ეს ქალი საკუთარი ხელით შექმნილი სურათების წყალობით დღეში 6000 დოლარს გამოიმუშავებს

2163

ერთმა ქალმა ლონდონიდან, მეტსახელად „კეიტ მოსიმ“ თავის უჩვეულო სამუშაოზე გვიამბო, რომლის წყალობით დღეში 6000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. მან საკუთარი ხელები გიჟურ 2,4 მლნ დოლარად დააზღვია.

მშვენიერი ხელების მფლობელი ნინა ტეილორი საკუთარ მომგებიან ბიზნესზე ახალ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ხუთ არხზე აჩვენეს.

„იყო მხოლოდ ხელები – ნიშნავს იყო ანონიმური, ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს“ – ამბობს ტეილორი. „თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ბრენდებთან იმუშაოთ და ეს ყოველდღე გააკეთოთ“.

მოდელის შეუდარებელმა თითებმა სხვადასხვა სფეროში დემი მურის, ჯენიფერ ლოურენსის, სკარლეტ იოჰანსონის, ჰაიდი კლუმის, ჯორკია მეი ჯაგერის და თავად კეიტ მოისის ხელები ჩაანაცვლა. ჰოლივუდის გარდა ტეილორის ხელებს შანელის, ფენდის და ტომ ფორდის სახლი იყენებს.

მიუხედავად ამისა, ტეილორი ამბობს, რომ ძალიან მკაცრ სამოდელო ინდუსტრიაში წარმატების მიღწევა ყოველდღიურ ცხოვრებაში დისციპლინას მოითხოვს.

„მე არ შემიძლია მებაღეობით დაკავება, გიტარაზე დაკვრა“- ამბობს ის.

„ქილები და მსგავსი ჭურჭელი ფრთხილად უნდა გავხსნა. ჩემ სამსახურს განსაკუთრებული უნარი სჭირდება, რომელიც გამოცდილებით მოდის“ – აგრძელებს ტეილორი.

„შეიძლება მთელი გადასაღებ მოედანზე გავატარო და ერთი კადრი გადავიღოთ, რომელიც რამდენიმე წამს მოითხოვს, მაგრამ მე უფრო იაფი ვარ, ვიდრე კეიტ მოსი“ – ხუმრობს ტეილორი.

თქვენ ლამაზი ხელები გაქვთ? დროა, გამომუშავება დაიწყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს