ქათმის ხორცი სამლიტრიან ქილაში: საოჯახო რეცეპტი

4108

ქათმის მომზადების რეცეპტებს თითებზე ვერ ჩამოთვლით: შემწვარი, გამომცხვარი, მოთუშული, ორთქლზე, შებოლილი… დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მივიწყებულ რეცეპტს, რომელიც მოიცავს წვნიან ქათმის ხორცს, გამომცხვარს ღუმელში, თანაც, სამლიტრიანი ქილით! ადრე ამ კერძს ქოთნებსა და სპეციალურ პაკეტებში ამზადებდნენ და მთელი ოჯახის სამყოფი ვახშამი გამოსდიოდათ.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ქათამი ქილაში, ზეთისა და წყლის გარეშე, თავის წვენში. საბოლოოდ, ისეთ წვნიან და ნაზ ხორცს მიიღებთ, რომ ტუჩებითაც შეგეძლებათ ჭამა.

როგორ მოვამზადოთ წვნიანი ქათამი

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 10 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 2 პომიდორი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • სურნელოვანი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ხორცი ულუფებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

2. გაფცქვენით ხახვი, სტაფილო და კარტოფილი. დაჭერით ბოსტნეული, პომიდვრის ჩათვლით, საშუალო ზომის ნაჭრებად. კარტოფილი ცალკე ჭურჭელში დაამარილეთ.

3. ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი სუფთა და მშრალ სამლიტრიან ქილაში ფენებად, დუმატეთ სურნელოვანი წიწაკა და დაფნა. არ გაავსოთ ქილა პირთამდე, თორემ იგი შეიძლება გასკდეს! ქილის ყელი დაფარეთ ფოლგით.

4. შედგით ქილა ცივ ღუმელში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ იგი. გამოაცხვეთ კერძი 180 გრადუსზე, 1.5 საათის განმავლობაში.

ქათამი და ბოსტნეული მზადაა! ეს ხორცი ასჯერ უფრო გემრიელი და წვნიანი გამოვა, ვიდრე ქოთანში ან სპეციალურ პაკეტებში მომზადებული… თითებს ჩაატანთ!

ქათმის კომბინირება ნებისმიერ ბოსტნეულთანაა შესაძლებელი, მთავარია, ფანტაზია ჩართოთ. ასევე, შეიძლება მისი მომზადება სოკოთი ან ქიშმიშით, ქლიავის ჩირით ან ფორთოხლით – ნამდვილი აღმოსავლური ზღაპარი გამოგივათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს