სელის თესლი – სასარგებლო ზეთის, ძვირფასი მიკროელემენტებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მჟავების წყაროა. ამ პროდუქტს მაღაზიაში არც ერთმა დიასახლისმა არ უნდა აუაროს გვერდი. სხვა მარცვლეული კულტურებისგან განსხვავებით, სელი სასარგებლოა როგორც ფქვილის, ისე ექსტრაქტის სახითაც, დიდხანს არ ფუჭდება და არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. სელის ზეთი ძალიან მსუბუქია თავისი კონსისტენციით, აქვს სასიამოვნო არომატი და ცვლის მრავალ საკვებ დანამატს.
სელის ზეთის სასარგებლო თვისებები
1. დაბალკალორიულობა: სელის თესლი მოიხმარება დიეტის დროს, მათ მიერ, ვისაც გახდომა სურს.
2. ნიტრატების ნეიტრალიზება: სალათში 1 კოვზი ზეთის დამატებით, თქვენ არსებითად შეამცირებთ იმ ქიმიკატების აქტიურობას, რომლებსაც შეიძლება ბოსტნეული შეიცავდეს.
3. ომეგა-3-ის მაღალი შემცველობა: ეს ჯერადი მჟავები იცავს და აძლიერებს გულს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
4. ამცირებს კიბოს უჯრედების ზრდას: იმ თავისუფალი რადიკალების დონის შემცირებისაზე, რომლებიც სიმსივნესა და უჯრედების ანომალურ ზრდას იწვევენ, პასუხს აგებს ზეთში არსებული ანტიოქსიდანტი თიოპროლინი.
5. გამაახალგაზრდავებელი ეფექტი: სელის ნაყენის ან ზეთის რეგულარული მოხმარების დროს, უმჯობესდება კანისა და თმის მდგომარეობა.
6. ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები: სელის თესლი ცნობილია თავისი შემხორცებელი თვისებებით, ომეგა-3-ის შემცველობის გამო.
როგორ მოვიხმაროთ სელის ზეთი?
სელის ზეთი მარტივად ჩაანაცვლებს სხვა ზეთებს, რამდენადაც, სარგებლიანობისა და ხელმისაწვდომობის მიხედვით – ესაა ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც ანაცვლებს მრავალ სხვა ზეთს(ზეითუნის, სეზამის, მდოგვის, სიმინდის, გოგრის და ა.შ.). მას საკმაოდ რბილი გემო აქვს, რის გამოც მარტივია მისი მოხმარება კოვზით, დღეში ერთხელ, უმად. სალათებთან ან სხვა კერძებთან ერთად, ზეთი ამდიდრებს მათ გემოს, აუმჯობესებს სასარგებლო ნივთიერებების ათვისებასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. უნდა გახსოვდეთ, რომ შეწვისას ზეთის მრავალი თვისება იკარგება. ეს პროდუქტი დიდხანს ინახება, მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, ამიტომ იგი გრილ, ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ, გაუმჭვირვალე ჭურჭელში.
სელის თესლის დღიური ნორმის გაზრდა შესაძლებელია თანდათანობით – 1 ჩ.კ.-დან 2-3 ს.კ.-,დე – მოიხმარეთ ყოველ ჭამამდე, 2-3 თვის განმავლობაში. სელის თესლის დოზის გადაჭარბება ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან მისი ინგრედიენტები ორგანიზმში არ გროვდება. შეწყვიტეთ მისი მიღება. თუ იგი გაფუჭდა ან მომწარო გემო გაუჩნდა.
ზეთის მოხმარების უკუჩვენებები
- მწვავე ქოლეცისტიტი
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
- დიარეა
- კერატიტი(თვალის რქოვანას ანთება)
- სისხლის გამთხელებელი პრეპარატების მიღება
სელის თესლის სხვა მედიკამენტების პარალელურად მოხმარებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.