რით ჩავანაცვლოთ დეზოდორანტი? 10 ნატურალური საშუალება ოფლის საწინააღმდეგოდ

5017

ანტიპერსპირანტების ხშირი გამოყენება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. იცით თუ არა, რომ ჩვეული პროდუქტები, როგორიცაა საკვები სოდა, სიმინდის სახამებელი, ეთერზეთები, შაბი და ქოქოსის ზეთი ოფლის უსიამოვნო სუნს საკმაოდ ეფექტურად ებრძვის? ამ და სხვა ნივთიერებების ზოგიერთი კომბინაცია დეზოდორანტს წარმატებით ჩაანაცვლებს. „ვივიენი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ დეზოდორანტი სახლის პირობებში და სამრეწველო დეზოდორანტი სრულად რით ჩანაცვლოთ.

1. კრისტალი

თუ საუბარი ანტიპერსპირანტის ჩანაცვლებას ეხება, შეგიძლიათ გამოიყენოთ დეზოდორანტი „კრისტალი“, რომელიც ალუმინის შაბისგან მზადდება. არის თუ არა ნაკლებად სახიფათო, ვიდრე ანტიპერსპირანტი, რომლის მთავარ მოქმედ ძალას ალუმინის მარილი წარმოადგენს? უდაოდ, კი, ოღონდ მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ „კრისტალი“ პარაბენებს და პარფიუმერულ ნივთიერებებს არ შეიცავს. სხვა მხრივ, ალუმინის შაბი იგივე ალუმინის მარილია, რომელიც საოფლე ჯირკვლების დაბლოკვას იწვევს. ამაში „კრისტალის“ მთავარი მინუსი მდგომარეობს. თუ პრაქტიკულად უსონო, მაგრამ ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ, „კრისტალი“ გამოგადგებათ. ის ფორებს ბლოკავს და შედეგად უფრო ნაკლები ოფლი გამოდის. მას ანტისეპტიკური მოქმედება აქვს, ბაქტერიების ზრდას და ამით სუნის გავრცელებას აფერხებს.

2. დეზოდორანტის სალფეთქები

ანტიპერსპირანტის შესანიშნავ ალტერნატივას დეზოდორანტის სალფეთქები და კრემები წარმოადგენს. მათი მინუსი იმაში მდგომარეობას, რომ დეზინფექციას მხოლოდ იღლიის ქვეშ სივრცეს უკეთებენ, ხოლო ოფლის რაოდენობას არ ამცირებენ. ეს მათ პლიუსაც წარმოადგენს, რადგან ჩვენ ოფლი უნდა გამოვყოთ, ეს ბუნებრივია.

მსგავსი საშუალება მგრძნობიარე და ალერგიული კანისთვის შესაფერისია. მას ნეიტრალური არომატი აქვს ან საერთოდ უსუნოა. მთავარია, იღლიები „კრისტალით“ არ გამოაშროთ, ის ძალიან ეფექტურია.

3. ლიმონი

ცხელ ქვეყნებში ქალები ოფლს თავისებურად ებრძვიან. მაგალითად, ბრაზილიაში იღლიის ქვეშ ლიმონის ნაჭერს იდებენ. მათი თქმით, ამ მარტივი პროცედურის დახმარებით მხოლოდ რამდენიმე წუთში ოფლს მთელი დღით იშორებენ. სავარაუდოდ, საქმე ლიმონის ანტიბაქტერიულ თვისებაშია, რადგან თითქმის ყველა დეზოდორანტში ანტიმიკრობული დანიშნულების ქიმიური ნივთიერება შედის. ოღონდ ამ მიზნით ლაიმა არ გამოიყენოთ. მას კანზე საკმაოდ აგრესიული მოქმედება აქვს.

4. ტალკი

კუბელები ტალკს იყენებენ. ის, ოფლს და მის თანმდევ უსიამოვნო შედეგს, სუნს შესანიშნავად შთანთქავს. ამასთან კუბელებს ტალკის გამოყენება არა მხოლოდ იღლიების ქვეშ, არამედ მთელ სხეულზე უყვართ.

5. ძმარი

ძმარი იმავე პრინციპით მოქმედებს. შეგიძლიათ ძმარში დასველებული ბამბის დისკით იღლიები გაიწმინდოთ. ოფლის სუნს ვერ გააქრობს, მაგრამ ძმრის საკმაოდ მდგრადი სუნი დარჩება.

6. ეთერზეთები

ეთერზეთები დეზოდორანტების შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენენ. იღლიების ქვეშ ვარდის, ტუბეროზას, როზმარინის, გრეიფრუტის ან ფორთოხლის ზეთი წაისვით. ამ მხრივ შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ. ეთერზეთების სხვადასხვა კომბინაცია სცადოთ. აირჩიეთ ის ზეთი, რომელიც თქვენი ტიპის კანს შესანიშნავად მოუხდება. სიტყვა „ზეთმა“ არ შეგაშინოთ, ეთერზეთი დეზოდორანტებისგან განსხვავებით ტანსაცმელზე კვალს არ დატოვებს. დეზოდორნატი რეკლამაში ნათქვამი ინფორმაციის მიუხედავად ტანსაცმელზე კვალს მაინც ტოვებს.

სუფთა ეთერზეთმა შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ მოამზადოთ ზეთი, რომელიც დეზოდორნატის სახით გამოდგება და კანს დაარბილებს. აიღეთ 10 მლ გვირილას ზეთი ან ნებისმიერი სხვა საბაზისო (ნუშის, ყურძის კურკის და ა.შ) ზეთი და 5 მლ ეთერზეთს ან ეთერზეთების ნარევს აურიეთ. რამდენიმე წვეთი თითებზე დაიწვეთეთ და იღლიების ქვეშ წაისვით. ზეთს კანში შეწოვება აცადეთ, შემდეგ შეგიძლიათ ჩაიცვათ. სხვათა შორის, ეთერზეთები საკუთარი ხელით მომზადებული შინაურული დეზოდორანტების შემადგენლობაში შედის.

7. საკვები სოდა

ჩვეულებრივი საკვები სოდა დეზოდორანტის შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენს. მოამზადეთ ხსნარი: 1 ჩ/კ საკვები სოდა 1 ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით. ამ ხსნარით იღლიები დაიბანეთ ან გაიწმინდეთ. ცოტა არომატის დამატება გსურთ? რამდენიმე წვეთი ბერგამოტის ან თქვენთვის საყვარელი ეთერზეთი დაუმატეთ. სხვათა შორის, სოდა შეგიძლიათ უბრალოდ იღლიების ქვეშ პირდაპირ მშრალი სახით წაისვათ. ხსნარის გაკეთება საჭირო არაა. დეზოდორანტი საჭრიო არაა! შესანიშნავად მოქმედებს. ერთადერთი ნაკლი – დღეში 2-3-ჯერ პროცედურის გამეორება მოგიწევთ, როგორც ხსნარის, ასევე ფხვნილის გამოყენების დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს