იშვიათად თუ რჩება ვინმე ერთსულოვნად გემრიელი სადილის წინაშე, თუმცა, შესანიშნავ კერძთან ერთად, თქვენ იღებთ გულძმარვასაც. გულძმარვა – ესაა წვის შეგრძნება ყელსა და მკეერდის არეში, რომელიც ძალიან უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. სამწუხაროდ, გულძმარვა უამრავ ადამიანს აწუხებს. იგი დამახასიათებელი წვით გამოირჩევა.
მიზეზებს, ძირითადად, კვებაში უნდა ვეძიოთ: ხშირად, უხარისხო, მეტისმეტად ცხიმიან ან ცხარე პროდუქტში. თუმცა, მიუხედავად დაავადების გამომწვევი მიზეზებისა, წვის შეგრძნებას იწვევს კუჭის წვენის სიჭარბე. ეს სითხე ხვდება საყლაპავის ქვედა ნაწილში და აღიზიანებს ლორწოვან გარსს.
როგორ მოვიშოროთ გულძმარვა?
1. მიირთვით შავი ძირტკბილა
ეს ძალიან სასარგებლო ტკბილეულია, რომელიც ძირტკბილას ფესვისგან მზადდება. შავი ძირტკბილას ჯოხის წუწნვით, მნიშვნელოვნად შეამცირებთ გულძმარვის შეტევას. ძირტკბილას ფესვში არსებული სასარგებლო თვისებების წყალობით, ტკბილეული გამოიყენება, როგორც სამკურნალო საშუალება წყლულების, კოლიტის, გულძმარვისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების დროს.
2. დალიეთ ალოე ვერას წვენი
ალოე ვერას წვენი შეგიძლიათ ჯანსაღი კვების მაღაზიაში შეიძინოთ, თუმცა, თუ პროდუქტს ვერ იპოვით, გამოიყენეთ ოთახის მცენარე. უბრალოდ დაწურეთ ალოეს ფოთლებიბ და შეურიეთ წყალს 1:3 პროპორციით. მტკივნეული შეგრძნებები, რომელსაც გულძმარვის დროს განიცდით, გაქრება. ამ მცენარეს ძლიერი შემხორცებელი თვისებები აქვს.
3. არ მიიღოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა ჭამის შემდეგ
თუ ჭამის შემდეგ დაწოლას მიეჩვიეთ, იცოდეთ, რომ სწორედ ეს იწვევს გულძმარვას თქვენში. ეცადეთ, ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ დაწვეთ. ასე უფრო გამხდარიც და ჯანმრთელიც იქნებით.
4. სოდიანი წყალი
-“ისევ სოდა!” – იტყვით თქვენ. ისევ კი არა, კიდევ. ეს ნამდვილად ძალიან ეფექტური საშუალებაა გულძმარვის წინააღმდეგ, თუმცა მასთან ფრთხილად უნდა იყოთ. ძალიან ნუ გადააჭარბებთ, თორემ ღებინება დაგეწყებათ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დასამშვიდებლად, დალიეთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი 0.5 ჩ.კ. სოდა.
5. საღეჭი რეზინი – არამხოლოდ ჯანსაღი სუნთქვა
გულძმარვის მოხსნა ჩვეულებრივ, უშაქრო საღეჭ რეზინსაც შეუძლია. ეს წამალი კი არა, უბრალოდ, ასე ვთქვათ, საგანგებო დახმარებაა. ჭამის შემდეგ, თუ გულძმარვა შეგაწუხებთ, დაღეჭეთ პიტნის კევი და მოგეშვებათ.
არასასურველი პროდუქტის სია
მათ, ვისაც მუდმივად აწუხებს გულძმარვა, ყურადღება უნდა მიაქციონ კვებას. პირველ რიგში, ეს იმ პროდუქტებს ეხება, რომლებიც დაავადებას იწვევს. მათ შორისაა
- ციტრუსი;
- ყავა, კოლა და სხვა, კოფეინისშემცველი სასმელი;
- ღვინო, ლუდი და ლიქიორი;
- გაზიანი სასმელები;
- ცხიმიანი და ცხარე საკვები;
- ხახვი, ნიორი, პომიდორი;
- პიტნა
- შოკოლადი