პროპოლისისა და რძის ნაზავი განსაკუთრებით ეფექტურია: გაცივების და ფილტვების დაავადების, ასევე ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ხსნის გაღიზიანებადობას, დაღლილობას.
პროპოლისის 10%- ნაყენის შეძენა უმჯობესია აფთიაქში.25მლ დიდხანს გეყოფათ და ღირებულებაც 15 ლარის ფარგლებშია.
ეს საშუალება უმჯობესია საღამოს მიიღოთ, ძილის წინ 20 წვეთი ჩაასხით 100მლ რძეში, 10 დღის განმავლობაში – თვეში ერთხელ. კურსი მეორდება 4-6 თვის მანძილზე.
გაცივების მკურნალობისას ბავშვებში დადებითი შედეგი დგება პირველი წვეთების მიღების შემდეგ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის გამოიყენეთ 1-2 წვეთი პროპოლისი 1/3 ჭიქა ცხელ რძესთან.
პანკრეატიტი, გასტრიტი, კუჭს წყლული, თრიკმელის დაავადება. მიიღეთ პროპოლისის ნაყენი მითითებული სქემით 6 თვის მანძილზე.
პროპოლისი რძით სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, კურნავს ეგზემას და კანის სხვა დაავადებებს, ანორმალიზებს მენსტრუალურ ციკლს.
პროპოლისი ძირეულად მოქმედებს ფსიქიკის სტაბილიზაციაზე. თუ თქვენ პროპოლისის ნაყენს მიიღებთ მღელვარება გაქრება- რაც ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობისას.