პლანეტაზე მილიონობით ადამიანი იბადება, რომელთა ხასიათის თავისებურებები, ქცევების მოტივები და სტერეოტიპები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ასტროლოგები ასეთ მსგავსებას ადამიანის ბედზე მისი დაბადების თარიღებისა და ცური მნათობების გავლენას უკავშირებენ. ჰოროსკოპის ნამდვილობის შეიძლება არ გჯეროდეთ, თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც ერთი ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ხასიათებით.
ჩვენმა რედაქციამ შეაგროვა ყველაზე საინტერესო და ზუსტი გამონათქვამები ინტერნეტიდან, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის შესახებ, რომლებშიც საკუთარ თავს თითოეული თქვენგანი ამოიცნობს.
საინტერესო გამონათქვამები
ვერძი
- “ამბობენ, რომ ყველაზე ჯიუტები არიან კუროები, თხისრქები და მორიელები. რას ამბობთ, ოდესმე გიცდიათ ვერძის გადარწმუნება?”
- “ვერძი – ეგოისტი არაა, მას უბრალოდ შეუძლია საკუთარი თავისთვის ცხოვრება. არაამპარტავანი ვერზი უბრალოდ არ თვლის საჭიროდ, ყველას გაუღიმოს. იგი სიტყვებისთვის ჯიბეში არ ძვრება. არაა ეჭვიანი – უბრალოდ მიჩვეულია ერთადერთობას.”
- “ქალი-ვერძი – ესაა წიგნი, რომელიც მამაკაცისთვისაა დაწერილი. თუ ვერ გაუგეთ, ესე იგი, იგი თქვენთვის არაა დაწერილი.”
- “ძალიან ბევრი ადამიანი, მთელი კვირის მანძილზე ელოდება პარასკევს, მთელი თვე – დღესასწაულს, მთელი წელი – ზაფხულს, ხოლო მთელი ცხოვრება – ბედნიერებას. ხოლო ვერძი თვლის, რომ ყოველ დღეს უნდა შეჰხაროდეს და ყოველი წამით უნდა დატკბეს.”
- “ვერძის ნდობა ნერვული უჯრედივითაა: პრაქტიკულად არ აღდგება.”
- “ვერძს უნდა ჩაეხუტოთ, როცა იგი მოწყენილია, აკოცოთ, როცა სულელობს, და აჭამოთ, როცა ისტერიკა აქვს.”
- “გასაკვირია, თუ როგორ არ გადაშენდნენ ვერძები თავიანთი უკიდეგანო მინდობლობითა და ჭარბი სამართლიანობით.”
- “ვერძები არასდროს ყოფილან იდეალურები, დაწყებული გარეგნობით და დასრულებული ხასიათით. სამაგიეროდ, ისინი ყოველთვის საკუთარი თავები იყვნენ.”
კურო
- “კუროებისთვის სამოთხე – ესაა ნებისმიერი ადგილი დედამიწაზე, სადაც არაა მაღვიძარა, ორშაბათი და უფროსი.”
- “მამაკაცები თბლიან, რომ ქალებს მაგარი, ფულიანი ბიჭები სჭირდებათ. თუმცა, კურო-ქალების 90% დათვს აირჩევდა, მაშასა და დათვის მულტფილმიდან.”
- “ქალ-კუროებში გასაოცრადაა შერწყმული ის, რის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია, და ის, რასთან ერთადაც ცხოვრება შეუძლებელია.”
- “თუ კუროს შოკოლადი უნდა, მივა და შეჭამს. რადგან თუ იგი ამის ნაცვლად ხილს, ბოსტნეულს, სალათს ან თევზს შეჭამს, მერე მაინც შეჭამს შოკოლადს.”
- “კუროსთვის ბედნიერება – ესაა ბევრი მოგზაურობა, გემრიელად ჭამა და საყვარელ ადამიანთან ძილი.”
- “კურო იმდენად ერთგულია, რომ მარცხნივ მაშინაც კი არ იხედება, როცა გზაზე გადადის.”
- “თუ ცხოვრება კუროსკენ ერთი ადგილით მობრუნდა, იგი მასზე ლამაზ, მაქმანებიან ტრუსებს იპოვის.”
- “კურო – საშინელი მესაკუთრეა. თუ რაღაც მას ეკუთვნის, ესე იგი, ის სხვა არავისია. ის, რასაც კურო თავისად მიიჩნევს, მას ყველაზე მეტად უყვარს.”
ტყუპები
- “ტყუპები კანფეტი არაა, ყველას გემოვნებას რომ მოერგოს. იგი კაკალია, რომელსაც ყველას კბილი ვერ გატეხავს.”
- “ტყუპების დევიზია: თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, მაშინ აუცილებელია!”
- “თუ ტყუპებმა მიზნად ვიღაცის გაბედნიერება დაისახეს, იმ ადამიანს უკვე ვეღარავინ გადაარჩენს.”
- “ტყუპების გაოცება მხოლოდ სიყვარულით თუ შეიძლება. ნამდვილი, გულწრფელი, უტყუარი და უღალატო სიყვარულით. დანარჩენი ტყუპებმა უკვე ნახა.”
- “ტყუპებს ძალიან უყვარს ყველა, ვინც მას კარგად ექცევა. მაშინაც კი, თუ ტყუპები არ გელაპარაკებათ, არ იფიქროთ, რომ არ გაფასებთ.”
- “ტყუპი-ქალი გიჟდება თავდაჯერებულ მამაკაცებზე. მამაცი, გონიერი, ძლიერი მამაკაცი, რომელიც წყვეტს, იღებს პასუხისმგებლობას, სწრაფად ფიქრობს, არ ყოყმანობს, ქმნის, არ ანადგურებს, ფიქრობს და გზას კაფავს.”
- “ვერასდროს გაიგებთ, თუ რა უდევს ტყუპებს სულში, თუ იგი თავად არ მოინდომებს გამხელას. თუმცა, თუ იგი მოგენდოთ, იცოდეთ, რომ თქვენ მისთვის ერთგული მეგობარი ხართ.”
კირჩხიბი
- “კირჩხიბს არ აქვს დრო მათ შესაძულებლად, ვინც მას ვერ იტანს, რადგან იგი ძალიან დაკავებულია მათი სიყვარულით, ვისაც იგი უყვარს.”
- “როცა კირჩხიბი ბედნიერია, იგი საუბარს ვერ წყვეტს. როცა მოწყენილია, მას ერთ სიტყვასაც ვერ ამოგლეჯთ პირიდან.”
- “როცა კირჩხიბის მოთმინების ფიალა აივსება, მაშინ იწყება სრული გაუგებრობა.”
- “კირჩხიბს გულთან ახლოს არ მიაქვს კრიტიკა, რომელსაც ამ ცხოვრებაში წარუმატებელი ადამიანი წარმოთქვამს.”
- “კირჩხიბებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ ოჯახური ცხოვრება. ისინი მასში მთელ სულს დებენ. როგორც ჩანს, ოჯახი სწორედ კირჩხიბებმა მოიგონეს.”
- “ხანდახან, კირჩხიბში 90 წლის მოხუცი ქალი ჩასახლდება ხოლმე. იგი ბუზღუნებს და ყველა ეზიზღება.”
- “თუ გკითხავენ, თუ რა გენდომებოდათ ყველაზე მეტად – კირჩხიბი თუ მილიონი ევრო, უპასუხებთ: კირჩხიბი! რადგან ფულს მაინც არავინ მოგცემს, ხოლო კირჩხიბთან ერთად ყოფნა – კომფორტულია.”
- “კირჩხიბს შესანიშნავი მეხსიერება აქვს! როცა იგი ამბობს “არ მახსოვს”, ესე იგი, უბრალოდ არ უნდათ ამაზე საუბარი.”
ლომი
- “ლომი არასდროსაა მარტო! მასთან ყოველთვის მიდის შთაგონება, მადა, სიზარმაცე…”
- “ლომის მტკიცე ხასიათი, როგორც წესი, იმ აგურებისგან აიგო, რომლებსაც ესვროდნენ.”
- “ვიღაცისთვის ლომი – მზეა, ხოლო ვიღაცისთვის – მზის დარტყმა! ვიღაცისთვის კი ის საერთოდ არ ანათებს…”
- “გასაოცარია, თუ რამდენად ცოტა დრო სჭირდება ლომს სტადიიდან “როგორ ვნერვიულობ და ვდარდობ მასზე” სტადიაში “ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ” გადასასვლელად.”
- “სანამ ლომთან ითამაშებდეთ, დარწმუნდით, თვითონ ლომი ხომ არ თამაშობს თქვენთან.”
