5 ნიშანი, რომ დროა კოსმეტიკა გადაყაროთ

4850

კოსმეტიკის გამოყენების ვადა მის შეფუთვაზე მითითებულ თარიღს არ ემთხვევა. ჩვენ ჩრდილებს წლებია ვიყენებთ, თუმცა უკვე დიდი ხნის წინ უნდა გადაგვეყარა. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, კოსმეტიკის საშუალებები ძალიან სწრაფად ფუჭდება.

თუ არ იცით საყვარელ კოსმეტიკის საშუალებს როდის დაემშვიდობოთ, „ვივიენი“ გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომ დროა კოსმეტიკა გადაყაროთ.

თქვენი კოსმეტიკა რიანას ბოლო ალბომზე უფრო ძველია

მისი ბოლო ალბომი 2016 წელს გამოვიდა, ხოლო კოსმეტიკის მაქსიმალური ვადა (მშრალი პუდრის პროდუქტი და პომადა) – 2 წელია. კოსმეტიკამ, რომელიც 2 წელზე მეტია რაც გაქვთ, დროა თქვენი სახლი დატოვოს.

კოსმეტიკამ ფერი შეიცვალა და დაბზარვა დაიწყო

არ გამოიყენოთ კოსმეტიკა, თუ მან ფერი შეიცვალა. ეს იმის ნიშანია, რომ მავნე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ საშუალება გაფუჭდა. სილამაზის საშუალებების დაბზარვა იმის ნიშანია, რომ მაკიაჟის ქიმიურ შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. დროა, გადაყაროთ.

თქვენ თვალების ქავილი გაწუხებთ

ქუთუთოების ქავილი თვალის ინფექციის პირველი ნიშანია. ხშირად ინფექციის მიზეზი ვადაგასული ან გაფუჭებული კოსმეტიკაა. ინფექციის მიზეზის მიუხედავად სჯობს საეჭვო თვალის პროდუქტები გადაყაროთ.

კოსმეტიკის სუნი შეიცვალა

ცუდი სუნი ერთ-ერთი ნიშანია, რომ კოსმეტიკა უნდა გადააგდოთ. უსიამოვნო სუნი კოსმეტიკის საშუალების ქიმიურ შემადგენლობაში ცვლილების ნიშანია. აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ კოსმეტიკა ბნელ, მშრალ ადგილას უნდა შეინახოთ, სადაც მზის სხივები არ აღწევს. ულტრაიისფერი სხივები სილამაზის საშუალებების ვადას ამცირებენ.

საშუალება წებოვანი ან ბლანტი გახდა

ყველაზე მეტად ეს ტუჩის ბლესკს ეხება. ნებისმიერი საშუალება, რომელიც სქელი, წებოვანი გახდა ან ფერი შეიცვალა კოსმეტიკის ჩანთიდან უნდა გაქრეს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს