ვნახოთ, ამ არასტანდარტული ამოცანების შესრულებას თუ შეძლებთ!
1. იდუმალი ზღვის არსებები
ზღვის სამყაროს სამი წარმომადგენელი არსებობს, რომელთაც ერთი მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი იარაღი აქვთ – მას მტრებისგან თავდასაცავად იყენებენ. რა ეწოდება მათ? რა არის ეს იარაღი, რომელიც ადამიანებისთვისაც კი სახიფათოა?
2. სულელი ბრძენი ადამიანები
სამმა ბრძენმა მამაკაცმა დავა დაიწყო: რომელი მათგანი უფრო ბრძენი? დავის მოგვარება შემთხვევით გამვლელმა შეძლო, რომელმაც მათ გამჭრიახობაზე გამოცდის გავლა შესთავაზა.
– თქვენ ხედავთ, რომ მე 5 ქუდი მაქვს: 3 შავი და 2 თეთრი! დახუჭეთ თვალები! – თქვა მან.
ამ სიტყვების შემდეგ მან თითოეულს შავი ქუდი დაახურა, თეთრები კი გადამალა!
– შეგიძლიათ თვალები გაახილოთ – თქვა გამვლელმა. – ვინც შეძლებს იმის გამოცნობას, თუ რომელი ქუდი ახურავს თავზე, შეუძლია თავი ყველაზე ბრძენ ადამიანად ჩათვალოს.
ბრძენი ადამიანები დიდხანს ისხდნენ, ერთმანეთს უყურებდნენ…ბოლოს ერთმა თქვა:
– მე შავი მახურავს!
როგორ მიხვდა?
3. უწონო ბუზი
ორი ქუდი ერთმანეთთან წონასწორობაში. ერთ-ერთის ქვეშ ბუზი ზის. თუ ის გაფრინდება, წონა კვლავ თანაბარი იქნება თუ არა?
4. წყალქვეშა წისქვილი
ბორბლები ფრთებთან ერთად არხის ძირშია ისეა დაყენებული, რომ ადვილად ბრუნვა შეუძლია. რომელ მხარეს იმოძრავებს, თუ ნაკადის მიმართულება მარჯვნიდან მარცხნივაა?
5. გულისხმიერი კანონი
ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი ჩვეულება იყო. თითოეულ სიკვდილმისჯილს სასჯელის აღსრულებამდე ერთი შანსი ჰქონდა, რომელიც მას გადარჩენის იმედს აძლევდა. ყუთში ორ ფურცელს აგდებდნენ: ერთს აწერდნენ „სიცოცხლე“, მეორეს კი „სიკვდილი“. თუ სიკვდილიმისჯილი პირველ ფურცელს ამოიღებდა, შეწყალებას მიიღებდა. თუ „სიკვდილის“ ფურცელს ამოიღებდა, სასჯელს აღასრულებდნენ.
ამ ქვეყანაში მცხოვრებ ერთ ადამიანს მტრები ჰყავდა, რომლებმაც მას ცილი დასწამეს და მის სიკვდილით დასჯას მიაღწიეს. უფრო მეტიც, მტრებმა გადაწყვიტეს მისთვის უკანასკნელი იმედიც წაერთმიათ. ღამით მათ ყუთიდან ქაღალდი „სიცოცხლე“ ამოიღეს და „სიკვდილით“ ჩაანაცვლეს. ახლა ნებისმიერი ქაღალდის ამოღებით მას სიკვდილი ემუქრებოდა.
მტრები ასე ფიქრობდნენ, მაგრამ მას მეგობრები ჰყავდა, რომლებმაც მტრების მუხთლობის შესახებ გაიგეს. ისინი ციხეში შეიპარნენ და პატიმარი გააფრთხილეს, რომ ყუთში ორივე ქაღალზე სიკვდილი ეწერა. მეგობრები მას მოსამართლეების წინაშე მტრების მუხთლობის გამხელას და ყუთის შემოწმებას სთხოვდნენ.
სიკვდილმისჯილმა მას ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა სთხოვა და დაარწმუნა, რომ ასე გადარჩებოდა. მეგობრები ის გიჟად ჩათვალეს.
მან მოსამართლეების მტრების საქციელის შესახებ არაფერი უთხრა და ქაღალდი ამოიღო და თავისუფლება მიიღო! როგორ მოახერხა ამ უიმედო სიტუაციიდან გამოსვლა?
6. მკაცრი მოგზაურობა
ერთ-ერთ ძველ ფანტასტიკურ რომანში ჩრდილოეთ პოლუსზე სამი ადამიანის მოგზაურობაა აღწერილი. თოვლიან უდაბნოში ისინი ძაღლებით გადაადგილდებოდნენ, მაგრამ თავად პოლუსთან ახლოს ყინულის მინდორი დაიწყო, სადაც ძაღლები სრიალებდნენ და ეცემოდნენ.
მაშინ მოგზაურებმა ძაღლები მიატოვეს და ციგურებით გადაადგილება გადაწყვიტეს. თითოეულმა აუცილებელი ნივთებით სავსე ტომარა წამოიღო. მათ მოძრაობა გააგრძელეს, მაგრამ რამდენიმე ხანში ციგურებმა სრიალი შეწყვიტეს…რა უნდა გააკეთოთ, რომ ციგურებით გადაადგილება შეძლონ?
7. ტრავმაის მოლოდინში
სამი ძმა თეატრიდან სახლში ბრუნდებოდა, ისინი ტრავმაის გაჩერებას მიუახლოვდნენ, რომ პირველი ვაგონზე ასულიყვნენ. ვაგონი არ გამოჩნდა და უფროსმა ძმამ დალოდება შესთავაზა.
-აქ დგომას და ლოდინს, სჯობს წინ წავიდეთ. მაშინ ნებისმიერ ვაგონში, რომელიც დაგვეწევა, შევიდეთ. ასე გზის ნახევარი გავლილი გვექნება და სახლში დროულად მივალთ – თქვა შუათანა ძმამ.
„თუ უნდა წავიდეთ, მაშინ არა პირდაპირ, არამე უკუნა მხარეს უნდა ვიმოძრაოთ: ასე შემხვედრი ვაგონი მალე შეგვხვდება, ანუ, სახლშიც დროულად მივალთ“ – თქვა უმცროსმა.
ასე ძმებმა ერთმანეთის დარწმუნება ვერ შეძლეს და თითოეული თავისებურად მოიქცა: უფროსი ადგილზე დარჩა, საშუალო წინ წავიდა და უმცროსი უკან.
რომელი ძმა მიაღწევდა სახლში დროულად?
8. ურჩი სითხე
ამ ბოთლიდან ჭიქა წყალი როგორ ავავსოთ, ისე რომ საცობი არ მოვხადოთ და ბოთლი არ დავხაროთ?
9. საიდუმლო დინება
ხომალდის ბორტზე ასაწევი კიბეა დაშვებული. მისი ქვედა ოთხი საფეხური წყალშია მოქცეული. თითოეული საფეხური 5 სმ, მათ შორის დაშორება 30 სმ. დინება დაიწყო, რომელიც საათში 40 სმ სიჩქარით იწევს. 2 საათში რამდენი საფეხური იქნება წყლით დაფარული.
10. გამჭრიახი ფერმერი
ოდესღაც ერთი სასტიკი მმართველი ცხოვრობდა, რომელსაც საკუთარ მფლობელობაში არავის შემოშვება არ სურდა. მოსაზღვრე მდინარის ხიდთან ბოლომდე შეიარაღებული მცველი იდგა, რომელსაც თითოეული მგზავრის დაკითხვა ევალებოდა:
– რატომ მიდიხარ?
თუ მგზავრი ტყუილს იტყოდა, მცველს უნდა დაეჭირა და მოეკლა. თუ მგზავრი სიმართლეს ეუბნებოდა, ხსნა მაშინაც არ იყო: მცველს ის მდინარეში უნდა დაეხრჩო.
ასეთი იყო სასტიკი მმართველის მკაცრი კანონი და გასაკვირი არაა, რომ მის საკუთრებაში შესვლას ვერავინ ბედავდა.
აი, გამოჩნდა ერთი გლეხი, რომელიც დაცულ ხიდს მშვიდად მიუახლოვდა.
– რატომ მიდიხარ? – მკაცრად ჰკითხა მცველმა, რომელიც მზად იყო გაბედული მამაკაცი მოეკლა.
პასუხი ისეთი იყო, რომ გაბედულმა მცველმა, რომელიც სასტიკ კანონს იცავდა, ეშმაკ გლეხთან ვერაფერი გაახერხა.
რა უპასუხა გლეხმა?
11. წონასწორობის სასწაული
ჩვეულებრივ სასწორზე ერთ მხარეს 2 კგ წონის რიყის ქვა, მეორე მხარეს რკინის 2 კგ-იანი გირი დევს. ეს სასწორი წყალში ფრთხილად ჩაუშვეს, ჭიქები წონასწორობაში დარჩება?
ნახეთ პასუხები:
1. იდუმალი ზღვის არსებები
წყალქვეშა სამეფოს სამი მცხოვრები – სკაროსი, ელექტრული ლოქო და ელექტრული გველთევზა. მათ სხეულში ელექტროენერგიის წარმოების უნარი აქვთ. დამუხტვა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის ან მსხვილი ცხოველის მოკვლა შეუძლია.
2. სულელი ბრძენი ადამიანები
ბრძენმა ასე იფიქრა: ჩემ წინ 2 ქუდს ვხედავ. ვთქვათ, მე თეთრი ქუდი მახურავს. მაშინ მეორე ბრძენი, რომელიც თვალწინ შავ და თეთრ ქუდს ხედავს, ასე უნდა იფიქროს: „მეც რომ თეთრი მეხუროს, მესამე იმწამსვე მიხდებოდა და იტყოდა, რომ პასუხია შავი. მაგრამ ის ჩუმადაა, ანუ მე ან თეთრი, ან შავი მახურავს“. რადგან მეორე ამას არ ამბობს, ანუ მე შავი ქუდი მახურავს.
3. უწონო ბუზი
ბუზის აფრენისას წონასწორობა დაირღვევა და აი, რატომ. ასაფრენად ბუზმა ჰაერი უკან უნდა ისროლოს და ამით მცირე ზეწოლა მოახდინოს. ეს ზეწოლა სასწორის წონასწორობას დაარღვევს.
4. წყალქვეშა წისქვილი
წისქვილი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით იმოძრავებს და აი, რატომ: წყლის ზედაპირთან შედარებით წყლის ფსკერზე დინების სიჩქარე უფრო დაბალია. შესაბამისად, ქვედა ფრთებზე ზეწოლა უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ზედა ფრთებზე.
5. გულისხმიერი კანონი
ქაღალდის ამოღების დროს მსჯავრდებული ასე მოიქცა: მან ყუთიდან ერთი ქაღალდი ამოიღო და არავის აჩვენა ისე, გადაყლაპა. მოსამართლეებმა იმის დასადგენად, თუ რა გადაყლაპა მსჯავრდებულმა, ყუთიდან მეორე ქაღალდი ამოიღეს.
მასზე ეწერა „სიკვდილი“. შესაბამისად, იფიქრეს, რომ მან ქაღალდი „სიცოცხლე“ გადაყლაპა. (მათ ხომ შეთქმულებაზე არაფერი იცოდნენ). უდანაშაულო მსჯავრდებული სიკვდილს გადაურჩა, მტრებმა უნებურად გადაარჩინეს.
6. მკაცრი მოგზაურობა
საერთოდ რატომ სრიალებენ ციგურები? რადგან სიმძიმის ქვეშ ყინული დნება და თხელი ზოლი იქმნება, რომელზეც ციგურა სრიალებს. თუ სრიალი შეწყდა, ე.ი სასრიალოდ საჭირო ზეწოლა არაა. სწორედ ამიტომ, მოგზაურებს ტომრების სიმძიმე უნდა გაეზარდათ.
7. ტრავმაის მოლოდინში
უმცროსი ძმა, რომელიც გზას უკან გაუყვა, მომავალი ტრამვაი დაინახა და მასში ჩაჯდა. როცა ვაგონი იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც უფროსი ძმა იცდიდა, ისიც ტრავმაიში შემოვიდა. ბოლოს გზაზე შუათანა ძმაც შეხვდათ. სამივე ძმა ერთსა და იმავე ვაგონში აღმოჩნდა და ბოლოს სახლში ერთად მივიდნენ.
8. ურჩი სითხე
მილში ძლიერად შთაბერეთ, შემდეგ თითი დააჭირეთ და ჭიქა დაუდეთ. ბოთლში წნევის გაზრდით წყალი მილში ზემოთ ამოვა.
9. საიდუმლო დინება
ორ საათში წყალქვეშ ისევ ოთხი საფეხური იქნება, რადგან კიბე, როგორც ხომალდი დინებასთან ერთად ზემოთ იწევს.
10. გამჭრიახი ფერმერი
მცველის კითხვას, ფერმერმა ასე უპასუხა: „მივდივარ, რომ ამ ადგილას ჩამომახრჩონ“. ასეთმა პასუხმა მცველი საგონებელში ჩააგდო. რა უნდა ქნას? ჩამოახრჩოს? მაშინ გამოდის, რომ გლეხმა სიმართლე თქვა. ამისთვის კი ადამიანი უნდა დაახრჩოს და არ ჩამოახრჩოს.
დახრჩობაც არ შეიძლება: ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ გლეხმა მოიტყუა, ხოლო ტყუილისთვის ადამიანი უნდა ჩამოახრჩოს. ასე მცველმა გამჭრიახ ფერმერს ვერაფერი მოუხერხა.
11. წონასწორობის სასწაული
თითოეული სხეული წყალში მოხვედრის შემდეგ მსუბუქი ხდება: ის იმდენ წონას კარგავს, რამდენსაც მის მიერ ამოღებული წყალი იწონის. ამ კანონის ცოდნით, ამოცანას მარტივად გასცემთ პასუხს. 2 კგ რიყის ქვა უფრო მეტ მოცულობას იკავებს, ვიდრე გირი, ანუ არქიმედეს კანონით წყალში უფრო მეტ წონას დაკარგავს, ვიდრე რკინა. ანუ წყალში სასწორი გირის მხარეს გადაიხრება.