წერტილოვანი მასაჟი დაგეხმარებათ ზურგის ტკივილების მოხსნაში, აღადგენს ცის ენერგიისა და სისხლის ცირკულაციას მთელ სხეულში, ხსნის დაჭიმულობას, სტაგნაციასა და სპაზმირებას. გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ, რომელ წერტილებზე უნდა იმოქმედოთ.
1. ჩენ-ფუს წერტილის მასაჟი
ჩენ-ფუს წერტილი თეძოს ქვედა ნაკეცის ცენტრში მდებარეობს და შარდის ბუშტის არხთანაა დაკავშირებული. ამ წერტილის სტიმულირება გაგათავისუფლებთ ტკივილისგან წელის არეში, დაგეხმარებათ რადიკულიტისა და საჯდომის ნერვის ნევრალგიის დროს.
წერტილზე უნდა იმოქმედოთ დიდი ან საჩვენებელი თითით, როგორც მოახერხებთ. დაიზილეთ წერტილი წრიული მოძრაობებით. თუ მარჯვენა მხარე გტკივათ, დაიზილეთ მარჯვენა თეძოს ქვეშ, მარცხნეას შემთხვევაში – მარცხენა.
2. ინ-მენის წერტილის მასაჟი
“ინის ჭიშკარი” – ინ-მენის წერტილის კიდევ ერთი დასახელება, რომელიც, ასევე, შარდის ბუშტს უკავშირდება. ინ-მენის წერტილი სიმეტრიულია თეძოს უკანა ზედაპირისა. წერტილის სტიმულირების დროს, წელისა და ზურგის ტკივილი ქრება, მსუბუქდება ტკივილი საჯდომის ნერვის ნევრალგიის დროს.
3. შენ-შუს წერტილის მასაჟი
შენ-შის წერტილი განლაგებულია ზურგზე, წლის მეორე და მესამე მალებს შორის. წარმოსახვით გაავლეთ ჭიპის ზოლი ზურგისკენ – სწორედ აქ იქნება ეს წერტილი. იგი დაგეხმარებათ ზურგის, წელისა და ლუმბაგოს ტკივილების, ხერხემლისა და ზურგის კუნთების სპაზმების მოხსნაში.