საკვები სოდის სარგებელი – მისი გამოყენების ამ მეთოდების შესახებ ბევრს წარმოდგენა არ აქვს. 

3953
საკვები სოდის სარგებელი - მისი გამოყენების ამ მეთოდების შესახებ ბევრს წარმოდგენა არ აქვს. 
საკვები სოდის სარგებელი - მისი გამოყენების ამ მეთოდების შესახებ ბევრს წარმოდგენა არ აქვს. 

თუ სამზარეულოში თაროზე საკვები სოდის ყუთი გაქვთ, დროა ის ხელში აიღოთ. არა, არაფრის გამოცხობა არ დაგჭირდებათ: სოდის გამოყენებას სულ სხვა მიზნით ვაპირებთ.

როგორც აღმოჩნდა, სოდას მთელი რიგი სახლის მოვლის საშუალებების ჩანაცვლება და კოსმეტოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ეს საშუალება ძალიან იაფი ღირს და საკმაოდ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამაში დარწმუნდებით, თუ სტატიას ბოლომდე წაიკითხავთ.

საკვები სოდის გამოყენების მეთოდები

1. ომლეტი რომ ნოყიერი და აყვავებული იყოს, ცოტა სოდა დაუმატეთ. იდეალური პროპორცია – 1/4 ჩ/კ სოდა 3 კვერცხზე.

2. ლობიო მოხარშვამდე ჩაალბეთ, წყალს ოდნავ სოდა დაუმატეთ, რომ უფრო სწრაფად მომზადდეს.

3. სოდა ხახვის, ნივრის და თევზის სუნს ხელზე ანეიტრალებს. ამ არომატულ პროდუქტებთან შეხების შემდეგ ცოტა სოდა წყალში გახსენით და ხელები გაიწმინდეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. რჩევა მებაღეებს: იმისთვის, რომ პომიდვრის ნაყოფი ტკბილი იყოს, მცენარის ფესვებს ცოტა სოდა მოაყარეთ.

5. დამწვარ ტაფას მარტივად გაწმენდთ, თუ ნახევარ ჭიქა სოდას ძირზე მოაყრით და წყალში გახსნით. ამის შემდეგ ხსნარით სავსე ტაფა ცეცხლზე დადგით.

6. სოდა მაცივრიდან და ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ. ერთი ჭიქა სოდით გაავსეთ და მანქანა ჩვეულებრივ ჩართეთ. რთულ შემთვევაში პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ.

7. მზის დამწვრობიდან მიღებული ტკივილის მოსაშორებლად სოდის აბაზანა მიიღეთ. ოთახის ტემპერატურის წყლით აბაზანა აავსეთ და 1 ჭიქა სოდა-ფხვნილი ჩაყარეთ. სიმსუბუქეს წამიერად იგრძნობთ!

8. სოდა მიკროტალღურ ღუმელს ორ წამში გაწმენდს. უბრალოდ 1 ს/კ სოდა 1 ჭიქა წყალში გახსენით და მაქსიმალურ სიძლიერეზე 3-5 წუთით გააცხელეთ. ლაქები უფრო ადვილად მოშორდება.

9. ფეხის სოკოს განკურნებას შეძლებთ, თუ ყოველ საღამოს სოდიან აბაზანას გაიკეთებთ. 3 ს/კ სოდა 5 ლ წყალში გახსენით და მიღებულ ნარევში ფეხები 20 წუთით გააჩერეთ.

10. მწერის ნაკბენის ქავილს სოდის და წყლის სქელი ფაფის მეშვეობით ადვილად მოიშორებთ. ნაკბენზე დაიდეთ და გააშრეთ, შემდეგ უბრალოდ ჩამოიფერთხეთ.

11. თმის სილამაზისთვის, ასევე ლაქის და მუსის სრულად მოშორებისთვის, შამპუნს 1 ჩ/კ სოდა დაუმატეთ.

12. ხორცი რომ რბილი გახდეს, ხორცის ნაჭერს სოდა მოაყარეთ და რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ. მომზადების წინ სოდა კარგად უნდა მოაშოროთ.

როგორც ხედავთ, მარტივ სოდა ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია! ამ სასწაულ-საშუალებას თაროზე დიდხანს ნუ გააჩერებთ და თქვენს მეგობრებს მის შესახებ სტატია აუცილებლად გაუზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს