ერთ ჭერქვეშ ვამპირებთან ანუ მცენარეები, რომლებიც თქვენს ენერგიას შთანთქავენ.

7454

მცენარისთვის ადამიანის მხრიდან სიყვარული არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დროული მორწყვა და ხარისხიანი ნიადაგი. იგი თავისი ყვავილობით გიბრუნებთ იმ მზრუნველობას, რომელსაც მის მიმართ ყოველდღიურად იჩენდით. მცენარე წმენდს ჰაერს და იწოვს უარყოფით ენერგეტიკას, რომელიც სახლში დღის განმავლობაში გროვდება.

მცენარის აურა ძალიან რთულია. რაც უფრო მეტად ემთხვევა იგი თქვენს აურას, მით უფრო დიდი სიმპათია გიჩნდებათ გარკვეული მცენარის მიმართ. სწორად შერჩეული მცენარე აუმჯობესებს არამხოლოდ სახლის ენერგეტიკას, არამედ თქვენს სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ვამპირ მცენარეებს, რომლებიც ძალებს გაცლით და მუდმივად იწოვს თქვენს ენერგიას.

ვამპირი მცენარეები

1. სურო

როგორ სხვა ხვიარა მცენარეები, სურო სახლში იზიდავს სხვადასხვა დაავადებას, წარმოქმნის კონფლიქტებს. არასასურველია მისი გაზრდა ოფისშიც. სუროს მამაკაცის ენერგეტიკა აქვს და პრაქტიკულად აგდებს მამაკაცებს იმ სახლიდან, რომელშიც იმყოფება.

2. მონსტერა

მოერიდეთ ამ მცენარეს! არავითარ შემთხვევაში არ დადგათ მონსტერა საძინებელ ან ბავშვის ოთახში. თუ სახლში ბავშვები ან მოხუცები არიან, მონსტერა აქტიურად იკვებება მათი ენერგეტიკით. ნუ გააჩერებთ მას სახლში.

3. დიფენბახია

არ უხდება პატარა ოთახებს. იწოვს ენერგიას განურჩევლად – როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. სასარგებლოა დიდი ზომის ოთახებში, სადაც იგი ჰაერის გამწმენდის ფუნქციას შეასრულებს.

4. ბეგონია

მცენარე-ვამპირი, თუმცა სასარგებლო ვამპირი. თუ თქვენთან სტუმრები ხშირად მოდიან, დადგით 1-2 ქოთანი ეს მცენარე სამხრეთ ფანჯრის რაფაზე. ბეგონია ყველა ენერგიას შეიწოვს, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, რაღაც დროის შემდეგ კი მის კარგ ნაწილს დაგიბრუნებთ.

5. ორქიდეა

დიახ! ასეთი საყვარელი და პოპულარული ორქიდეა სახლის მაცხოვრებლებისგან მთელ ენერგიას გამოწოვს. განსაკუთრებით, იგი საშიშია მერყევი, სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანებისთვის, ყველაზე ძლიერ მისი მოქმედება ღამით და მზის ამოსვლის საათებში შეიმჩნევა.

თქვენ რა მცენარეები გაქვთ სახლში? როგორ გრძნობთ თავს მათთან ერთად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს