებით სავსე, არამედ გემრიელიც იყოც.

როგორ მოვხარშოთ ფეტვის ფაფა
ფეტვის ფაფაში შედის რეტინოლი, ტოკოფეროლი, B ჯგუფის ვიტამინები, ასევე მთელი რიგი ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტები, მათ შორის თუთია, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და კალიუმი. ასევე აქ მკერდის რძის 12-დან 10 ამინომჟავა გვხვდება.

ფეტვის ფაფის უარყოფითი მხარე არ უნდა დაგვავიწყდეს. ფეტვის ფაფა რეკომენდებული არაა თუ თქვენ გაქვთ კუჭის პრობლემები (წყლული, გასტრიტი, დაბალი მჟავიანობა). ყოველდღიური გამოყენება მავნებელია ორსული ქალებისა და პატარა ბავშვებისთვის. დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ფეტვის ფაფა ზედმეტი მოხმარების შემთხვევაში მამრობით პოტენციალზეც უარყოფით გავლენას ახდენს.

ფეტვის ფაფის რძეზე მოსამზადებლად რეკომენდებულია უცხიმო რძის (დაახლოებით 1% ცხიმი) აღება. ასევე შეარჩიეთ ყვითელი ფეტვის მარცვლები – ის მწარე არაა, სწორედ ამიტომ ფაფას სასიამოვნო გემო ექნება.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფეტვის მარცვლეული
  • 2 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა წყალი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 30 გრ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება
1. ფეტვის მარცვლეული გაასუფთვავეთ, ქვები მოაშორეთ და ნაგავისგან გაწმინდეთ. შემდეგ ცივ გამდინარე წყალში გარეცხეთ მანამ, სანამ წყალი გამჭირვალე არ გახდება. ამის შემდეგ მდუღარე წყალი გადაასხით.

2. გაწმენდილი ფეტვი ქვაბში მოათავსეთ, წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლი საშუალო დონეზე დასწიეთ და წყლის შეწოვამდე ადუღეთ. ქაფის მოშორება არ დაგავიწყდეთ.

3. როცა წყალი ბოლომდე აორთქლდება, ცხელი რძე დაასხით და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. შაქარი და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, დაახლოებით 20 წუთით ადუღეთ.

4. ცეცხლიდან გადმოდგით და თავსახურ დახურული 10 წუთით დატოვეთ. რძიანი ფეტვის ფაფა მზადაა. მხოლოდ კარაქის დამატება არის საჭირო და შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

თუ ფაფას ბავშვისთვის ამზადებთ, შეგიძლიათ ოდნავ უფრო ბევრი რძე დაამატოთ – კერძი უფრო თხელი გამოვა. უფრო სქელი ფაფისთვის კი 2 ჭიქის ნაცვლად 1.5 ჭიქა რძე გამოიყენეთ.

ამ მარტივი რეცეპტით ფაფა ყოველთვის საჭირო კონსისტენციის გამოვა. თუ ჩირს, კაკალს, გოგრის თესლს და ახალ დაჭრილ ხილს დაუმატებთ, ასეთი კერძი ორმაგად სასარგებლო და გემრიელი იქნება. განსაკუთრებით რეკომენდებულია ბანანის დამატება.

სხვადასხვანაირი ფაფები მოგწონთ და მათ გემრიელ საკვებად თვლით? მაშინ ეს სტატია მეგობრებს გაუზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს