ექიმი, რომელმაც გოგონას ხელები მიაკერა, ყვება უშუალოდ საოპერაციოში მომხდარ ამბავს

3185

არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთში საშინელი რამ მოხდა: მარგარიტა გრაჩევა თავისი ეჭვიანი ქმრის მსხვერპლი გახდა, როცა კიდევ ერთი კამათის დროს, მამაკაცმა ქალს ხელის მტევნები მოაჭრა. ამ ისტორიამ პრესაში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. სიტუაციას დღემდე განიხილავენ. თუმცა, ყველა ამ განხილვის მიღმა დარჩნენ ის ექიმები, რომლებიც მთელი ძალით ცდილობდნენ ქალისთვის ხელების შენარჩუნებას.

ჩვენი რედაქცია ახლა გაგიზიარებთ იმ ექიმის ისტორიას, რომელმაც სასწაული მოახდინა და გოგონას ორივე ხელი მიაკერა.

ტიმოთე სუხინინი

სიახლე იმის შესახებ, რომ ექიმებმა ქალს ხელები მიაკერეს, თვალის დახამხამებაში მოედო მთელ ინტერნეტს. სწორედ ის ექიმია ტიმოთე სუხინინი. უახლეს ინტერვიუში, იგი ყვება იმის შესახებ, თუ რა მოხდა უშუალოდ საოპერაციოში. მისი სიტყვებით, ეს ყველაზე საშინელი შემთხვევა იყო მის პრაქტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანებში ძალიან რთული პაციენტებიც ჰყოლია.

“მქონია ასეთი შემთხვევა, როცა მამაკაცმა თავისი ხელი მოიჭრა. მისი თქმით, მას გაურკვეველი ხმები ეუბნებოდნენ, რომ იმ ხელით საკუთარ დედას დაარტყა. თუმცა, მსგავსი რამ ვინმესთვის თავისივე ახლობელს გაეკეთებინოს – მსგავსი საშინელების მოწმე არასდროს გავმხდარვარ.” – ამბობს ექიმი.

ოპერაცია 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და, გაუზვიადებლად ვამბობ, იგი უნიკალური იყო. ამდენი ხნის მანძილზე, ქირურგები მიკროსკოპის ქვეშ აკერებდნენ ნერვს ნერვზე, სისხლძარღვს სისხლძარღვზე. ეს ყველაფერი კი სრულ სიჩუმეში მიმდინარეობდა. ქირურგი იხსენებს: –“დავიწყეთ სამარისებურ სიჩუმეში – ამ საშინელი ძალადობის ფაქტმა ყველა ჩვენგანზე ძლიერ იმოქმედა.”

ყველას სასწაულის იმედი ჰქონდა, რამდენადაც არავინ იცოდა, მიიღებდა თუ არა ორგანიზმი მიკერებულ ხელს. ის, რომ ერთი ხელის შენარჩუნება მაინც მოხერხდა, ნამდვილად სასწაულია, თუმცა, მეტწილად, ეს ქირურგების დამსახურებაა, რომლებმაც საკუთარი საქმე კარგად იციან.

თვითონ ექიმი არ თვლის, რომ სასწაული მოახდინა. იგი ამბობს: –“ჩვენი განყოფილება სწორედ ამისთვისაა შექმნილი. ეს პირველი განყოფილებაა სსრკ-ში, მიკროქირურგია ქვეყანაში ამ საავადმყოფოთი დაიწყო. ადრე ჩვენთან მოჰყავდათ პაციენტები ვლადივასტოკიდან, შუა აზიიდან, სხვა მრავალი რეგიონიდან – მთელ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ასეთი განყოფილება იყო.”

სამწუხაროდ, ახლა ექიმი-მიკროქირურგები ამ განხრიდან პლასტიკურ ქირურგიაში გადადიან, რადგან ეს უკანასკნელი სფერო გაცილებით უფრო მომგებიანია. ამასთან, მიკროქირურგიული ოპერაციების სახელმწიფოებრივი დაფინანსება ყოველწლიურად მცირდება. ეს ძალიან საწყენია, რადგან პროფესიონალები, რომლებსაც მსგავსი ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ, ძალიან ცოტანი არიან. არადა, სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა სპეციალისტმა მისცა გოგონას შანსი, ამ საშინელი მოვლენის შემდეგ ნორმალური ცხოვრება გაეგრძელებინა.

“ჩვენი სპეციალობა სხვა განხრების საზღვარზე დგას: როგორც ტრავმატოლოგები, ვაერთებთ ძვლებსა და ხრტილებს, ამის შემდეგ, ნეიროქირურგების მსგავსად, ვკერავთ ნერვებს. შემდეგ სისხლძარღვებსაც ვაკერებთ ერთმანეთს, როგორც სისხლძარღვების ქირურგი, ხოლო, პლასტიკური ქირურგების ნაცვლად, ვკერავთ კანსაც.” – ამბობს ექიმი ტიმოთე.

იგი ამატებს: –“სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ ხელის მტევნის ქირურგია – არასერიოზული სპეციალობაა, სანამ მსგავს შემთხვევას თავად არ წააწყდება. მართალია, თითების გარეშე ადამიანი არ კვდება, ამიტომ ჩვენ სიცოცხლის გადარჩენას ვერ დავიბრალებთ, თუმცა, ჩვენ ნამდვილად ვაუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს.” მართლაც ასეა – ექიმს გოგონას სიცოცხლე არ გადაურჩენია, თუმცა მას ნორმალური ცხოვრებისა და საკუთარ შვილზე კიდევ ერთხელ შეხების საშუალება ნამდვილად მისცა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს