სილამაზე და თმის მდგომარეობა პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, თუ რომელ პროდუქტებს მივირთმევთ. თმის გასაძლიერებლად თუთიის, C ვიტამინისა და ბიოფლავონიდების მიღება აუცილებელია.
თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად პროდუქტების სიაში თევზი პირველ ადგილზე იმყოფება. ის მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით, რომელიც თავის კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მისი დეფიციტი სიმშრალეს და შესაბამისად თმის ცვენას და გამოფიტვას იწვევს. გარდა ამისა, ორაგული ცილების, რკინის და B12 ვიტმაინის წყაროა, რომლებიც თმას აძლიერებენ და ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებენ.
ყოველდღიურად ახალი მწვანე ბოსტნეული უნდა მიიღოთ. ისინი თმისთვის სასარგებლო ბევრ ნივთიერებას შეიცავენ. მაგალითად, ბროკოლი დიდი რაოდენობით A და C ვიტამინს შეიცავს. სწორედ ეს ელემენტები კანის ცხიმის წარმოებას ხელს უწყობენ, რაც თავის მხრივ თმას არახელსაყრელი გარემო ზემოქმედებისგან იცავს.
კვერცხი ცილებს, ბიოტინსა და B12 ვიტამინს შეიცავს. ყოველდღიურად მათი მცირე რაოდენობით მიღება აუცილებელია.
თმის ცვენის შესაჩერებლად უნდა მიიღოთ ისეთი ვიტამინები, როგორიცაა სელენიუმი და თუთია. მათ კაკალი შეიცავს.
ოსპი, ლობიო და პარკოსანი პროდუქტები მდიდარია რკინით, თუთიით, ცილებით და ბიოტინით. კვირაში მინიმუმ 3 ჭიქა უნდა შეჭამოთ.
ჩვეულებრივი ზეთი ზეითუნის ან კანაფის ზეთით ჩაანაცვლეთ. ეს თქვენს თმას ჯანსაღ იერს მიანიჭებს.
ისეთი ხილი, როგორიცაა ვაშლი, ფორთოხალი, კივი, ანანასი, ატამი, ძალიან სასარგებლოა. ისინი A, B და C ვიტამინებს შეიცავენ, რაც თმის კანის ჯანმრთელობისა და თმის ცვენის შესამცირებლად აუცილებელია.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.