ტანსაცმლის მასალებს შორის, ბამბის მასალა დომინირებს. ეს არაპირდაპირაა დაკავშირებული იმასთან, რომ ასეთ ქსოვილს მისაღები ფასი აქვს, შესაბამისად, ხელმისაწვდომია.
თუმცა, ყველამ არ იცის, რომ ბამბის ტანსაცმელს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მაგალითად, “არასწორი” ფხვნილის გამოყენებას შეუძლია ნივთის ერთხელ და სამუდამოდ გაფუჭება. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს ბამბის ქსოვილის მოვლის ძირითადი წესები.
ბამბის ტანსაცმელი
იმისათვის, რომ ქსოვილმა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს ფორმა, ფერი და სტრუქტურა, საჭიროა ძირითადი რეკომენდაციების დაცვა. გარეცხვამდე, იპოვეთ ტანსაცმლის იარლიყი: მასზე მითითებული უნდა იყოს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ. თუ იარლიყი არაა, მიჰყევით შემდეგ რჩევებს:
- ერთი ტიპის, თეთრი ფერის ბამბის ტანსაცმელი ნებისმიერ ტემპერატურაზე შეგიძლიათ გარეცხოთ, 80 გრადუსიდან ზევითაც კი, მას არაფერი მოუვა. ამის მაგალითია თეთრი ფერის საწოლის თეთრეული, რომელსაც დიასახლისების გარკვეული ნაწილი ხარშავს.
- თუ ტანსაცმელს მკვეთრი ფერი აქვს, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ. საქმე ისაა, რომ თუ ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება, იგი ფერს დაკარგავს.
- აუცილებელია ნივთების დახარისხება გარეცხვამდე. ამ წესის შესახებ ყველამ იცის: შავი, ფერადი და თეთრი ცალ-ცალკე უნდა გაირეცხოს. თუ თეთრი სხვა ნებისმიერ ფერთან გაირეცხება, ქსოვილი გაფუჭდება.
- გამოიყენეთ ფხვნილი, რომელიც ამისთვისაა დანიშნული. მაგალითად, ახლა შესაძლებელია ფერადი ან ნათელი ფერის ტანსაცმლის ფხვნილის შეძენა. თუ ფერადი ტანსაცმლის ფხვნილს გამოიყენებთ ნათელი ფერის ქსოვილზე, მას დამატებითი ლაქები და უჩვეულო კვალები დააჩნდება.
- მანქანის დოლურაში ბამბის ტანსაცმლის მოთავსებამდე, გამოაბრუნეთ იგი, წინასწარ შეკარით შესაკრავები, ღილები თუ ღილაკები. თუ ასე ყოველი რეცხვის წინ მოიქცევით, შეძლებთ ტანსაცმლის სწორი ფორმის შენარჩუნებას. აი, აქ ყველა დიასახლისმა უნდა გაიგოს, რომ ბამბის სტრუქტურის გაფუჭება ძალიან მარტივია, მისი აღდგენა კი – შეუძლებელი.
- თუ ტანსაცმელზე “სერიოზული” ლაქებია, რომლებსაც ჩვეულებრივი რეცხვით ვერ აცილებთ, დასაშვებია ტანსაცმლის წინასწარჩალბობა საპნის ხსნარში.
- არ შეიძლება ძალიან მძლავრი დაწურვის ან ნაზი რეჟიმის ჩართვა. ბამბა – ესაა პრეტენზიული ქსოვილი, რომელიც შეიძლება გაიწელოს ან დაპატარავდეს რეცხვის დროს. ამიტომ, უმჯობესია შეარჩიოთ მხოლოდ სპეციალიზებული რეჟიმები, რომლებიც ნებისმიერ თანამედროვე სარეცხი მანქანის ფუნქციაში შედის.
- არავითარ შემთხვევაში, არ გარეცხოთ ერთად სინთეტიკა და ბამბა. ამას თუ გააკეთებთ, ბამბას ქსოვილის ბურთულები გაუჩნდება.
- თუ ბამბას ძალიან მყარი სტრუქტურა აქვს, რეცხვის შემდეგ ჩაალბეთ ცივ წყალში.
გახსოვდეთ, ბამბა – ესაა პრეტენზიული ქსოვილი, რომელიც არ გპატიობთ შეცდომებს. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, ყველა არსებული წესი დაიცვათ.