ბაზლამა თურქული კვერია. თურქები სამარხვო კვერებს კარაქის ნაჭერს უსვამენ და საუზმეზე ჩაისთან ერთად მიირთმევენ. ასევე ხმელ ყველთან ერთად ძალიან გემრიელია.
კლასიკური რეცეპტით კვერი საფუარსა და წყალზე მზადდება. თუ საფუარის ცომს ვერ ემეგობრებით, თურქული კვერის ალტერნატიული რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ.
როგორ გამოვაცხოთ კვერი ტაფაზე
უდიდესი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ თითზე ჩამოსათვლელი ინგრედიენტები სჭირდება. აქ ძვირადღირებული პროდუქტები და უცხო სანელებლები არ დაგჭირდებათ. მხოლოდ მარტივი პროდუქტები, რომლებიც სამზარეულოში ყველას აქვს. „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ თურქული კვერი სახლის პირობებში.
ინგრედიენტები:
- 400 გრ ხორბლის ფქვილი
- 250 მლ კეფირი
- მარილი გემოვნებით
- 1 ჩ/კ სოდა
მომზადება:
1. ფქვილი მარილთან და სოდასთან ერთად გაცერით.
2. რბილი ცომი მოზილეთ. კეფირის კონსისტენციის მიხედვით 250 გრამზე ოდნავ მეტი ან ნაკლები დაგჭირდებათ. მთავარია, რომ ცომი ნაზი გამოვიდეს.
3. ცომი ხელებზე რომ არ მიგეკვრათ, ხელებზე მცენარეული ზეთი წაისვით.
4. ცომი 10 წუთით მაცივარში შედგით.
5. ცომი მცირე ძეხვის მსგავსად გაწელეთ და 5 ნაწილად გაყავით. თითოეული თხელ, მრგვალ ბლითებად გააბრტყელეთ.
6. ბლითები მთელ დიამეტრზე ჩანგლით დაჭყლიტეთ. ტაფა კარგად გაახურეთ.
7. საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ტაფაზე ცხიმის წასმა აუცილებელი არაა. როცა კვერები შეიწვება, შეგიძლიათ კარაქი წაუსვათ.
უბრალოდ შეხედეთ, როგორი მადის აღმძვრელი კვერები გამოვიდა. ეს ნაყიდი პურის შესანიშნავი ალტერნატივაა. კეფირზე კვერის მომზადებაზე უფრო მარტივი არაფერი არსებობს.
ეს დიასახლისი კვერებს ისე მარტივად ამზადებს, რომ მათ გამოსაცხობად მხოლოდ 15 წუთი სჭირდება. ნახეთ ვიდეო, სადად დეტალურად გაიგებთ, თუ როგორ გამოაცხოთ ფუმფულა, ხრაშუნა კვერები.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.