ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ მშობელს წელიწადში ერთხელ მაინც შვილების გარეშე დასვენება ესაჭიროება.

2049

ნებისმიერ მოსიყვარულე დედას უნდა, რომ ზაფხულში მისმა შვილებმა კარგად დაისვენონ და ჯანმრთელობა გაიუმჯობესონ, და ვერც კი წარმოიდგენს, როგორ შეძლებს დასვენებას მათ გარეშე. რეალურად, თუ ვინმეს დასვენება უნდა, ეს სწორედ რომ დედაა. ამას ექსპერტები ამტკიცებენ. დედობა – ესაა სრულგანაკვეთიანი სამუშაო, და თქვენ იმსახურებთ უქმეებს.

ფსიქოლოგები ხსნიან, თუ რატომ უნდა დაისვენონ დედებმა შვილების გარეშე:

1. ნერვებს დაიმშვიდებთ

როგორც უკვე ვთქვით, დედობა სრულგანაკვეთიანი სამუშაოა, და, მართალია, დედა შვილის ჯანმრთელობასა და ბედნიერებას საკმარის ჯილდოდ მიიჩნევს, ეს მაინც დამღლელი შეიძლება აღმოჩნდეს. მითუმეტეს, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი სამსახური, რომელიც 365 დღის განმავლობაში, შეუსვენებლად, მუშაობას მოგთხოვთ.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მთელი ოჯახით დასვენება, თუმცა თქვენ ასე ნამდვილად ვერ დაისვენებთ და ვერ დაშორდებით უკიდურესად რთულ სამუშაოს. დაფიქრდით, რამდენად ისვენებთ მსგავსი მოგზაურობით. თქვენ ხომ ნივთების ჩალაგება, ბავშვებზე ზრუნვა, გამოკვება, უცნობ ადგილებზე შესაძლო ისტერიკებთან გამკლავება მოგიხდებათ?

2. ეს გაამყარებს ურთიერთობას

დედათა უმრავლესობას ეშინია თავისი ოჯახის მარტო დატოვება იმის გამო, რომ ფიქრობთ, თქვენ გარეშე ვერ იარსებებენ. თუმცა, როგორც გაირკვა, თქვენი ოჯახი რეალურად უფრო გამყარდება თქვენი წასვლით და აი, რატომ: მცირე ცვლილება ოჯახის ცხოვრებაში, სანამ თქვენ არ იქნებით, თქვენი ბავშვებისთვის სასარგებლო იქნება. ისინი უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, რამდენადაც ახლოს არ იქნებით მათი მცირე კამათების მოსაგვარებლად. თუ ბავშვები მამასთან რჩებიან, იგი შეძლებს მთელი იმ ამაგის საკუთარ თავზე გამოცდას, რასაც თქვენ ყოველდღიურად წევთ.

3. ეს სასარგებლოა ბავშვებისთვის

არავინ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შვილებს მოენატრებით. ისინი მიჩვეული არიან, რომ მუდმივად მის გვერდით ხართ, ამიტომ თქვენს ნაკლებობას, რა თქმა უნდა, განიცდიან. მათ შეიძლება რაღაც დრო დასჭირდეთ იმის გასააზრებლად, რომ ცოტა ხნით არ იქნებით. დავიწყოთ იმით, რომ თქვენი ბავშვები გაიზრდებიან. რა თქმა უნდა, თქვენს შვილებს ჰყავთ ის, ვინც მოუვლის, როცა სახლში არ არიან(ბაღში ან სკოლაში), თუმცა, უფრო მეტს სწავლობენ იმ მოკლე დროში, როცა თქვენ არ ხართ სახლში. შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა დაბრუნდებით და აღმოაჩენთ, რომ ისინი უფრო ჭკვიანები, მშვიდები და გაცილებით ზრდასრულები არიან.

4. ეს თქვენთვისაც სასარგებლოა

არამხოლოდ თქვენი შვილები გაიზრდებიან, სანამ შორს იქნებით, არამედ თქვენც. მარტო მოგზაურობა შესაძლებლობას გაძლევთ, გააფართოვოთ თქვენი მსოფლმხედველობა, რაც ცხოვრებაშიც გამოგადგებათ. შეძლებთ ნახოთ, იფიქროთ და გამოსცადოთ ახალი შთაბეჭდდილებები.

5. დაბრუნდებით განახლებული

როცა ბოლოს და ბოლოს დაბრუნდებით ბავშვებთან, განახლებული იქნებით და რუტინას უფრო მომზადებული დაუბრუნდებით. იმას, რაც გაღიზიანებდათ, ახლა უფრო მშვიდად აღიქვამთ. დაინახავთ უფრო ფართო სურათს, შესაბამისად დააფასებთ ოჯახის წევრებს იმისათვის, როგორებიც არიან. გარდა ამისა, თქვენ მოგენატრებათ ბავშვები და გაგიხარდებათ სახლში, ჩვეულ ნივთებთან და საქმეებთან დაბრუნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს