ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმს თავისი ფუნქციების შესრულება უჭირს. სწორედ ამიტომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. „ვივიენი“ გიამბობთ, თუ რომელი პროდუქტები უნდა მიიღონ ადამიანებმა 40 წელს ზემოთ.
ყველაზე სასარგებლო პროდუქტები 40 წლის შემდეგ:
ბროკოლი
ფოლიუმის მჟავა, C და A ვიტამინი, კალციუმი – ეს ბროკოლში შემავალი სასარგებლო ელემენტების სრული სია არაა. მათი დახმარებით ქოლესტერინის დონე მცირდება და ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესი ჩქარდება.
მოცვი
A და K ვიტამინების შემცველობის წყალობით მოცვი მეხსიერების და მხედველობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავ პროდუქტად ითვლება, რაც 40 წლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია.
ცხიმიანი თევზი
ცხიმიანი თევზი მდიდარია D ვიტამინით, ცილებით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით. მას მიეკუთვნება ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი და სარდინი.
ტკბილი კარტოფილი
ტკბილი კარტოფილი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ფლობს. ასევე შეიცავს ნივთიერებას, რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
სოიო
მასში შედის სასარგებლო მცენარეული ცილები, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები. სწორედ ამიტომ სოიოს ყველი ტოფუ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად ითვლება.
პომიდორი
ცოტამ თუ იცის, რომ პომიდორი ლიკოპინს შეიცავს, რომელიც ბევრ ქრონიკულ დაავადებას თავიდან აგაცილებთ, მათ შორის დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებას და ონკოლოგიას.
მთელი მარცვლეული
ყოველდღიურ რაციონს მთელი მარცვლეულის პროდუქტები დაუმატეთ და სასიამოვნოდ გაოცებული იქნებით: მასში ბევრი მინერალი, B ჯგუფის ვიტამინი, უჯრედისი შედის, რაც ზრდასრული ადამიანებისთვის სასარგებლოა.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.