საზაფხულო არდადეგების შემდეგ თავით სასწავლო პროცესში ჩართვა არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მათ მშობლებსაც უჭირთ. დედებმა იციან, რომ კარგ სასწავლო მოსწრებაში ერთ-ერთ მთავარ როლს დღის მკაცრი განრიგი განსაზღვრავს. ხოლო სწორი დღე აუცილებლად ნოყიერი საუზმით უნდა დაიწყოს!
დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ საუზმე რომ დილიდან თავი მხნედ იგრძნოთ. ნოყიერი საუზმე ბავშვს კონცენტრაციასა და ფიზკულტურის დროს ენერგიის ბოლომდე დახარჯვაში დაეხმარება.
მოსწავლის საუზმე
ორშაბათი. ნოყიერი ხაჭოკვერა
ხაჭო – ცილების, კალციუმის და შეუცვლელი ამინომჟავების წყაროა, რომლებიც ძლიერი გონებრივი დატვირთვის დროს აუცილებელია. ყველაზე სწორი მეთოდი ბავშვი სასარგებლო პროდუქტით გამოკვებოთ – საუზმეზე ნოყიერი ხაჭოკვერას მომზადება და საყვარელ ჯემთან ერთად მიწოდება.
100 გრ ხაჭო კვერცხს აურიეთ, 2 ს/კ შვრიის ფანტელი, 3-4 ს/კ ფქვილი, მწიკვი სოდა და 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ. მასა კარგად აურიეთ. მასიდან სოსისი გააკეთეთ და დაჭერით. თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ, ოდნავ ფქვილი მოაყარეთ და მზესუმზირის ზეთში შეწვით.
სამშაბათი. ფეტვის ფაფა ხილით.
ფეტვის ღია ფერის ფაფა – შვრიის შესანიშნავი ალტერნატივაა. დამტკიცებულია, რომ ფეტვის ფაფას გამოაქვს რადიო ნუკლიდები, ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, ნერვულ სისტემას ასტაბილურებს და ძვლებს აძლიერებს. პროცესი რომ უფრო სწრაფად წავიდეს, ფანტელები გამოიყენეთ.
1 ჭიქა ფეტვის ფანტელი ღრმა თასში ჩაყარეთ, მცირე მუჭა გარეცხილი ქიშმიში, დაჭრილი გარგარი და თხილი დაუმატეთ. მდუღარე 1 ჭიქა რძე დაასხით, თავსახური დაახურეთ და 5 წუთით გააჩერეთ.
ოთხშაბათი. სტაფილოს ბლინები.
მახვილი მხედველობის და ძლიერი იმუნიტეტის დროს სტაფილო შეუცვლელია. გემრიელი ბლინები ყველაზე დიდ გურმანსაც მოეწონება. ყველა ზრდასრული ადამიანი ვერც მიხვდება, რომ კერძის მთავარი ინგრედიენტი სტაფილოა!
დიდი ზომის სტაფილო გათალეთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ. კვერცხი, 2 ს/კ რძე, მწიკვი სოდა, 3-4 ს/კ პურის ფქვილი, 1 ს/კ შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ზეთით გაცხელებულ ტაფაზე 1 კოვზი ნარევი მოათავსეთ და საშუალო ცეცხლზე 3 წუთით ორივე მხრიდან შეწვით.
ხუთშაბათი. ომლეტი ჭიქაში
კვერცხი ცილების და ლეციტინის, რომელიც ტვინს კვებავს, და E ვიტამინის, სასიცოცხლოდ აუცილებელი ანტიოქსიდანტების, წყაროა. ამასთან, ეს პროდუქტი არასდროს არ მოგწყინდებათ. მიკროტალღურ ღუმელში გამომცხვარი ასეთი ვარიანტი სცადეთ!
ჭიქას კარაქი წაუსვით, კვერცხი გატეხეთ, 1-2 ს/კ რძე დაასხით, მწიკვი მარილი, სანელებელი, ცოტა მწვანილი დაუმატეთ. შეგიძლიათ გახეხილი ყველიც და დაჭრილი სოსისიც დაუმატოთ. კარგად აურიეთ და მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით შედგით.
პარასკევი. ზარმაცი ხაჭაპური
ნოყიერი კერძი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ და კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ. როგორც სამუშაო კვირის კარგად დასრულების ავანსი.
100 გრ მაგარი ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, 100 გრ ხაჭო, მწიკვი მარილი და სოდა, 1 კვერცხი, მწვანილის კონა და 4 ს/კ ფქვილი დაუმატეთ. არომატისთვის ცოტა ხმელი სუნელის და წიწაკის დამატება შეგიძლიათ. მასა გაცხელებულ ტაფაზე მცირე პორციებად გადაიტანეთ. ხის ჯოხით გაათანაბრეთ, 5 წუთით შეწვით საშუალო ცეცხლზე. ტაფას თავსახური დაახურეთ. გადააბრუნეთ და კიდევ 3 წუთით წვით.
შენიშვნა. იმ შემთხვევაში თუ დილით საუზმის მომზადებისთვის დრო არ გაქვთ, სასარგებლო სენდვიჩების ექსპერიმენტები სცადეთ. დამატების სახით 1 ჭიქა კეფირი ან ნატურალური იოგურტი საკმარისი იქნება. და რა უყვართ ბავშვებს საუზმეზე ყველაზე მეტად? დაწერეთ კომენტარებში. განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება თუ ამ სასარგებლო სტატიას მეგობრებს გაუზიარებთ.