- “ჩახუტება – ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი ფორმაა ლომებისთვის სიყვარულის გამოსახატავად. ასე ისინი თავს უსაფრთხოდ და ადამიანთან ახლოს გრძნობენ, ფიქრობენ, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. ეს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი გრძნობაა.”
- “ბევრ ქალს აწუხებს კითხვა, თუ როგორ შეინარჩუნოს მამაკაცი. თუმცა, ქალმა-ლომმა იცის, რომ თუ ნამდვილად გინდათ ბედნიერება, არ უნდა იცხოვროთ მამაკაცთან, რომლის შენარჩუნება საჭიროა.”
- “ლომებს არ სურთ, რომ მათი ცხოვრება ზებრასავით იყოს. მათ სურთ, ცხოვრება თუთიყუშივით ფერადი გახდეს.”
ქალწული
- “ქალწული – ეს წონისა და სიმაღლის პროპორცია კი არა, ინტელექტის, გემოვნებისა და თავდაჯერებულობის ურთიერთქმედებაა.”
- “ქალწული მრავალჯერ იძულებს საკუთარ თავს იმისათვის, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს.”
- “ქალწულის სიბრძნე, ეშმაკობასთან ერთად, ისეთ ეფექტს იძლევა, რომელსაც ვერავითარი უმაღლესი განათლება ვერ მოიტანს.”
- “დააფასეთ ქალწულები, რომლებიც მეორე შანსს გაძლევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი სიყვარული ძალიან ძლიერია და მათ გულს ჰყოფნის ძალები ამისათვის.”
- “როცა ქალწული რაღაცას გეკითხებათ, უპასუხეთ სიმართლე. დიდია იმის ალბათობა, რომ მან პასუხი უკვე იცის.”
- “ქალწულთან კამათის დასრულების შემდეგ, ყველაზე კარგი დასასრულია თავის მომკვდარუნება.”
- “ქალწული არასდროს დარდობს იმაზე, რომ მას ბევრი სირთულე ხვდა წილად ცხოვრებაში. მათ იგი, როგორც მთელ თავის ცხოვრებას, წინსვლისთვის იყენებს.”
- “გამჭრიახ ქალწულს შეუძლია გავლენის მოხდენა მათზე, ვისაც საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ. ამით წარმატებულად სარგებლობს კიდევაც.”
სასწორი
- “ყველა სასწორს ორი ცხოვრება აქვს: ერთ-ერთ მათგანს ყველა ხედავს, ხოლო მეორეში მარტო ცხოვრობენ.”
- “სასწორი გასაოცარი ადამიანია! მას ნებისმიერ ადამიანში შეუძლია რაღაც კარგის პოვნა.”
- “სასწორი ძალიან იშვიათად ცდილობს ადამიანებისთვის ნიღბების მოხსნას. მას შესანიშნავად ესმის, რომ ეს, უმეტესად, ნიღაბი კი არა, ალიკაპია.”
- “სასწორს ძალიან უნდა, ხანდახან მაინც შეეძლოს ღილაკზე “არ იფიქრო” დაჭერა და უბრალოდ ცხოვრებით ტკბობა.”
- “სასწორს, როგორც არავის სხვას, სჭირდება აბსოლუტური დარწმუნება იმაში, რომ იგი უყვართ. დარწმუნება, რომელიც არაერთხელ გააძლიერა მოქმედებამ.”
- “სასწორმა უნდა ისწავლოს, არ დაემალოს პრობლემებს, აირჩიოს ერთ-ერთი გამოსავალი და მაშინვე გააკეთოს ის, რაც გადაწყვიტა.”
- “სასწორებმა პერიოდულად უნდა გადახედონ თავიანთ ურთიერთობებს ადამიანებთან, სწორედ ამ ადამიანების თვალთახედვის არედან: წამიერად წარმოიდგინონ საკუთარი თავები მათ ადგილას და იფიქრონ, ყველაფერი მოსაწონია თუ არა, ყველაფერი მიდის თუ არა ისე, როგორც საჭიროა.”
მორიელი
- “მორიელის პრობლემათა 99% გადაწყდებოდა, მათ დამშვიდება რომ შეეძლოთ და აღარ ფიქრობდნენ ამ პრობლემებზე.”
- “თავისი ხასიათის ძალას მორიელები უნდა უმადლოდნენ მათ, ვინც, დაცემისას, ხელის გაწოდების ნაცვლად, ფეხი დაუდო.”
- “ყოველ მორიელში ორი ადამიანი ცხოვრობს: ერთი მშვიდი და მდუმარეა, ხოლო მეორე მაშინ ჩნდება, როცა პირველს აწყენინებენ.”
- ” მორიელი იშვიათად ავლენს აგრესიას დაუყოვნებლივ. იგი გაფრთხილებთ, მინიშნებასა და დროს გაძლევთ… ნუ დაელოდებით მისი მოთმინების დასრულებას!”
- “მორიელს მოსწონს ურთიერთობაში უბრალო, გულწრფელი და მგრძნობიარე ადამიანები.”
- “მორიელმა შეიძლება მოგაჩვენოთ, რომ სულში ჩაფურთხება არ უგრძვნია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავიწყდება. მორიელს გამოუსწორებელი შურისმაძიებლობა ახასიათებს.”
- “მორიელი – ეს ის არაა, რომელსაც უკიდურესად ესაჭიროება სიმშვიდისა და ენერგიულობის მაღალ ხარისხს შორის ბალანსის პოვნა.”
- “სწორედ მორიელზე შეიძლება იმის თქმა, რომ იგი “შავი კატაცაა”: თუ გზაზე გადაგირბინათ, ვეღარავითარი “ტფუ-ტფუ” ვერ გიშველით!”
მშვილდოსანი
- მშვილდოსანს ხელებით უყვარს. მას ესაჭიროება თქვენი შეხება, მოფერება, შეგრძნება, თითებით ცდა და ღიტინი. არ გეხებათ – არ უყვარხართ!”
- “მშვილდოსანი იმდენად სუსტი არაა, რომ მოითმინოს შეურაცხყოფა, არც იმდენად ძლიერია, რომ გაპატიოთ, თუმცა არც იმდენად ბოროტია, რომ შური იძიოს. ამიტომ, ხშირად, ისინი უბრალოდ ზურგს აქცევენ ამ ადამიანებს, თანაც სამუდამოდ.”
- “ხშირად, მშვილდოსანს ისეთი სიტუაცია ექმნება, რომ ბევრი რამის იმედი აქვს, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა.”
- მშვილდოსანს არ ეშინია აღიარების. მას ეშინია, რომ მის აღიარებას არასწორად გაიგებენ, რადგან ასე ყველაზე ხშირად ემართება.”
- “მშვილდოსანთა 99% იმისთვის გაჩნდა, რომ მათი არსებობის ძირითადი აზრი, ასე თუ ისე, გზა გახდა.”
- “ხანდახან, მეგობრობა უბრალოდ მთავრდება. ღალატის, კამათისა და მიზეზების გარეშე – უბრალოდ განსხვავებულები ხდებით და ყველა თავის გზას ადგება. წლების განმავლობაში, მეგობრული წრე სულ უფრო ვიწროვდება. თუმცა ის, ვინც დარჩება, მშვილდოსნისთვის მხოლოდ მეგობარი კი არა, ოჯახის წევრი გახდება.”
- “ქალმა-მშვილდოსანმა ბევრი სასარგებლო რამ ისწავლა მამაკაცისგან: პრობლემის პრობლემითვე გადაწყვეტა, პასუხისთვის თავის არიდება, აღარ დარეკვა, საუკეთესოს შერჩევა და სიამოვნების მიღება. თუმცა, მათ ამისთვის ისევ ის მამაკაცები საყვედურობენ.”
- “მშვილდოსანს უყვარს კომფორტული ადამიანები, “ეკლებისა” და ხასიათის სიბნელის გარეშე. უყვარს, როცა ადამიანთან ნებისმიერ თემაზე შეიძლება საუბარი, კამათისა და ახსნების გარეშე. ასეთი ადამიანები მშვილდოსნის ცხოვრების ნაწილად იქცევიან და ისინი მათ გამო ისევე ნერვიულობენ, როგორც საკუთარ თავზე.”
თხისრქა
- “ჭეშმარიტი თხისრქები არასდროს გაუღიმებენ მათ, ვინც არ მოსწონთ. თუმცა, ისინი თავაზიანად მოიქცევიან ყველასთან – მათი თავაზიანობა არ მისცემს უხეშობის საშუალებას.”
- “იცით, რატომ უწოდებენ თხისრქებს უცნაურებსა და ცბიერს? იმიტომ, რომ ისინი მიისწრაფვიან ისეთი ცხოვრებისკენ, როგორიც თავად სურთ, და არა იმისკენ, რაც სხვებს მიაჩნიათ სწორად.”
- “თუ თქვენს ახლობლებს შორის თხირქაა, მტრებსა და პრობლემებს ნუ შეუშინდებით.”
- “თხისრქას არ ეშინია დროის, სიშორისა და სირთულეების. სწორედ ისინი ეხმარება მას საკუთარი ძალის აღქმაში და საკუთარი პიროვნების დაფასებაში.”
- “თხისრქათა უმეტესობა თვლის, რომ არსებობს ასაკობრივი დისკრიმინაცია: რაც უფრო ასაკოვანია თხისრქა, მით უფრო მეტად ბავშვია იგი. “მერე რა, რომ 9 წლის არ ვარ! მეც მინდა ბატუტზე ხტომა…”
- “თხისრქას უყვარს უცნაური ადამიანები.”
- “თხისრქას არ უყვარს, როცა მას უბრალოდ ეხებიან: ან თქვენ შორის რაღაც არის, ან თქვენ კატა ხართ, ან “არ შემეხოთ, თუ შეიძლება”.”
- “თუ გინდათ, რომ თხისრქას მოეწონოთ, იყავით, გულწრფელი, ნუ იხუმრებთ და ითამაშებთ სიტყვებით: მარტივად, თვალსაჩინოდ და გონივრულად ნათქვამს თხისრქა ყველაზე სწრაფად ხვდება და ყველაზე მეტადაც მოსწონს.”
მერწყული
- “ხანდახან, ადამიანები ფიქრობენ, რომ მერწყულზე რაღაც განსაკუთრებული ძალაუფლება აქვთ. ცდებიან.”
- “თუ მერწყული ბავშვივით იქცევა, ესე იგი ბედნიერია.”
- “მერყულს არ უკვირს სხვისი უცნაურობა – მას ხომ საკუთარის ახსნაც არ შეუძლია.”
- “ქალი-მერწყულის რეალობა ასეთია: მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არაა გვერდით მამაკაცის არსებობა, რამდენადაც იმ იდიოტის არ არსებობა, რომელიც მისგან სასიცოცხლო ძალებს წოვს.”
- “ჭეშმარიტ მერწყულს ახასიათებს რაღაცნაირი… ზებუნებრივი ინტელიგენტურობა.”
- “ყველაზე მეტად, ადამიანები მერწყულებს იმაზე უბრაზდებიან, რომ მათ არ შეუძლიათ და არ უნდათ პირად მოლოდინებთან შესაბამისობაში მოსვლა.”
- “როცა მერწყულს რეალობისგან გაქცევა სურს, საკუთარ თავში მიდის.”
თევზები
- “კარგია, რომ თევზების აზრების წაკითხვა არავის შეუძლია, თორემ მორცხვი და მოკრძალებული ადამიანის იმიჯი წყალში ჩაეყრებოდათ.”
- “დამდგარ წყალში ბევრი ბაცილააო – თევზებზეა ნათქვამი.”
- “თევზებს არ ეშინიათ გრძნობების, მათ გრძნობებში დახრჩობის შიში აქვთ.”
- “თევზებისთვის ერთი ადამიანი ნამდვილად მთელ სამყაროდ შეიძლება იქცეს.”
- “”უცებ” – ეს თევზების მეორე სახელია! უცებ მოიწყინა, უცებ გაიცინა, უცებ ეწყინა…”
- “თუ საქმე არჩევაზე მიდგება, მოდური და ლამაზად მოსაუბრე თევზების ნაცვლად აირჩევენ ჩუმ, საქმიან და ოჯახურ ადამიანს.”
- “თევზებს შესანიშნავი მეხსიერება აქვს და არასდროს ივიწყებს, თუ ვინმე კარგად მოექცა. ცუდის პატიება და დავიწყება შეუძლია, კარგი კი მის გულსა და სულს წლების შემდეგაც გაათბობს. თევზები არასდროს დაივიწყებს მას, ვინც მის გვერდით რთულ წუთებში იდგა.”
- “სწორედ თევზ-ქალს შეუძლია სერიოზულად დასვას კითხვა: “რაში მჭირდება ეს მამაკაცი სახლში, თუ ყველა ჩემს პრობლემას თავად ვწყვეტ?” “
ეთანხმებით ამ საინტერესო გამონათქვამებს, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნების თავისებურებებს გამოხატავს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს