ტესტზე მხოლოდ 2 წუთის დახარჯვით თქვენი პიროვნების მოკლე დახასიათება გაიგეთ.
ამ ტესტს სამეცნიერო 100 %-იან სიზუსტეზე პრეტენზია არ აქვს. ტესტი მაიერს-ბრიგსის გამოკითხვას ეფუძნება, რომელიც ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლების გამოსავლენად გამოიყენება. ასეთი ტესტირების ფართო ვერსია სამსახურში მიღების დროს ხშირად გამოიყენება. „ვივიენი“ მის შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ.
გახსოვდეთ, რომ ეს ტესტი თქვენი პიროვნების ყველაზე ნათელ მხარეს ხაზს გაუსვამს, ამიტომ შედეგი ძალიან სერიოზულად არ აღიქვათ.
როგორ უნდა გაიაროთ ტესტი
თუ მეხსიერება გღალატობთ, ქაღალდის ფურცელი და კალამი მოიმარაგეთ;
კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ის ვარიანტი აირჩიეთ, რომელიც ყველაზე უფრო მიმზიდველად გეჩვენებათ.
პასუხის თითოეულ ვარიანტს ბოლოს თავისი ასო აქვს. ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ.
როცა ოთხივე კითხვას უპასუხებთ, თქვენ ასოების კომბინაცია გამოგივათ. შედეგებში მოძებნეთ და საკუთარი თავის შესახებ საინტერესო რამ გაიგეთ.
კითხვები:
1. თქვენი წარუმატებლობით და იმედგაცრუებებით სავსე დღე გქონდათ. საღამოს როგორ გაატარებთ?
- სხვა რამეზე უნდა გადავერთო! მეგობრებს დავურეკავ და სადმე დავპატიჟებ, მწუხარების ერთად გადატანა უფრო კარგია. (E)
- საკუთარ თავთან განვმარტოვდები: საყვარელ სერიალს ჩავრთავ, გემრიელობებს მოვამზადებ ან რაიმე სასიამოვნო საქმეს მოვიფიქრებ. (I)
2. თქვენ ფსიქოლოგთან მიხვედით. ის კითხვას გისვამთ: „ამ ორი დებულებიდან რომელი უფრო უკეთ აღგწერთ?“ აირჩიეთ.
- აწმყოთი ცხოვრება მირჩევნია: ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება აქ და ახლა. პრაქტიკულობით და დეტალებზე დაკვირვებით გამოვირჩევი. (S)
- ხშირად ღრუბლებში დავფრინავ: ოცნება და მომავლის დიდებული გეგმების აწყობა მიყვარს. ზოგჯერ საკუთარ თავში იმდენად ვღრმავდები, რომ გარშემო ვერაფერს ვამჩნევ. (N)
3. თქვენ დიდ ქალაქში გადასვლა შემოგთავაზეს. ახლა ფიქრობთ. დიდ ქალაქში უფრო ბევრი შესაძლებლობაა, სამაგიეროდ სადაც ახლა ცხოვრობთ ბევრი ახლობელი და მყუდრო სახლი გაქვთ. რთულ გადაწყვეტილებას როგორ მიიღებთ?
- ინტერნეტ სივრცეს გადავქექავ, ნაცნობებს აზრს ვკითხავ და სავარაუდო ბიუჯეტს გამოვთვლი. ყველა კის და არას დეტალურად ავწონ-დავწონი და შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ. (T)
- ისე მოვიქცევი, როგორიც გული მკარნახობს. ინტუიცია არასდროს მღალატობს. (F)
4. ერთ თვეში ნანატრი შვებულება გელოდებათ! მისთვის როგორ ემზადებით?
- ბილეთები უკვე ნაყიდია, დაზღვევა გაფორმებული, ღირშესანიშნაობების ნახვის გეგმა შედგენილია. ყველასთვის წინასწარ მზადება მიყვარს. (J)
- სპონტანურობა – ჩემი მეორე სახელია. გაფრენამდე რამდენიმე საათში ჩემოდანში ყველაფერს ჩავყრი, ხოლო ღირშესანიშნაობებზე ადგილობრივებს ვკითხავ. (P)
თქვენი უნიკალური ასოების კომბინაცია იპოვეთ
ESTJ – ხელმძღვანელი
შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა თქვენი საუკეთესო თვისებებია. წესრიგზე გიჟდებით და დაგეგმვა გიყვართ და აკეთებთ კიდევ. ყველაზე რთულ ამოცანებს შიშის გარეშე ხელს კიდებთ, რადგან წარმატებაში დარწმუნებული ხართ. ნივთებს რაციონალურად უყურებთ. ფაქტებს უფრო ენდობით, ვიდრე შეგრძნებებს. თქვენ მხიარული, კეთილგონიერი და კომპანიის მოყვარული ადამიანი ხართ. ორგანიზატორული ნიჭის წყალობით სხვებს ნებისმიერი თავგადასავლისკენ მარტივად უბიძგებთ.
ENTJ – მეთაური
თქვენ ყოველთვის საჭირო ტალღაზე ხართ: ახალი ტრენდების და ტენდენციების შესახებ ყოველთვის იცით. გაბედული, რისკის მოყვარული და სიახლისთვის მუდმივად მზადყოფნაში ხართ. დინამიური, პროდუქტიული და სირთულეების დამარცხების მოყვარული ხართ. თქვენი ცხოვრება სანუკვარი მიზნის მიღწევისთვის ბრძოლაა. შესანიშნავი ლიდერული თვისებები გაქვთ: ქარიზმა, სანდოობა და სტრატეგიულად აზროვნების უნარი, რის წყალობით ადამიანებს იზიდავთ.
ENFJ – დამრიგებელი
თქვენ ძალიან გამჭრიახი ხართ. ინტუიციას ენდობით, ის არასდროს გღალატობთ. დაკვირვებული ხართ. ადამიანების და მათი ემოციების მიმართ გულწრფელი ინტერესი გაქვთ, განწყობის მცირე ცვლილებაც კი არ გამოგეპარებათ. ხალხი რჩევებისა და მხარდაჭერისთვის ხშირად მოგმართავთ, თქვენ კი სიამოვნებით ეხმარებით. ზოგჯერ მათ შთააგონებთ კიდეც.
ESFJ – ენთუზიასტი
ადამიანებს შესანიშნავად ეწყობით, მზად ხართ ზოგჯერ საკუთარი ინტერესების საზიანოდაც კი დაეხმაროთ. თანამგრძნობიარე და გულახდილი ხართ. ქებას აფასებთ და გიყვართ. ადამიანების აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სადმე კონფლიქტი წარმოიქმნება, თავს უცხოდ გრძნობთ და მშვიდობის და ჰარმონიის დამყარებას ცდილობთ. თქვენ სიბნელეში სინათლის სხივი ხართ – სხვებს პოზიტივით მუხტავთ.
ENTP – გამომგონებელი
თქვენნაირ ადამიანს ხშირად იდეალურ შთამაგონებელს უწოდებენ. თქვენ ცნობისმოყვარე, მობილური ხართ და ცვლილებებს ადვილად ერგებით. თქვენ იდეების ნამდვილი გენერატორი ხართ, მუდმივად რაღაცას იგონებთ. რუტინას ვერ იტანთ და მთელი ძალებით მის თავიდან არიდებას ცდილობთ. თქვენ რაღაც ახალი და უცნობი გიზიდავთ, ამიტომ გატაცებას ხშირად იცვლით. თვლით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადოთ.
ESTP – მოუსვენარი
თქვენ შესანიშნავად აღგწერთ ფრაზა: „მიზანს ვხედავ – დაბრკოლებას ვერ ვხედავ“. ნებისმიერი მიზნით გამარჯვებისკენ ისწრაფვით და გზაზე ყველა დაბრკოლებას ანადგურებთ. შეუპოვარი ხართ და წამით ცხოვრობთ და ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ. თქვენში ცხოვრების წყურვილი დუღს, ყველაფრის პრაქტიკაზე გამოცდა გსურთ და არც ერთ ღირებულ მომენტს არ ტოვებთ.
ENFP – ჩემპიონი
თქვენ უსაზღვრო ფანტაზიის მქონე შემოქმედებითი პიროვნება ხართ. სამყაროს მიმართ გულღია ხართ. თავისუფლების მოყვარული და სტრესის მიმართ მდგრადი ხართ. ცვლილებები არ გაშინებთ. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად ინიციატივის გამოვლენა, ორიგინალური გადაწყვეტილების შეთავაზება, აქტიური მოქმედება და მათი თანაგრძნობა. რუტინული ამოცანები თქვენთვის ნამდვილი წამება და სასჯელია.
ESFP – პოლიტიკოსი
თქვენ დღევანდელი დღით ცხოვრობთ და წუთიერი კმაყოფილებით დიდ სიამოვნებას იღებთ. სტრატეგიების დაგეგმვა და შემუშავება გღლით. რაღაცის კეთების დროს ხშირად იღბლის იმედზე ხართ, ხოლო დამარცხების შემთხვევაში საქმეს შუაგზაზე ტოვებთ. სპონტანური და არაპროგნოზირებადი ხართ, ყველაფრის ახლავე მიღება გსურთ. ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენა და ახალა ნაცნობების შეძენა გიყვართ.
ISTJ – ადმინისტრატორი
„შვიდჯერ დაფიქრდი, ერთხელ გაჭერი“ – ეს თქვენზეა. თქვენ სიმკაცრე და წესრიგი გიყვართ, ყველა მოქმედებას დეტალურად აანალიზებთ. შედეგზე ორიენტირებული ხართ, ამიტომ მხოლოდ იმ ამოცანებს კიდებთ ხელს, რომელთაც ზუსტად შეასრულებთ. თქვენ ფრთხილი და მომთმენი ხართ, ცარიელი ლაყბობა არ გიყვართ. გულწრფელობას და შრომისმოყვარეობას აფასებთ, ხოლო პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა თქვენს უკმაყოფილებას იწვევს.
INTJ – სტრატეგოსი
თქვენ დამოუკიდებელი, განათლებული ხართ, პრიორიტეტების ზუსტად დასახვა შეგიძლიათ. ხმაურიანი წვეულებები არ გიყვართ, ხოლო შთაგონებას საკუთარ თავში პოულობთ. თავიდან ბოლომდე პერფექციონისტი ხართ, თქვენი სანუკვარი ოცნებაა – სამყარო უფრო სრულყოფილი გახადოთ. მოძველებულ წესებს და სულელურ შეზღუდვებს ვერ იტანთ და მათთან ბრძოლას საკუთარი ინოვაციური ჩანაფიქრით ცდილობთ, რაშიც ხშირად წარმატებას აღწევთ.
INFJ – ჰუმანისტი
გარშემო სამყაროსთვის დახმარების გაწევა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გწამთ, რომ სამყაროს გადარჩენა მხოლოდ სიყვარულს და თანაგრძნობას შეუძლია. თუ ახლობელს დახმარება დასჭირდება და დახმარებისთვის თქვენ მოგმართავთ, საპასუხოდ მოქმედების ზუსტ სახელმძღვანელოს მიიღებს. თქვენი მგრძნობიარე ხართ, ერთგულებას აფასებთ და ღალატს არ პატიობთ.
ISFJ – დამცველი
სიყალბეს ყოველთვის გრძნობთ, ამიტომ სხვებისგან ყოველთვის თავს შორს იჭერთ, ხოლო ახლობლების ??????? ყველაფერს აკეთებთ, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები ბედნიერები იყვნენ. ცდილობთ, რომ ყოველდღე რაღაცით ასიამოვნოთ. თქვენ შრომისმოყვარე ხართ და მიზნის მისაღწევად ხშირად დიდ ძალისხმევას იღებთ. მოთმინება გაკლიათ და საქმის გადადება გიყვართ. მიუხედავად ამისა, თქვენზე დაყრდნობა შეიძლება, რადგან დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არასდროს ტოვებთ.
INTP – არქიტექტორი
თქვენ ფილოსოფიური აზროვნება გაქვთ. მუდმივად ჰიპოთეზებს წარმოადგენთ, საკუთარ თავთან კამათობთ. მნიშვნელოვან დეტალებს აღნიშნავთ და არსში ჩაწვდომას ცდილობთ. გარედან ისე ჩანს, თითქოს ღრუბლებში დაფრინავთ. ნაწილობრივ მართალია: საყოფაცხოვრებო საკითხები თქვენ არ გაინტერესებთ. მნიშვნელოვან საკითხებზე ხართ კონცენტრირებული და სხვების მიმართ დიდი ინტერესი არ გაგაჩნიათ. მყუდროებას და კომფორტს აფასებთ, ხოლო ცვლილებებს ნეგატიურად უდგებით.
ISTP – ვირტუოზი
სამყაროს შეგრძნებებით აღიქვამთ, ადამიანების თანაგრძნობა შეგიძლიათ და გულწრფელობას აფასებთ. საკმაოდ გულახდილი ხართ, მაგრამ ტყუილისა და ფარისევლობის შემთხვევაში საკუთარ თავში იკეტებით. მოქმედებამდე კარგად ფიქრობთ. პუნქტუალური, ობიექტური და ზომიერად ცნობისმოყვარე ხართ.
INFP – ლირიკოსი
თქვენთვის ცხოვრების აზრი საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაა. ნებისმიერ უსამართლობაზე მწვავედ რეაგირებთ. თვითგამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია: შინაგან სამყაროში არა მხოლოდ დიდებულ სამუშაოს ასრულებთ, არამედ გარე მხარეც არ გავიწყდებათ. თქვენ მეოცნებე და საკუთარ თავში ჩაძირული ხართ, მაგრამ ახლობლებისთვის დრო ყოველთვის გაქვთ.
ISFP – კომპოზიტორი
თქვენ ის იშვიათი ადამიანი ხართ, რომლისთვისაც რუტინა და ერთფეროვნება არ აშინებს. სამყაროს ისეთს იღებთ, როგორიც არის, მის შეცვლას არ ცდილობთ, პირიქით მას ერგებით. უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობთ. კმაყოფილი ხართ იმით, რაც გაქვთ. თქვენ ის საიმედო მხარი ხართ, რომელზეც დაყრდნობა შეიძლება.