უძველესი დროიდან სელი ადამიანს აცმევდა და ანაყრებდა, მისი თესლი და სელის ზეთი როგორც ოფიციალურ, ასევე ხალხურ მედიცინაში ბევრი დაავადების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება. სელის თესლში შედის 33%-მდე ცილა, 40%-მდე ცხიმოვანი ზეთი, რომელიც ლინოლეური, ლინოლენური, პალმიტინის, სტეარინის და ოლეინის მჟავა შედის. მასში კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის სასარგებლო ბევრი ორგანული მჟავა, ფიტოსტერინი და ლორწოა.
სელის თესლის ნახარში გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, პანკრეასის და ნაღვლის ბუშტის დაავადების, მეტეორიზმის და კოლიტის დროს გამოიყენება. 1 ს/კ სელის თესლს ემალის ქვაბში 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და თავდახურულ ჭურჭელში 30 წუთით ხარშეთ. პერიოდულად აურიეთ, შემდეგ გაუფილტრავი 100 მლ ნახარში დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ნახარშს სასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ მისი მარაგის სახით მომზადება რეკომენდებული არაა.
ცივი დაწურვის რეჟიმით მიღებული სელის ზეთი ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. 3 თვის განმავლობაში დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1-2 ჩ/კ სელის ზეთი დალიეთ შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, სისხლძარღვების გასაწმენდად, გულის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
ზეთის მიღება სპაზმების წარმოქმნას აფერხებს, ჰიპერტონიის დროს წნევას ამცირებს, გულის იშემიურ დაავადებას, ათეროსკლეროზს, ინფარქტს, ინსულტს, გასტრიტს, კოლიტს, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს აქრობს. ექიმები გირჩევენ სელის ზეთი ორსული ქალის რაციონში ჩართოთ, რომ ნაყოფის თავის ტვინი სწორად განვითარდეს. დიეტოლოგები გირჩევენ, რომ წონის დასაკლებად და ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად გამოიყენოთ. მამაკაცებმა პოტენციის გასაზრდელად, ხოლო ქალებმა კლიმაქსის უმტკივნეულოდ ჩასავლელად უნდა დალიონ.
სელი იმუნურ სისტემას შესანიშნავად აძლიერებს. სელის ზეთის მხოლოდ რამდენიმე დღით მიღება ასთმის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე აუმჯობესებს. წელიწადში 2-ჯერ, 3 თვიანი კურსის გავლა საკმარისია, რომ ზემოთ აღნიშნული დაავადება სამუდამოდ დაგავიწყდეთ.
სელის თესლი ხმის აღსადგენად და სასუნთქი გზების დაავადების დროს გამოიყენება. 2 ს/კ დაქუცმაცებულ სელის თესლს 1 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 10-15 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, 2 საათით დააყნეთ და ნახევარი ჭიქა ჭამის მიღებებს შორის დალიეთ (არ გაწუროთ). ეს საშუალება ძალიან ეფექტურია. მას მომღერლები სცენაზე გასვლამდე 20 წუთით ადრე სვამენ.
თუ გასტრიტი გაწუხებთ, წყლის ორთქლზე (ადუღების საშუალება არ მისცეთ) 100 გრ თაფლი და მზესუმზირას ზეთი აურიეთ, 200 გრ ყავის საფქვავში დაქუცმაცებული სელის თესლი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და დღეში 1 ჭიქა თბილი სასმელი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე დალიეთ.
გაფანტული სკლეროზის დროს საუზმეზე მიირთვით: 100 გრ კარტოფილი, 150 გრ სტაფილო, 50 გრ ოხრახუში და ნიახური კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და ემალის ქვაბში აურიეთ. 750 მლ უმარილო წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 15-20 წუთით თავდახურულ ჭურჭელში ხარშეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ, 2 ს/კ ხორბლის ქატო, 1 ს/კ მთელი ან დაქუცმაცებული სელის თესლი დაუმატეთ და 1-2 ჭიქა ნარევი შეჭამეთ.
მეორე საუზმე: საღამოს ღრმა თასში 2-3 ს/კ დაფქულ სელის თესლს და გაღვივებულ ხორბალს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. მთელი ღამე გააჩერეთ, დილით 2 აბი ლუდის საფუარი, 1-2 ტკბილი გახეხილი ვაშლი, 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ და იმწამსვე შეჭამეთ.