ვის არ უყვარს რაჰათ-ლუხუმი? როცა აღმოსავლურ ტკბილეულს პირველად გასინჯავთ, მისი გემო ისეთივე დაუჯერებელია, როგორც ათას ერთი ღამე: ტკბილი, საინტერესო, მრავალი დანამატით. ხოლო, როცა უფრო ახლოს გაეცნობით, მიხვდებით, რომ შეგიყვარდათ. ტკბილი კუბების შეძენა სულაც არაა აუცილებელი: ლუხუმის მომზადება საკუთარი ხელებით შეგიძლიათ. თანაც, ეს პროცესი ისეთივე სასიამოვნოა, როგორც შედეგი.
ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ლუხუმი საშინაო პირობებში, მხოლოდ 4 ინგრედიენტის გამოყენებით: ჟელატინის, აგარ-აგარის, კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე, თანაც, ნაყიდზე ასჯერ უფრო გემრიელი შედეგის გარანტიით.
ლუხუმის რეცეპტი
ინგრედიენტები
- 400 მლ ახლადდაწურული მანდარინის წვენი
- 3 ს.კ. შაქარი
- 3 ს.კ. სახამებელი
- 1 ს.კ. კარაქი
- ქოქოსის ფანტელები მოსართავად
მომზადება
1. დაწურეთ 400 მლ მანდარინის წვენი, გააცალეთ კურკები და რბილობი.
2. გადაასხით წვენი ქვაბში, დაუმატეთ სახამებელი და შაქარი, კარგად მოურიეთ სათქვეფით, კენჭები რომ არ გაჩნდეს.
3. დადგით ქვაბი ცეცხლზე და დაელოდეთ მასის ადუღებას, მუდმივად ურიეთ. მოუკელით ცეცხლს და ხარშეთ მასა საშუალო სისქის ჯემის კონსისტენციამდე.
4. გამორთეთ ცეცხლი, დაუმატეთ 1 ს.კ. კარაქი და კარგად მოურიეთ სათქვეფით.
5. ლუხუმის ფორმას წაუსვით კარაქი, შემდეგ გაავსეტ ცხელი მანდარინის მასით. შედგით მასა მაცივარში სრულად გაგრილებამდე, უმჯობესია – მთელი ღამით.
6. ფრთხილად ამოალაგეთ ლუხუმები ფორმებიდან, დაჭერით ულუფებად და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში.
შინ მომზადებული ლუხუმი, საღებავებისა და კონსერვანტების გარეშე, მზადაა.
ეს ტკბილეული თქვენი ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის უსაფრთხო და საყვარელ კერძად იქცევა. გემრიელად მიირთვით!