როცა მუდმივად რაღაც ცუდი ხდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამაში დამნაშავე ცუდი კარმაა.
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მოაგვაროთ პრობლემა და თქვენი კარმა გააუმჯობესოთ, უბრალოდ ერთ-ერთი გამოსახულება აირჩიეთ და ქვემოთ მისი მნიშვნელობა წაიკითხეთ.
1. არაჯანსაღი ურთიერთობა უკან მოიტოვეთ
წარსულში გქონდათ პერიოდი, როცა თავს მარტოსულად, იზოლირებულად და სხვებისგან მიტოვებულად გრძნობდით. ახლა რატომ ცდილობთ იმ ურთიერთობის განვითარებას, რომელიც თქვენთვის არც თუ ისე კარგია? ადამიანში მხოლოდ კარგს ხედავთ და ვერ ამჩნევთ, თუ მასში ნეგატივი როგორ ჭარბობს.
კარმის გასაუმჯობესებლად კარგი კავშირებისა და ურთიერთობებისთვის იბრძოლეთ. მარტო ყოფნის არ არსებული შიში დაივიწყეთ, თუ თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი არაა. ყურადღება გაამახვილეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენთვის ძვირფასია.
2. საკუთარ თავში დაეჭვებას და საკუთარი მიზნებისთვის საბოტაჟის მოწყობას მოეშვით.
შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში რთული სიტუაციების და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდით. ყველაფერმა, რასაც თქვენ აკეთებდით, შედეგები კიდევ უფრო გააუარესა. სავარაუდოდ, არ იცით რომ ეს შეცდომები მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს არ ენდობით.
დრო მოვიდა, უკან დაიხიოთ და საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაფიქრდეთ. ყველა ქმედება გაანალიზეთ, რამაც არასასურველ შედეგამდე მიგიყვანათ. ეცადეთ ეს მომავალი მსგავსი სიტუაციისთვის თქვენს გამოცდილებად აქციოთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც ნამდვილად გჭირდებათ.
3. სხვების ნდობა ისწავლეთ
წარსულში რამდენიმე ადამიანის მსხვერპლი გახდით და ბევრჯერ გიღალატეს, თქვენს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს. ახლა ყველასგან დისტანციას იკავებთ და არ იცით, თუ ვის ენდოთ. დრო მოვიდა, რომ ეს ცუდი კარმა მოიშოროთ და მოიზიდოთ ადამიანები, რომელთაც თქვენი ნამდვილად ესმის.
უბრალოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ და იმ ადამიანების ნდობა დაიწყეთ, რომლებშიც სინათლეს ხედავთ. ნიშნებს მარტივად გამოიცნობთ, უბრალოდ საკუთარი თავს ენდეთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ.