2020 თეთრი ვირთხის წელია. ის, როგორც ცნობილია, ძალიან მომთხოვნია. აურზაური არ უყვარს და კეთილმოსურნე არ იქნება მათთვის, ვინც წვეულებისთვის წინასწარ არ მოემზადება. თქვენი ბედნიერი შანსი ხელიდან რომ არ გაუშვათ, წლის მფარველი არ გააბრაზოთ. როგორ უნდა მოიქცეთ?
საახალწლო კერძები
დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ გააფორმოთ სადღესასწაულო კერძები ისე, რომ თეთრი ვირთხა კმაყოფილი დარჩეს. თქვენს წინაშეა საინტერესო იდეები სალათების და წასახემსებელი კერძების გასაფორმებლად. ისღა დაგრჩენიათ, რომ საახალწლოდ ორიგინალური რეცეპტები მოძებნოთ.
როგორ მოვრთოთ საახალწლო სალათები ვირთხის წელში
1. ყველაზე მარტივით დავიწყოთ – ბუტერბროდი. სამკუთხა ყველის ნაჭერი წლის მმართველს მოგაგონებთ. კიტრის კუდი შეამჩნიეთ?
2. ეს ბუტერბროდი უბრალოდ პურის ნაჭერი ყველით არა! მადის აღმძვრელად და სადღესასწაულოდ გამოიყურება.
3. ორიგინალური წასახემსებელი კიბორჩხალის ჩხირებით, კვერცხით და მდნარი ყველით.
4. ოლივიეს სალათის გარეშე რომელი ახალი წელი ჩაივლის?
5. ამ ვირთხის თვალებზე მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ საერთოდ ცუდი იდეა არაა.
6. პოპულარული სალათი „ციყვი“ შეგიძლიათ სუფრაზე ასე გაიტანოთ.
7. სალათი „ვირთხა ყველში“ – ნამდვილი შემოქმედებაა. ასეთი გაფორმება ნებისმიერ რეცეპტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
8. ასეთი გაფორმებაც ნებისმიერ სალათს გახეხილი ყველით მოუხდება.
9. ვირთხის თემატიკას ცოტა გადავუხვიოთ. 2020 წლის საახალწლო მენიუ აუცილებლად ფერადი და ნოყიერი უნდა იყოს. სასურველია, ყვითელი ფერი გამოიყენოთ. ასეთი თეთრი ვირთხა ნამდვილად არ გაბრაზდება.
10. ყველის სხვადასხვა სახეობის ნაჭრები სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს.
11. თუ ძეხვის ნაწარმი გექნებათ, სუფრაზე მხოლოდ ასე გაიტანეთ.
12. მრავალფენიანი სალათი არა ღრმა თეფშით, არამედ ტორტის სახით გაიტანეთ. ამისთვის სპეციალური კულინარიული ბეჭედი გამოიყენეთ.
13. ქაშაყი კარტოფილი-ჭარხლის მუსის შუბის ქვეშ – სალათის საინტერესო გაფორმება.
14. მათთვის, ვისაც სალათი სიმინდით უყვარს.
15. ხიზილალას ბუტერბროდისთვის პურის ნაცვლად კრეკერი გამოიყენეთ.
16. სუფრის ცენტრში ასეთი ნაძვის ხე ლამაზი იქნება.
17. კამის ტოტები ჩვეულებრივ ოლივიეს სალათს სადღესასწაულო ტყედ გადააქცევს.
18. სალათის არც თუ ისე ეშმაკური გაფორმება, მაგრამ ძალიან ლამაზია!
19. ნახეთ, როგორი ფუნთუშებია!
20. ძალიან სასაცილო თოვლის ბაბუა.
21. მხოლოდ 2 ზეთისხილი და სალათი ნამდვილად სადღესასწაულოდ გამოიყურება.
22. და ბოლოს, სალათი ჩიფსებით „მზესუმზირას“ უჩვეულო გაფორმება.
ვიმედოვნებ, ეს იდეები სადღესასწაულო მაგიდის ლამაზად გაფორმებაში დაგეხმარებათ. ახალ, 2020 წელს კარგი განწყობით შეხვდით და ყველაფერი კარგად იქნება!