უკან წარსულში: 5 ნიშანი ქალისა, რომელიც მოდას ჩამორჩა

2801

მოდა მუდმივად იცვლება, თუმცა, მოდური რომ იყოთ, აუცილებელი არაა ყველა ტრენდს იცავდეთ. პირიქით, უარი უნდა თქვათ ძველ ბალასტზე, რომელიც თქვენს გარეგნობას აფუჭებს და ხელს გიშლით მოდური ადამიანის შთაბეჭდილების დატოვებაში.

რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, თუ გადაწყვიტეთ, ერთხელ და სამუდამოდ, უკეთესობისკენ შეცვალოთ საკუთარი სტილი?

1. სწორი ვარცხნილობის არარსებობა

სწორი ვარცხნილობა – გარეგნობის ყველაზე ძირითადი ნაწილია. თუ 20-30 წლის ასაკში ბუნებრივად შესანიშნავად გამოიყურებოდით, ლამაზად შეჭრილი თმით, 50 წლის ასაკში უკვე ასეთი ვარცხნილობით მოსაწყენი და ძველმოდური იერი გექნებათ. ეცადეთ, იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი სტილისტი, რომელიც შეგირჩევთ ვარცხნილობას თქვენი გარეგნობისა და ცხოვრების წესის მიხედვით.

2. ფერების უცნაური შეხამება

ხანდახან, სული ითხოვს მკვეთრ ფერებსა და უჩვეულო კომბინაციებს, განსაკუთრებით, წლის ცივ პერიოდში. თუმცა, ტანსაცმელში ფერთა აღრევა, ხშირად, უხერხულად და სასაცილოდაც კი გამოიყურება. რომ არ შეცდეთ, ეცადეთ, შეიძინოთ ძირითადი ფერის ტანსაცმელი – თეთრი, შავი, კრემისფერი, ჭაობისფერი. ისინი არამხოლოდ შესანიშნავად ეხამება ერთმანეთს, არამედ უფრო მდიდრულად და დახვეწილადაც გამოიყურება.

3. აქსესუარების პრობლემა – მათი სიჭარბე ან არარსებობა

სამკაულების ან აქსესუარების მორგების დროს, მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა და მათი სწორად შეხამება. თუ მათ კომბინაციას ვერ ახერხებთ, ჩვევად შემოიღეთ მხოლოდ 2-3 აქსესუარის ტარება ერთ ლუქში, არ ჩათვალოთ ჩანთები და ხელთათმანები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ყელის სახვევი, საყურე და სამაჯური. ან ყელსაბამი, საყურე და მაჯის საათი.

4. დაწებებული წამწამები

დაწებებული წამწამები ჯერ კიდევ დიდ როლს ასრულებს ქალის ყოველდღიურ მაკიაჟში. ისინი მოსახერხებელია და დროსაც ზოგავს, განსაკუთრებით, დილაობით. თუმცა, ყველაფერი ამ წამწამების მოცულობაზეა დამოკიდებული. სქელი, გრძელი წამწამები იაფფასიანად და ძველმოდურად გამოიყურება. უპირატესობა მიანიჭეთ მაქსიმალურად ბუნებრივ მოცულობას და შეარჩიეთ ოდნავ გრძელი და მუქი წამწამები, ბუნებრივთან შედარებით.

5. უხარისხოდ შესრულებული შილაკი

შილაკი, ისევე, როგორც წამწამები, მშვენიერი არჩევანია დაკავებული ქალბატონისთვის. ყურადღება გაამახვილეთ ლაქის ხარისხზე. თვითონ დაფარვა კი, რა თქმა უნდა, ფრთხილად და მაქსიმალურად თხლად უნდა იყოს დატანებული.

მოდური და მოვლილი იერის ქონა რთული სულაც არაა, მთავარია, საკუთარი თავი ხანდახან კრიტიკული თვალით შეათვალიეროთ და უარი თქვათ ანტიტრენდებზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს