პეტროლიუმის ჟელე, იგივე ვაზელინი, არის საჭირო, თუმცა არა ისეთი ნივთი, რომელიც კოსმეტიკურ ჩანთებში სულ შეიძლება გვედოს. ამის მიუხედავად, თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იგი სახლში არ აქვს.
- ვაზელინი შესანიშნავად ატენიანებს ტუჩებს, არაფრით ჩამოუვარდება ჰიგიენურ ტუჩსაცხს. იცავს ნაზ კანს ტუჩებზე მავნე გარემოს პირობებში – ბზარებისა და გამოშრობისგან.
- შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა თმის შეღებვის დროს: თმის ზრდის ხაზის დაბლა დატანილი ვაზელინი, კანზე საღებავის ლაქების გაჩენისგან გვიცავს.
- დაგეხმარებათ ფრჩხილზე ლაქის აკურატულად წასმაში, ისე რომ ფრჩხილის გარშემო კანი არ დავსვაროთ. უბრალოდ წაისვით ცოტაოდენი ვაზელინი ფრჩხილის გარშემო და ლაქი დარჩება მხოლოდ იქ სადაც მისი ადგილია.
- მოიშორეთ ფეხების გამოშრობა: წაისვით ძილის წინ ვაზელინი ქუსლებზე და ჩაიცვით წინდები. რამოდენიმე ასეთი პროცედურის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ქუსლები გლუვი, დატენიანებული და ლამაზი გახდა.
- ვაზელინი შესანიშნავად დააფიქსირებს გაჩეჩილ ხშირ წარბებს. უბრალოდ ჯაგრისით ცოტაოდენი ვაზელინი შეიზილეთ წარბებში და ისინი მთელი დღის განმავლობაში ფორმას შეინარჩუნებენ.
- თუ თმის ბოლოები გიშრებათ და ორად იყოფა, წაისვით ვაზელინი (მცირეოდენი რაოდენობით) კვირაში რამოდენიმეჯერ. სასიკეთო ცვლილებებს მალევე შეამჩნევთ.
- ვაზელინი შესანიშნავად აშორებს მაკიაჟს, ამავდროულად კანსაც ატენიანებს. შეუძლია ჩაანაცვლოს ძვირადღირებული საშუალებები – დეკორატიული კოსმეტიკის მოსაშორებლად.
- ვაზელინი დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებაში. თავის დაბანიდან ნახევარი საათის შემდეგ მცირეოდენი ვაზელინი გაანაწილეთ თავის კანზე. ამ პროცედურის ერთი-ორი კვირით გამოყენების შემდეგ თქვენ შეამჩნევთ ქერტლის გაქრობას.
- წამწამები უკეთესად გაიზრდება, იქნება უფრო გრძელი, ხშირი თუ ძილის წინ მცირეოდენ ვაზელინს შეაზილავთ.
- ღამის დამატენიანებელი კრემის სახით ვაზელინი სასწაულებს ახდენს. რეკომედირებულია ყველასთვის ვინც დილით დასიებული თვალებით და დაჭმუჭმული სახის კანით იღვიძებს .ძილის წინ ვაზელინი თხელ ფენად წაისვით სახეზე და რამოდენიმე დღიანი პროცედურის შემდეგ შედეგით გაოცებული დარჩებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს