11 წლის წინ 7 მეგობარი შეიკრიბა და რომელიღაცამ გაიხუმრა: ერთი სახლი ყველასთვის ხომ არ გვეყიდა, რომ 60 წლისას იქ დავსახლდეთ?
გარკვეული დროის შემდეგ მათ გუანჩჯოის (ჩინეთის) რაიონში უძრავი ქონების მოძებნა დაიწყეს. ბოლოს და ბოლოს იპოვეს სახლი სოფელში, რომელიც ბუნებით იყო გარშემორტყმული.
ისინი უკვე 20 წელია ერთმანეთს იცნობენ და გადაწყვიტეს, რომ ოცნების ასასრულებლად სიბერეს არ დალოდებოდნენ.
„ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ზოგჯერ დებზე უფრო მეტად ახლოს ვართ“.
სახლი წითელი აგურით იყო ნაშენი, მაგრამ მეგობრებმა მისი გადაკეთება გადაწყვიტეს. მათ მინის ოთახი დაამატეს, ხედით მინდორზე, სადაც ახლა ერთად ჩაის სვამენ.
სულ სახლში 3 სართულია. პირველ სართულზე – საერთო სივრცეა, სადაც ისინი ჭამენ და საუბრობენ. ზემოთ საძინებლები, ეზოში კი აუზია მოწყობილი. მთელი სახლი სავსეა ხალიჩებით და მაგიდებით, რომლებიც ინდოეთსა და მაროკოში მოგზაურობიდან ჩამოიტანეს.
მეგობრები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს რაიმე ოსტატობას შეასწავლიდნენ: საჭმლის მომზადება, ტრადიციული ჩინური მედიცინით დაკავება, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ბოსტნეულის მოყვანა და ა.შ.
აი, ვიდეო ამ შესანიშნავი სახლის და შვიდი მეგობრის შესახებ:
თქვენ სიბერეში მეგობრებთან ერთად ცხოვრების სურვილი გაქვთ?