ვაშლი, კლიარი და ცოტა დრო. ეს ინგრედიენტები ჯადოსნური გზით მთელი ოჯახისთვის საოცარ ტკბილეულობად გარდაიქმნება. ბავშვები ვაშლის ფუნთუშებზე ხრაშუნა ქერქის და ტკბილი გემოს გამო უბრალოდ გიჟდებიან. უფროსები კი კარგ გემოს და ხელმისაწვდომ პროდუქტებს აღნიშნავენ.
„ვივიენი“ გირჩევთ დრო არ დაკარგოთ და ამ რეცეპტით დესერტი პირდაპირ ახლა მოამზადოთ. ნებისმიერი სანელებლის და ტოპინგის გამოყენებას შეძლებთ. როგორც ნამდვილმა შეფმა ფანტაზია ჩართეთ. ამ კერძში ყველაფერი გამოგადგებათ: დარიჩინი, შაქრის პუდრა, ვანილი, ლიმონის ცედრა. შეგიძლიათ თაფლი, შესქელებული რძე, ჯემი, მურაბა ან გამდნარი შოკოლადი მოასხათ. ვარიანტების მთელი ზღვა არსებობს!
ვაშლი კლიარში
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- ¾ ჭიქა რძე
- 20 გრ კარაქი
- ½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 3 კვერცხი
- 2 ვაშლი
- ¼ ჩ/კ მარილი
- 6 ს/კ მცენარეული ზეთი
მომზადება:
1. კლიარის მომზადებით დაიწყეთ. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. ცილა კარგი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
2. კარაქი გაადნეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
3. ყავისფერი შაქარი და კვერცხის გული ათქვიფეთ.
4. კვერცხის გულს კარაქი და რძე დაუმატეთ.
5. კვერცხის გულის, რძის და კარაქის ნარევს თანდათანობით ფქვილი დაუმატეთ.
6. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ცომი მოზილეთ.
7. ცომს ცილა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
8. ვაშლის გული ამოიღეთ. რბილობი 5-7 მმ რგოლებად დაჭერით. რგოლები ცომში მოათავსეთ.
9. ტაფას 1 სმ მცენარეული ზეთი დაასხით. შემდეგ კლიარში ამოვლებული ვაშლის რგოლები ორივე მხრიდან შეწვით.
10. შემწვარი ვაშლი სალფეთქზე გადმოიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.
11. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მასზე ვაშლის რგოლები მოათავსეთ, შაქარი მოაყარეთ და 180-190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.
შემწვარი ვაშლი სუფრაზე გაიტანეთ. შეგიძლიათ ცხელი ფუნთუშა ჩაისთან, წვენთან ან ყავასთან ერთად მიირთვათ. უნივერსალური ტკბილი წასახემსებელი რამდენჯერაც არ უნდა მოვამზადო, სულ გემრიელი გამომდის. გემრიელად მიირთვით!