როგორ დავმალოთ ჭუჭყიანი თმა: თუ ბანაობას ვერ ახერხებთ

6829
Lovely girl with brown fixed hair, thick dark eyebrows and naked shoulders looking straight, gray background, model with nude make-up, copy space, portrait.

ქალი, ნებისმიერ სიტუაციაში, მოვლილად და ღირსეულად უნდა გამოიყურებოდეს. ისეც ხდება, რომ უშუალოდ ღონისძიების ან წვეულების წინ, არ გაქვთ დრო აბაზანის პროცედურებისთვის. აღნიშნული პრობლემა აქტუალურია ცხიმიანი თმის მქონე გოგონებისთვის.

გარდა ამისა, ხშირი ბანაობა უარყოფითად მოქმედებს თმაზე. ჩნდება დაყოფილი ბოლოები და ირღვევა ქონის ჯირკვლების მუშაობაც.

ჭუჭყიანი თმის შენიღბვა შემდეგი საშუალებებით შეიძლება:

  • მოცულობითი ვარცხნილობის გაკეთება;
  • თმის ლამაზად შეკვრა;
  • ცხიმის მოცილება და სხვ.

რას ვერ იტანს დაუბანელი თმა?

თმის ნებისმიერი ტიპისთვის, არაა რეკომენდებული თმის ლაკით ძილი, ვარცხნილობის საშუალებების ჭარბი გამოყენება, მჭიდრო რეზინების გამოყენება და თავის დაბანა შეუფერებელი შამპუნით.

დაუბანელი თმა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჭუჭყიანი თმა რომ დამალოთ, ნუ ჩაატარებთ შემდეგ პროცედურებს:

  • არ შეიძლება თმის გაშლა, რადგან იგი ლოლოებივით გამოჩნდება.
  • გაქონილ თავზე კუდიც მოუვლელად და ამაზრზენად გამოიყურება.
  • ცხიმიან თმას ვერ დაამუშავებთ ბიგუდებითა და სახვევი უთოთი.
  • ასეთ თმაზე არაა რეკომენდებული ლაქის გამოყენება.
  • ნუ გაიკეთებთ გლუვ ვარცხნილობებს ცხიმიან თმაზე.

რა უშველის ცხიმიან თმას?

დაუბანელი თმის შენიღბვაში დაგეხმარებათ მარტივი სტილისტური ხრიკები. ჭუჭყიან თმას ვიზუალურად “გაასუფთავებს” აჩეხვა. აღნიშნული საშუალება ქმნის მოცულობას და ვარცხნილობას ამსუბუქებს.

აჩეხილი თმით შეგიძლიათ ნიჟარა გაიკეთოთ. ეს ვარცხნილობა ითვალისწინებს წინა მხარეს მოცულობის გაზრდას, რაც თმის ცხიმიანობის შენიღბვაში დაგეხმარებათ.

აღნიშნულ შემთხვევაში, გამოიყენეთ ცოტაოდენი ლაქიც.

ხშირად, ცხიმი ყველაზე მეტად ეტყობა შუბლზე მოკლედ შეჭრილ თმას, რადგან იგი დამატებით ჭუჭყიანდება შუბლზე გამოყოფილი ქონისგან. ამ დროს, პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ თმის უკან გადავარცხნა და უხილავი სამაგრებით დამაგრება.

თმას დაბანის გარეშე გაასუფთავებს ის საშუალებები, რომლებიც ტენს იწოვს. ასეთებია სახამებელი, ფქვილი ან ჩვეულებრივი პუდრა. ფხვნილის ფორმის საშუალებებით თმა შრება და კარგად ივარცხნება, ამასთან, ფხვნილის ნაწილაკები ცხიმს იწოვს და თმა სუფთავდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს